გამოცხადდა კონკურსი 100 საუკეთესო აფიშის გამოსავლენად

25 თებერვალი, 2010 - 20:10
დედლაინი: 
10 აპრილი, 2010 - 20:10

2010 წლის  24 თებრვალს  საერთაშორისო კონკურსი "Posters for tomorrow" გახსნილად გამოაცხადეს. საკონკურსო ნამუშევრების მიღება 10 აპრილიდან იწყება.  კონკურსში მონაწილეობა შეუძლია მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეს განურჩევლად პროფესიისა. მთავარია, მათ კონკურსის პირობების შესაბამისად შექმნან აფიშა (პოსტერი) და გაუგზავნონ ორგანიზატორებს. წლევანდელი კონკურსის მთავარ თემად სიკვდილის დასჯის საწინააღმდეგო კამპანია დასახელდა, მთავარი ლოზუნგია: "სიკვდილი არ არის მართლმსაჯულება (Death is not justice)" .  თითოეული აფიშა სწორედ ამ თემატიკას და ამ ლოზუნგს უნდა უკავშირდებოდეს.  ყველაზე კრეატიულ 100 აფიშას  კომპეტენტური ჟიური შეარჩევს. საუკეთესო ნამუშევრების გამოფენა კი მსოფლიოს ათეულობით ქვეყანაში  მოეწყობა.  წელს, წინა წლებისგან განსხვავებით,  საკონკურსოდ, აფიშებთან ერთად, შესაძლებელია მუსიკალური ნამუშევრების მიღებაც.

Posters for tomorrow არის საერთაშორისო, არაკომერციული პროექტია, კონკურსთან თანამშრომლობენ ისეთი გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციები, როგორებიცაა: ევროპის საბჭო, რეპორტიორები საზღვრებს გარეშე, Amnesty International, World coalition against the death penalty და ასევე ათეულობით პარტნიორი ორგანიზაცია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.

კონკურსის შედეგები ცნობილი გახდება 2010 წლის 10 ოქტომბერს. მსოფლიოში ეს დღე სიკვდილის დასჯის წინააღმდეგ ბრძოლის დღედ აღინიშნება. კონკურსის ორგანიზატორები ფიქრობენ, რომ საბოლოოდ თავიანთი და პარტნიორების მონდომება სასურველ შედეგს გამოიღებს და როგორც მინიმუმ  მოახერხებენ მსოფლიოს ყურადღება სიკვდილით დასჯის  პრობლემისკენ მომართონ.

გასულ წელს აღნიშნული კონკურსის მთავარი თემა პრესის თავისუფლება იყო.  მაშინ კონკურსში მონაწილეობდა  1834 პოსტერი მსოფლიოს 60-ზე მეტი ქვეყნიდან. საუკეთესოებს შორის ვერ მოხვდა  ქართველ ავტორთა ნამუშევრები. ჟიურის მიერ შერჩეული 100 ნამუშევარი 2009 წლის დეკემბერში  თბილისშიც გამოიფინა. ალექსანდრე დიუმას სახელობის კულტურის ცენტრი მასპინძლობდა.

კონკურსის შესახებ უფრო დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით კონკურსის ორგანიზატორებს მისამართზე:

8 Rue Myrha 75018 Paris France T. +33153414151 info @ posterfortomorrow.org

ver mivxvdi deadline-i 10

ver mivxvdi deadline-i 10 aprilsaa, tu 10ishi ickeba namushevrebis migeba.

ნამუშევრების მიღება დაიწყო 10

ნამუშევრების მიღება დაიწყო 10 აპრილიდან

ახალი კომენტარის გამოქვეყნება

The content of this field is kept private and will not be shown publicly.
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • Allowed HTML tags: <a> <em> <strong> <cite> <code> <ul> <ol> <li> <dl> <dt> <dd> <p> <span> <img> <div> <pp_img> <pp_media> <h2> <h3> <h4> <h5> <h6> <blockquote> <table> <tbody> <tr> <th> <td> <br>
  • You may embed videos from the following providers archive, bliptv, flickr_sets, youtube. Just add the video URL to your textarea in the place where you would like the video to appear, i.e. http://www.youtube.com/watch?v=pw0jmvdh.
  • Insert images and media with <pp_img> or <pp_media>. See formatting options for syntax.
  • You may use [swf file="song.mp3"] to display Flash files and media.

More information about formatting options

By submitting this form, you accept the Mollom privacy policy.