თამაზ კუპრეიშვილი

Stories from თამაზ კუპრეიშვილი

„რეპორტიორების" ანგარიში: მოკლული, დაჭრილი და გაუჩინარებული ჟურნალისტები ახლო აღმოსავლეთში

23 მარტი, 2011 - 20:20

„რეპორტიორების" ანგარიში: მოკლული, დაჭრილი და გაუჩინარებული ჟურნალისტები ახლო აღმოსავლეთში

ორი ჟურნალისტი დაიღუპა, ოცდაათამდე დაიკარგა, დაიჭირეს, ან დაშავდა ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში  ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში განვითარებული არეულობების შედეგად. ორგანიზაციამ „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე" 21 მარტს გამოაქვეყნა სტატია ლიბიაში, იემენში, სირიასა და ბაჰრეინში ჟურნალისტების მდგომარეობის შესახებ.

მედია სამეგრელოში

21 დეკემბერი, 2010 - 01:49

მედია სამეგრელოში

ქალაქ ზუგდიდში, წესით,   მედიის საქმიანობა ძალიან საინტერესო და მიმზიდველიც კი უნდა იყოს.   ზუგდიდი ესაზღვრება კონფლიქტის ზონას-აფხაზეთს, გალის რაიონს. აქ ცხოვრობენ აფხაზეთიდან დევნილები.  გალიდან ყოველდღე გადმოდის მოსახლეობა, ხან სავაჭროდ, ხან-სამკურნალოდ, ხან კიდევ ახლობლების სანახავად.

შიშს დიდი თვალები აქვს

შიშს დიდი თვალები აქვს

ბოლოდ დროს,  ხშირად მიწევს რეპორტაჟების მომზადება სოციალურ საკითხებზე, ფოტოებისა და ვიდეოების გადაღება, ხალხის გამოკითხვა და ა.შ. არ მეგონა ეს სამუშაო ასეთი რთული თუ იქნებოდა. საკმარისია კამერა ან დიქტოფონი მოვიმარჯვო, ხალხი უკანმოუხედავად გარბის. თუ შედარებით გაბედულები აღმოჩნდნენ, პრობლემაზე გაგესაუბრებიან, საკუთარ გასაჭირს გაგიზიარებენ, მაგრამ ვინაობას არ გაგიმხელენ.  მათი საუბრის ვიდეოზე ჩაწერა თითქმის წარმოუდგენელია.

თავდასხმა გაზეთ "გურია ნიუსის" ოფისზე

28 ოქტომბერი, 2010 - 14:22

თავდასხმა გაზეთ "გურია ნიუსის" ოფისზე

28 ოქტომბერს,დილით, ჩოხატაურში, გურიის რეგიონული გაზეთის "გურია ნიუსის" ოფისში მისულ თანამშრომლებს ფანჯარა ჩამსხვრეული დახვდათ.

მეტალოპლსტმასის ფანჯრის ორმაგი მინა დიდი ქვით იყო ჩამტვრეული. ამის შესახებ Media.Ge-ს "გურია ნიუსის" ერთ-ერთმა რედაქტორმა ნატო გოგელიამ აცნობა.

მოსაზრებები დავით ბაქრაძის ინიციატივასთან დაკავშირებით

27 ოქტომბერი, 2010 - 18:02

მოსაზრებები დავით ბაქრაძის ინიციატივასთან დაკავშირებით

ქართველ ჟურნალისტებსა და მედიაექსპერტებს მიაჩნიათ, რომ პარლამენტის თავმჯდომარის ინიციატივა მედიაგარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებით, საერთაშორისო საზოგადოებისა და სამოქალაქო სექტორის ზემოქმედების შედეგია. მათი აზრით,  მხოლოდ მედიასაშუალებების მფლობელთა საჯაროობა მედია გარემოს გასაუმჯობესებლად საკმარისი არ არის და  ამ მხრივ ბევრი მნიშვნელოვანი ნაბიჯია გადასადგმელი.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, მედიამფლობელობის გამჭვირვალობა კანონით იქნება უზრუნველყოფილი

26 ოქტომბერი, 2010 - 13:34

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, მედიამფლობელობის გამჭვირვალობა კანონით იქნება უზრუნველყოფილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ 26 ოქტომბერს ახალი საკანონმდებლო ინიციატივის შესახებ განაცხადა, რომელმაც სამომავლოდ მედიასაშუალებათა მფლობელების ვინაობა საჯარო უნდა გახადოს. კანონპროექტი  პარლამენტის იურიდიულ საკითხთა და დარგობრივი ეკონომიკისა კომიტეტებმა  ორ კვირაში უნდა მოამზადონ.

