საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი ფრანგულ EUTELSAT-ს სასამართლოში უჩივის
საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი 2 თებერვალს პარიზის სასამართლოში ფრანგული სატელიტური ოპერატორი კომპანია EUTELSAT-ის წინააღმდეგ სარჩელის შეტანას აპირებს.
ამის შესახებ შესახებ გაზეთი "24 საათი" იუწყება.
სარჩელის მიზეზი კომპანიის მიერ რუსულენოვანი არხის "პირველი კავკასიურის" სატელიტური მაუწყებლობის გაგრძელებაზე უარის თქმა გახდა.
ქართული მხარე მიიჩნევს, რომ უარი აბსოლუტურად დაუსაბუთებელია და რომ ევროპულ სატელიტურ კომპანიაზე რუსეთის ხელისუფლების ზეწოლა განხორციელდა.
საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ბაზაზე შექმნილი რუსულენოვანი "პირველი კავკასიურის" მაუწყებლობა 28 იანვარს გაითიშა . ტელეარხმა სატელიტური მაუწყებლობა 2010 წლის 15 იანვრიდან დაიწყო, მანამდე კი მისი პროგრამები ინტერნეტით გადაიცემოდა.
გავრცელებული ინფორმაციით EUTELSAT-ი ტელეარხის მაუწყებლობის შეჩერების მიზეზად საცდელი ვადის ამოწურვას ასახელებს, არხის ხელმძღვანელობასთან კი ახალი კონტრაქტი ჯერ არ გაფორმებულა.
გაზეთ "24 საათთან" საუბარში საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ, ლევან გახელაძემ, განაცხადა, რომ ფრანგულ კომპანიას საკუთარი გადაწყვეტილების არავითარი წერილობითი დასაბუთება არ წარმოუდგენია.
რუსეთის ზეწოლის ფაქტს გახელაძესთან პირად საუბრებში ფნაგულ კომპანიაშიც ადასტურებენ, ამ ფაქტზე მინიშნება გახლავთ ისიც, რომ ქართული ტელეკომპანიისთვის უარის თქმის შემდეგ, EUTELSAT მა "გაზპრომ მედიასთან" დადო კონტრაქტი.
"ქართულ მხარეს მეათე სატელიტის მომსახურება შესთავაზეს, რომელიც დსთ-ს ქვეყნებისა და აღმოსავლეთ ევროპის რუსულენოვანი ნაწილის დაფარვის საშუალებას არ იძლევა", დასძენს გახელაძე 24 საათთან" საუბარში.
საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა გია ჭანტურიამ 1 თებარვალს პარიზში პრესკონფერენცია გამართა და განაცხადა, რომ ფრანგულ კომპანიაში ვიზიტმა და პრობლემების დარეგულირების მცდელობამ შედეგი არ გამოიღო.
"მხოლოდ იმისთვის გაგვთიშონ, რომ რუსულ ენაზე სიმართლე ვთქვით, სწორი არ არის" განაცხადა ჭანტურიამ პრესკონფერენციაზე.
ქართულ მხარე იმედოვნებს, რომ სასამართლოში საქმე მათ სასარგებლოდ გადაწყდება.
ახალი კომენტარის გამოქვეყნება