ერთწლიანი სტიპენდიები ჟურნალისტებისთვის

14 იანვარი, 2010 - 22:47
დედლაინი: 
19 აპრილი, 2010 - 18:47

ჟურნალისტებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით საშუალება ეძლევათ განაცხადი გააკეთონ როზალინ კარტერის სტიპენდიაზე (Rosalynn Carter Fellowship).  სტიპენდია გადაეცემა ჟურნალისტებს, რომელებიც აშუქებენ ფსიქიკური ჯანმრთელობის ან ფსიქიკურ დაავადებებთან დაკავშირებულ საკითხებს. 2010-2011 წლის სტიპენდიებისთვის განაცხადების მიღების ბოლო ვადაა მიმდინარე წლის  19 აპრილი.

ჟურნალისტებს უნდა გააჩნდეთ მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება ახალი ამბების წარმოებაში. თემები შეზღუდული არ არის - გასული წლების სტიპენდიენტებმა ჩაატარეს ფსიქიკური დაავადებების დემოგრაფიული ანალიზი, გააშუქეს ა ფსიქიკური დაავადებების მკურნალობასთან დაკავშირებული პრობლემები.

სტიპენდიანტებს სეუძლიათ  საკუთარი პროექტები თავისუფალი გრაფიკის მიხედვით მთელი წლის განმავლობაში დაგეგმონ. გამარჯვებული სტიპენდიანეტბი პროექტის მიმდინარეობის დროს  ორჯერ ეწვევიან კარტერის ცენტრს ატლანტაში (ჯორჯია, აშშ). მგზავრობის ხარჯები ანაზღაურდება ორგანიზატორის მიერ.

სასტიპენდიო წელი დაიწყება 2010 წლის სექტემბერში.

სასტიპენდიო პროგრამის შესახებ  დამატებითი ინფორმაცია იხილეთ: http://www.cartercenter.org/health/mental_health/fellowships/fellowship_....

განაცხადის გაკეთებასთან დაკავშირებით ინფორმაციის მისაღებად იხილეთ: http://www.cartercenter.org/health/mental_health/fellowships/index.html.

sakontaqto nomrebi rogor

sakontaqto nomrebi rogor gavigo? mititebul misamartzec gaugebradaa..anu "Rosalynn Carter Fellowship"-is ofiss pirdapir amerikashi unda shevexmianot? saqartveloshi filiali rame ara arsebobs? cinascar madloba.

საქართველოში მათი ფილიალი არ

საქართველოში მათი ფილიალი არ არსებობს, უნდა ისარგებლოთ მითითებულ ვებმისამართზე განთავსებული კონტაქტებით

ახალი კომენტარის გამოქვეყნება

The content of this field is kept private and will not be shown publicly.
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • Allowed HTML tags: <a> <em> <strong> <cite> <code> <ul> <ol> <li> <dl> <dt> <dd> <p> <span> <img> <div> <pp_img> <pp_media> <h2> <h3> <h4> <h5> <h6> <blockquote> <table> <tbody> <tr> <th> <td> <br>
  • You may embed videos from the following providers archive, bliptv, flickr_sets, youtube. Just add the video URL to your textarea in the place where you would like the video to appear, i.e. http://www.youtube.com/watch?v=pw0jmvdh.
  • Insert images and media with <pp_img> or <pp_media>. See formatting options for syntax.
  • You may use [swf file="song.mp3"] to display Flash files and media.

More information about formatting options

By submitting this form, you accept the Mollom privacy policy.