კონკურსი ყოველდღიური გამოცემებისათვის
3 თებერვალი, 2010 - 22:02
დედლაინი:
15 თებერვალი, 2010 - 18:02 ბეჭდური მედია, რომელიც აშუქებს ადამიანის უფლებებს, მიწვეულია კონკურსში Kulish International Award.
განაცხადების წარდგენის ბილო ვადაა - 15 თებერვალი.
წლევანდელი კონკურსის თემაა - "ჩართულობა განვითარებისთვის" - აქტივობა, რომელიც გულისხმობს მარგინალური ჯგუფების ჩართვას განვითარების პროცესში.
საკონკურსო მასალები გამოქვეყნებული უნდა იყოს ყოველდღიურ გამოცემაში 2009 წლის განმავლობაში. რედაქციის შემადგენლობა არ უნდა იყოს სამზე ნაკლები.
გამარჯვებულს გადაეცემა პრიზი - 11 ათასი აშშ დოლარი. დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართება ნიუ-დელიში (ინდოეთი).
კონკურსის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ: http://www.patrika.com/kckaward/index.html, ან შეტყობინება გააგზავნეთ მისამართზე: kckaward@epatrika.com
ახალი კომენტარის გამოქვეყნება