4 თებერვალი, 2010 - 20:36

მას მედიაში დასაქმებულთა პროფესიული კავშირის საინიციატივო ჯგუფი შვედეთის საელჩოს დროებით რწმუნებულს შეხვდა

მას მედიაში დასაქმებულთა პროფესიული კავშირის საინიციატივო ჯგუფი 4 თებერვალს შვედეთის საელჩოს დროებით რწმუნებულს ანდრეას ტუვესონს შეხვდა.

საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებს მოჰყავთ ანდრეას ტუვესონის გამონათქვამი, რომლის თანახმად,  შვედეთი მზადაა  მონაწილეობა მიიღოს საქართველოში  მიმდინარე დემოკრატიული რეფორმების  განვითარებაში, რომელშიც უდიდესი როლი თავისუფალ   მედიას  ენიჭება.

შეხვედრაში პროფკავშირის გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე გოჩა ალექსანდრია და ამერიკის პროფკავშირის წარმომადგენელი ბობ ფილდინგი მონაწილეობდნენ.

ერთი დღით ადრე, 3 თებერვალს, მას მედიაში დასაქმებულთა პროფესიული კავშირის საინიციატივო ჯგუფი გერმანიის ელჩს პატრიცია ფლორს შეხვდა.

საინიციატივო ჯგუფის წევრებმა დიპლომატს ქართულ მედიაში დასაქმებულთა შრომითი და სოციალური უფლებების მასობრივად დარღვევის ფაქტები გააცნეს და წამოწყებული ინიციატივის განხორციელებაში მხარდაჭერა სხოვეს.

გერმანიის ელჩი საინიციატივიო ჯგუფს მხარდაჭერასა და დახმარებას დაჰპირდა.

ახალი კომენტარის გამოქვეყნება

The content of this field is kept private and will not be shown publicly.
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • Allowed HTML tags: <a> <em> <strong> <cite> <code> <ul> <ol> <li> <dl> <dt> <dd> <p> <span> <img> <div> <pp_img> <pp_media> <h2> <h3> <h4> <h5> <h6> <blockquote> <table> <tbody> <tr> <th> <td> <br>
  • You may embed videos from the following providers archive, bliptv, flickr_sets, youtube. Just add the video URL to your textarea in the place where you would like the video to appear, i.e. http://www.youtube.com/watch?v=pw0jmvdh.
  • Insert images and media with <pp_img> or <pp_media>. See formatting options for syntax.
  • You may use [swf file="song.mp3"] to display Flash files and media.

More information about formatting options

By submitting this form, you accept the Mollom privacy policy.