4 თებერვალი, 2010 - 22:03

სასამართლომ არ დააკმაყოფილა გაზეთ "ბათუმელების" ხელმძღვანელის სარჩელი

გაზეთი

4  თებერვალს,  თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა გაზეთ "ბათუმელების" დირექტორის - მზია ამაღლობელისა და მთავარი რედაქტორის -  ეთერ თურაძის სარჩელი, რომლითაც სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე მათი დაჯარიმების შესახებ გადაწყვეტილების ბათილად  ცნობას ითხოვდნენ.

2009 წლის 15 აგვისტოს, გაზეთის მთავარმა რედაქტორმა, ეთერ თურაძემ და კომპანიის დირექტორმა მზია ამაღლობელმა საქართველო-თურქეთის საზღვარი განბაჟების პროცედურასთან დაკავშირებით ჟურნალისტური გამოძიების ჩასატარებლად გადალახეს. პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს ისინი საბაჟოს თანამშრომლებმა 1000-1000 ლარით დააჯარიმეს.

"ბათუმელებმა"დაჯარიმების  შესახებ გადაწყვეტილება ჯერ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში გაასაჩივრა, შემდეგ კი სასამართლოს მიმართეს.

დღეს სასამართლოს არ გამოუცხადებია გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი.

ჟურნალისტების ინტერესებს იცავს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრი.

ახალი კომენტარის გამოქვეყნება

The content of this field is kept private and will not be shown publicly.
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • Allowed HTML tags: <a> <em> <strong> <cite> <code> <ul> <ol> <li> <dl> <dt> <dd> <p> <span> <img> <div> <pp_img> <pp_media> <h2> <h3> <h4> <h5> <h6> <blockquote> <table> <tbody> <tr> <th> <td> <br>
  • You may embed videos from the following providers archive, bliptv, flickr_sets, youtube. Just add the video URL to your textarea in the place where you would like the video to appear, i.e. http://www.youtube.com/watch?v=pw0jmvdh.
  • Insert images and media with <pp_img> or <pp_media>. See formatting options for syntax.
  • You may use [swf file="song.mp3"] to display Flash files and media.

More information about formatting options

By submitting this form, you accept the Mollom privacy policy.