"ინიციატივა უკავშირდება მედიის თავისუფლებას და კონკრეტულად მედიასაშუალების მფლობელთა ვინაობის გამჭვირვალობასა და გასაჯაროებას ჩვენი საზოგადოებისთვის," განაცხადა დავით ბაქრაძემ.

რუსულენოვანი "ნიუსვიკის" დახურვის რეალური მიზეზები

21 ოქტომბერი, 2010 - 16:16

რუსულენოვანი "ნიუსვიკის" დახურვის რეალური მიზეზები

"რუსულენოვანი ნიუსვიკის" დახურვის რეალური მიზეზები"-სწორედ ამ სათაურით გამოეხმაურა ინგლისურენოვანი "ნიუსვიკი"  კომპანია Axel Springer-ის 2010 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილებას.  საგამომცემლო კომპანიამ, რომელიც ჟურნალ "ნიუსვიკის" რუსეთში გამოცემის ლიცენზიას 2004 წლიდან ფლობდა, ლიცენზიის გაგრძელებაზე უარი განაცხადა და ჟურნალის გამოცემა შეწყვიტა. მიზეზი  ეკონომიკური კრიზისი აღმოჩნდა.

"სიკვდილი არ არის მართლმსაჯულება"-გამარჯვებული პოსტერების გამოფენა დიუმას ცენტრში

18 ოქტომბერი, 2010 - 15:19

"სიკვდილი არ არის მართლმსაჯულება"-გამარჯვებული პოსტერების გამოფენა დიუმას ცენტრში

საერთაშორისო კონკურს "Posters for tomorrow-ს" მონაწილე ათი საუკეთესო პოსტერი გამოიფინა 2010 წლის 18 ოქტომბერს თბილისში, ალექსანდრე დიუმას სახელობის ფრანგული კულტურის ცენტრში. გამოფენა საფრანგეთის ელჩის მრჩეველმა კულტურის საკითხებში ჟოელ ბასტერნმა და კონკურსის ქართველმა მონაწილემ ნატალია ლაზარაშვილმა გახსნეს.

წლევანდელი კონკურსის მთავარ თემად სიკვდილის დასჯის საწინააღმდეგო კამპანია დასახელდა. "სიკვდილი არ არის მართლმსაჯულება", -2010 წელს სწორედ ეს ფრაზა იყო კონკურსის მთავარი სლოგანი.  კონკურსში მონაწილეობა  მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეს შეეძლო, განურჩევლად პროფესიისა.

რუსული Newsweek-ი დაიხურა

18 ოქტომბერი, 2010 - 13:39

რუსული Newsweek-ი დაიხურა

რუსული  Newsweek-ი   2010 წლის 18 ოქტომბერს ბოლოჯერ გამოვიდა. გერმანული  კომპანია Axel Springer AG-ის რუსეთის წარმომადგენლობამ ჟურნალის დახურვის შესახ დღეს განაცხადა.

Axel Springer AG არის საგამომცემლო ფირმა, რომელიც მსოფლიოს 35-მდე ქვეყანაში 170 სხვადასხვა ბრენდის ჟურნალ-გაზეთს გამოსცემს, მათ შორისაა გერმანული გამოცემა "ბილდი". აღნიშნული კომპანია რუსულ  Newsweek-ს   2004 წლიდან სტაბილურად გამოსცემდა.

"კავკასუს ონლაინის" განცხადებით, ქართული საიტების გათიშვა, შესაძლებელია, დაკავშირებული ყოფილიყო სერვერების პროგრამული უზრუნველყოფის სისტემაში დაფიქსირებულ შეცდომასთან

4 ოქტომბერი, 2010 - 16:03

"კავკასუს ონლაინის" განცხადებით, ქართული საიტების გათიშვა, შესაძლებელია, დაკავშირებული ყოფილიყო სერვერების პროგრამული უზრუნველყოფის სისტემაში დაფიქსირებულ შეცდომასთან

ინტერნეტ პროვაიდერმა კომპანიამ  "კავკასუს ონლაინმა",  ლიდერმა  საქართველოს  ინტერნეტ- ბაზარზე, 4 ოქტომბერს განაცხადა, რომ ქართული   საიტების გათიშვა, რომელიც 3 ოქტომბერს მოხდა,  შესაძლებელია,  დაკავშირებული ყოფილიყო  კომპანიის სერვერების  პროგრამული უზრუნველყოფის სისტემაში დაფიქსირებულ  კრიტიკულ შეცდომასთან (BUG).

