1 მარტი, 2010 - 17:53

პედაგოგებმა საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ საპროტესტო აქცია გამართეს

პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის 30-მდე წევრმა 1 მარტს საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის წინ საპროტესტო აქცია გამართა.

აქციის მონაწილეთა  განცხადებით, საზოგადოებრივი მაუწყებელი პედაგოგთა პროფკავშირულ  საქმიანობას  არ აშუქებს.

გაერთიანების  თავმჯდომარე მანანა ღურჭუმელიძემ განაცხადა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი არ აშუქებს წარმატებულ პროფკავშირებისა და მათი ლიდერების საქმიანობას.

აქციის მონაწილეებს შეხვდა საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი გიორგი ჭანტურია.

"პედაგოგთა მოთხოვნა ლეგიტიმურია, მათ საქმიანობას  ყურადღებას უფრო მეტად მივაქცევთ, მაგრამ ეს დამოკიდებულია პროფკავშირების აქტიურობაზე", უთხრა  გიორგი ჭანტურიამ ჟურნალისტებს.

3 მარტს დაგეგმილია პედაგოგთა და მეცნიერთა პროფკავშირის შეხვედრა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო  საბჭოს წევრებთან. როგორც აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, ამ შეხვედრაზე თანამშრომლობის ფორმებს განიხილავენ.

ახალი კომენტარის გამოქვეყნება

The content of this field is kept private and will not be shown publicly.
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • Allowed HTML tags: <a> <em> <strong> <cite> <code> <ul> <ol> <li> <dl> <dt> <dd> <p> <span> <img> <div> <pp_img> <pp_media> <h2> <h3> <h4> <h5> <h6> <blockquote> <table> <tbody> <tr> <th> <td> <br>
  • You may embed videos from the following providers archive, bliptv, flickr_sets, youtube. Just add the video URL to your textarea in the place where you would like the video to appear, i.e. http://www.youtube.com/watch?v=pw0jmvdh.
  • Insert images and media with <pp_img> or <pp_media>. See formatting options for syntax.
  • You may use [swf file="song.mp3"] to display Flash files and media.

More information about formatting options

By submitting this form, you accept the Mollom privacy policy.