კონკურსი გენდერის თემაზე საუკეთესო მედია ნამუშევრის გამოსავლენად

17 თებერვალი, 2010 - 16:08
დედლაინი: 
31 ოქტომბერი, 2010 - 16:08

გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) პროექტი "დავძლიოთ გენდერული ძალადობა ამიერკავკასიაში" აცხადებს კონკურსს ჟურნალისტებისათვის გენდერის თემაზე მომზადებული საუკეთესო მედია ნამუშევრების გამოსავლენად.

კონკურსის პირობები:

** კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ მიიღონ ჟურნალისტებმა, რომლებიც მუშაობენ გენდერის თემატიკაზე ან დაინტერესებულნი არიან ამ საკითხების გაშუქებით; ** საკონკურსო ნამუშევრები შეფასდება ორი ნომინაციის მიხედვით: საუკეთესო სტატია (ბეჭდური და ელექტრონული) და საუკეთესო სიუჟეტი (ტელევიზია/რადიო); ** ყველა სახის ნამუშევარი (პუბლიკაციები, სატელევიზიო სიუჟეტები, რადიო ჩანაწერები) შესრულებული უნდა იყოს ქართულ ან ინგლისურ ენებზე და უნდა იყოს გაშუქებული/გამოქვეყნებული 2010 წლის 1 იანვრიდან 2010 წლის 31 ოქტომბრამდე; ** გაშუქებული/გამოქვეყნებული მასალების ასლები და/ან ელექტრონული ბმულები უნდა წარედგინოს GBV-SC Georgia-ს ოფისში არა უგვიანეს 2010 წლის 31 ოქტომბრისა, მისამართზე: კოსტავას 47/57, III სართული, ოთახი 9;

წარმოდგენილი მასალების ასლებს თან უნდა ახლდეს ჟურნალისტის საკონტაქტო მონაცემები (სახელი, გვარი, სამუშაო ადგილი, სახლის და მობილური ტელეფონის ნომრები, ელ-ფოსტის მისამართი).

კონკურსში გამარჯვებულ ჟურნალისტებს გადაეცემათ სერთიფიკატები და სოლიდური პრიზები. გამარჯვებულები გამოვლინდებიან და დაჯილდოვდებიან გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში 2010 წლის დეკემბერში. გამარჯვებულები შერჩეულნი იქნებიან მასალის ხარისხის, საკითხის აქტუალობის, რელევანტურობის, მოცვისა და წერის სტილის მიხედვით კომპეტენტური ჟიურის მიერ.

საკონტაქტო პირი: თამარ ვაშაკიძე პროექტი "დავძლიოთ გენდერული ძალადობა ამიერკავკასიაში" გაეროს მოსახლეობის ფონდი ტელ: 55 01 65 ელ ფოსტა: vashakidze@unfpa.org

ახალი კომენტარის გამოქვეყნება

The content of this field is kept private and will not be shown publicly.
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • Allowed HTML tags: <a> <em> <strong> <cite> <code> <ul> <ol> <li> <dl> <dt> <dd> <p> <span> <img> <div> <pp_img> <pp_media> <h2> <h3> <h4> <h5> <h6> <blockquote> <table> <tbody> <tr> <th> <td> <br>
  • You may embed videos from the following providers archive, bliptv, flickr_sets, youtube. Just add the video URL to your textarea in the place where you would like the video to appear, i.e. http://www.youtube.com/watch?v=pw0jmvdh.
  • Insert images and media with <pp_img> or <pp_media>. See formatting options for syntax.
  • You may use [swf file="song.mp3"] to display Flash files and media.

More information about formatting options

By submitting this form, you accept the Mollom privacy policy.