ჰაკერებმა ქართული გამოცემების ვებგვერდები გატეხეს

3 ოქტომბერი, 2010 - 18:33

ჰაკერებმა ქართული გამოცემების ვებგვერდები გატეხეს

2010 წლის 3 ოქტომბერს ჰაკერებმა გატეხეს ჟურნალ ლიბერალის9(LIBERALI.GE), ცხელი შოკოლადის(SHOKOLADI.GE), გაზეთ 7 დღის(7days.ge) და foreignpress.ge-ს ვებგევრდები. აღნიშნული საიტების პირველ გვერდზე გამოქვეყნებული იყო ფოტო თურქეთის დროშით და წარწერით Hacked by kabuS.

გაეროს სახლში დემოკრატიის შესახებ ჩატარებული კონკურსის გამარჯვებულები დააჯილდოვეს

23 სექტემბერი, 2010 - 11:49

გაეროს სახლში დემოკრატიის შესახებ ჩატარებული კონკურსის გამარჯვებულები დააჯილდოვეს

22 სექტემბერს, გაეროს სახლის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა  ინტერნეტ კონკურსის,  "რა არის დემოკრატია?"  გამარჯვებულთა დაჯილდოება. გამარჯვებულებს პრიზები გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელმა,  ჯეიმი მაკგოლდრიკმა, გადასცა. კონკურსი სოციალურ ქსელ ფეისბუქში ერთი კვირის განმავლობაში, 12-დან 17 სექტემბრამდე,  მიმდინარეობდა. მონაწილეებს კონკურსისთვის შექმნილ სპეციალურ გვერდზე  (www.facebook.com/demokratia) უნდა დაეპოსტათ საკუთარი ფრაზები დემოკრატიის შესახებ. კონკურსის დასასრულისთვის ფეისბუქზე სულ გამოქვეყნდა 60-ზე მეტი ფრაზა, გრაფიკული სურათი და ვიდეო რგოლი.

"ტაბულაში" გამოქვეყნებული მიმართვის ავტორებმა მალხაზ გულაშვილის მხარდამჭერი წერილის ავტორებს "ფაშიზმის 182 მხარდამჭერი" უწოდეს

13 სექტემბერი, 2010 - 16:03

"ტაბულაში" გამოქვეყნებული მიმართვის ავტორებმა მალხაზ გულაშვილის მხარდამჭერი წერილის ავტორებს "ფაშიზმის 182 მხარდამჭერი" უწოდეს

ყოველკვირეულმა  ჟურნალმა "ტაბულამ" 13 სექტემბერს გამოაქვეყნა მიმართვა  სათაურით "ფაშიზმის 182 მხარდამჭერს", იმ მიმართვის საპასუხოდ, რომელზე ხელმომწერებიც გაზეთ "ჯორჯაინ ტაიმსის" გამომცემლის და "სახალხომართლმადიდებლური მოძრაობის" (სმმ) ლიდერის, მალხაზ გულაშვილის,  და მისი ვაჟის, დავითის, მიმართ სისხლის სამართლის დევნის შეწყვეტას მოითხოვდნენ.

"მონიტორი" აგრძელებს განაცხადების მიღებას საგამოძიებო თემების დაფინანსების მიზნით

6 სექტემბერი, 2010 - 13:41

"მონიტორი" აგრძელებს განაცხადების მიღებას საგამოძიებო თემების დაფინანსების მიზნით

სტუდია "მონიტორი"  აგრძელებს საგრანტო განაცხადების მიღებას საგამოძიებო თემების დაფინანსების მიზნით.

