3 თებერვალი, 2010 - 18:17

"პირველი კავკასიური" ამერიკულ თანამგზავრზე გავა

პირველი კავკასიური

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი მოლაპარაკებებს აწარმოებს სატელიტურ ქსელ Hot Bird-თან რუსულენოვანი "პირველი კავკასიურის"  თანამგზავრულ მაუწყებლობასთან დაკავშირებით.

"ეს არის ამერიკული ოპერატორი კომპანია, რომელთანაც წარმატებით მიმდინარეობს მოლაპარაკებები", განაცხადეს საზოგადოებრივ მაუწყებელში.

Hot Bird-თან მას შემდეგ დაიწყო მოლაპარაკებები, რაც ფრანგულმა    EUTELSAT-მა საზოგადოებრივ მაუწყებელს საბოლოოდ უარი უთხრა "პირველი კავკასიურის" მაუწყებლობასთან დაკავშირებით ხელშეკრულების გაფორმებაზე. ამის გამო 2 თებერვალს ქართულმა მხარემ ფრანგულ კომპანიას  პარიზის სასამართლოში უჩივლა.

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ბაზაზე შექმნილი  "პირველი კავკასიურის" ორკვირიანი საცდელი მაუწყებლობა EUTELSAT-მა  28 იანვარს შეწყვიტა.

ქართულმა მხარემ ფრანგული თანამგზავრიდან "პირველი კავკასიურის" გათიშვის მიზეზად რუსეთის ზეწოლა დაასახელა, თუმცა EUTELSAT-მა ეს ფაქტი მაუწყებლობის საცდელი ვადის ამოწურვით ახსნა.

"ვფიქრობთ, რუსეთს ამერიკულ კომპანიაზე ზეწოლის ნაკლები ბერკეტები გააჩნია", უთხრეს Media.Ge-ს საზოგადოებრივ მაუწყებელში.

მათივე განცხადებით,  Hot Bird-თან ხელშეკრულების გაფორმება, რომელიც უახლოეს ხანებში მოხდება,  უზრუნველყოფს "პირველი კავკასიურის"  ეთერის ევროპის ტერიტორიაზე გავრცელებას.

ტელევიზიის გადაცემები ამჟამად ინტერნეტით ვრცელდება (www.1K-TV.com.).

ახალი კომენტარის გამოქვეყნება

The content of this field is kept private and will not be shown publicly.
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • Allowed HTML tags: <a> <em> <strong> <cite> <code> <ul> <ol> <li> <dl> <dt> <dd> <p> <span> <img> <div> <pp_img> <pp_media> <h2> <h3> <h4> <h5> <h6> <blockquote> <table> <tbody> <tr> <th> <td> <br>
  • You may embed videos from the following providers archive, bliptv, flickr_sets, youtube. Just add the video URL to your textarea in the place where you would like the video to appear, i.e. http://www.youtube.com/watch?v=pw0jmvdh.
  • Insert images and media with <pp_img> or <pp_media>. See formatting options for syntax.
  • You may use [swf file="song.mp3"] to display Flash files and media.

More information about formatting options

By submitting this form, you accept the Mollom privacy policy.