მედია გორში

6 აგვისტო, 2010 - 17:01

მედია გორში

ქალაქ გორში ჩასულს, პირველ რიგში,  რაც თვალში მოგხვდებათ და რაც გორელებისთვისაც სიახლეა, ეს პრესის ახალი ჯიხურებია,  ზუსტად ისეთი, თბილისში, რუსთაველის ქუჩაზე, რომ  გინახავთ და  "პრაიმ-ტაიმის" ჯიხურებს უწოდებენ. თუმცა გორში დადგმულ ჯიხურებში  ჯერჯერობით მხოლოდ ლატარიის ბილეთები იყიდება. გამყიდველების თქმით, პრესას უახლოეს დღეებში შემოიტანენ. მათგან მოშორებით, ორიოდ ნაბიჯში,   ძველი ჯიხურები ისევ დგას.  პრესას, ძირითადად,  ჭავჭავაძის გამზირისა და ავტოსადგურის ტერიტორიაზე ყიდიან.

მალხაზ გულაშვილისა და მისი არასრულწლოვანი ვაჟის მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტას მოითხოვენ

26 ივლისი, 2010 - 18:32

მალხაზ გულაშვილისა და მისი არასრულწლოვანი ვაჟის მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტას მოითხოვენ

ქართულმა გაზეთმა "ჯორჯიოან ტაიმსმა" 2010 წლის 28-ე ნომერში საქართველოს პრეზიდენტისა და ხელისუფლებისადმი მიმართვა გამოაქვეყნა. ტექსტის ავტორები ხელისუფლებისგან მოითხოვენ, შეწყდეს სისხლის სამართლებრივი დევნა მედიაჰოლდინგ "ჯორჯიან ტაიმსის" ხელმძღვანელის, მალხაზ გულაშვილისა და მისი არასრულწლოვანი ვაჟის, დავით გულაშილის მიმართ.

"იმერვიზია"

19 ივლისი, 2010 - 10:14

"იმერვიზია"

ტელეკომპანია "იმერვიზიის "  მაუწყებლობა ჭიათურისა და საჩხერის  რაიონებში ვრცელდება. ეს ორი პატარა ქალაქი კი სამხრეთ ოსეთის ტერიტორიას დასავლეთიდან ესაზღვრება.

რელიეფური პირობებიდან გამომდინარე, "იმერვიზიის" სიგნალი აღწევს სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ჯავის რაიონის სოფლებამდე. სწორედ ამიტომ, უკვე რამდენიმე თვეა, ტელეარხის ეთერში,  დღეში ერთხელ,   გადის  საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ მომზადებული ოსურენოვანი  ახალი ამბები.

ადილობრივ არჩენებს ჟურნალისტებთან ერთად ბლოგერებიც გააშუქებენ

17 მაისი, 2010 - 17:17

ადილობრივ არჩენებს ჟურნალისტებთან ერთად ბლოგერებიც გააშუქებენ

ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტმა (IWPR) ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გაშუქების პროცესში ჟურნალისტებთან ერთად ბლოგერები, იგივე სამოქალაქო ჟურნალისტები, ჩართო.  შეიქმნება ბლოგი, რომელიც სრული დატვირთით 30 მაისს ამუშავდება.

მასმედია გურიაში

17 მაისი, 2010 - 00:08

მასმედია გურიაში

გურიაში გამომავალი პრესა საქართველოს სხვა რეგიონული მედიებისგან რამდენიმე ნიშნით განსხვავდება, ეს არის:. საკუთარი სადისტრიბუციო ქსელი;  ტირაჟი;  მზარდი კონკურენცია და შედარებით ნაკლები ფინანსური პრობლემები.

გურიაში გამომავალი გაზეთების ნაწილს  საკუთარი სადისტრიბუციო ქსელი აქვს აწყობილი,  ან უახლოეს მომავალში აპირებს ამის გაკეთებას. შესაბამისად, გაზეთების ნაწილი გურიის ყელაზე მივარდნილ სოფლებშიც კი ჩააქვთ.

პიტერ სემნები - წინასაარჩევნოდ ქართული ტელეარხები სრულყოფილად აშუქებენ კანდიდატებსა და მათ საარჩევნო პროგრამებს

14 მაისი, 2010 - 23:04

პიტერ სემნები - წინასაარჩევნოდ ქართული ტელეარხები სრულყოფილად აშუქებენ კანდიდატებსა და მათ საარჩევნო პროგრამებს

ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიაში, პიტერ სემნების,  მიაჩნია, რომ  წინასაარჩევნოდ ქართული ტელეარხები სრულყოფილად აშუქებენ კანდიდატებსა და მათ საარჩევნო პროგრამებს.