7 დეკემბერი, 2009 - 00:39

ჟურნალისტებმა ეთიკის ქარტია მიიღეს

ქარტიაზე ხელმოწერა
138-მა   ჟურნალისტმა 4 დეკემბერს თბილისში საქარათველოს ჟურნალისტების  ეთიკის ქარტიიის ასოციაცია დააფუძნა და ხელი მოაწერა  ეთიკურ სტანდარტებს. დამფუძნებლებმა ასევე აირჩიეს  ასოციაციის მონიტორინგის საბჭო და   სარევიზიო კომისია. მონიტორინგის საბჭოში სხვადასხვა ვადით 3 თბილისელი და  6 რეგიონული ჟურნალისტი
ია ანთაძე და ფლორან მარშალი

მოხვდა, ესენია: ნინო ზურიაშვილი (გამომძიებელი ჟურნალისტი), ელისო ჩაფიძე (გაზეთ "რეზონანსის" რედაქტორი),  ლიკა ჩახუნაშვილი (ჟურნალისტიკის პედაგოგი),   ეთერ თურაძე (გაზეთ "ბათუმელების" რედაქტორი) და მაია მეცხვარიშვილი ("ახალი გაზეთი" ქუთაისი),  ხათუნა გოგაშვილი (რადიო "ჰერეთი") თედო ჯორბენაძე (გაზეთი "ბათუმელები"), ირაკლი აბსანძე (ფოთი)  და მერაბ მერკვილაძე ("ტელეარხი 25", ბათუმი).

სარევიზიო კომისიაში აირჩიეს ია მამალაძე (რეგიონული მედიის ასოციაციის თავმჯდომარე), რამაზ სამხარაძე (რადიო "ჰერეთის" დირექტორი, ასოციაცია  "საქართველოს რეგიონულ რადიოსადგურთა ქსელის" თავმჯდომარე) და ია ბობოხიძე ("ახალი გაზეთის" მთავარ რედაქტორი, ქუთაისი).

დამფუძნებელთა რეგისტრაცია
ქარტიას ხელი ძირითადად დედაქალაქში მომუშავე პრესის ჟურნალისტებმა და რეგიონალური მედიის წარმომადგენლებმა მოაწერეს, ნაციონალური ტელერხებიდან ქრატიას სულ რამდენიმე  ჟურნალისტი შეუერთდა, თუმცა, ღონისძიება  ყველა არხმა გააშუქა. რეგისტრაციამ დიდი დრო წაიღო. ამის  შემდეგ ჟურნალისტებმა დაასახელეს   მონიტორინგის საბჭოსა და სარევიზიო კომისიის წევრობის კანდიდატები.  თუმცა ზოგიერთმა საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. არჩევნების შედეგები ჟურნალისტების მიერ არჩეულმა   5-კაციანმა ხმის დამთვლელმა
ბიულეტენების შევსების პროცესი

კომისიამ შეაჯამა.  მაგრამ ვიდრე ხმები დაითვლებოდა, "რედისონის" მოზრდილ საკონფერენციო დარბაზში შედეგების  მომლოდინე ჟურნალისტებს   ევროპის საბჭოს და ევროკომისიის წარმომადგენლები ეწვივნენ. საქმე ისაა, რომ ქარტიის მიღებით ევროსაბჭოც და ევროკავშირიც ქართველ ჟურნალისტებზე არანეკლებ იყვნენ დაინტერესებულნი. ქარტიის დოკუმენტებზე მუშაობის ხანგრძლივ და მომქანვცველ პროცესში უცხოელი ექსპერტები მონაწილოებდნენ და მას  ორივე ევროპული სტრუქტურის წარმომადგენლები  აკვირდებოდნენ,  მაგალითად,   ფლორანს მარშალი, ევროკომისიის პროგრამების ხელმძღვანელი,  რომელიც ქარტიის ტექსტზე მუშაობასთან დაკავშირებულ ლამის ყველა შეხვედრაში ღებულობდა  მონაწილოებას. ის , რაღა თქმა უნდა, ქარტიის დაფუძნებასაც დაესწრო.

"ეს იყო [ქარტიაზე ხელმოწერა] ძალიან სწორი გადაწყვეტილება ქართველი ჟურნალისტების მხირდან. ჩვენ ველოდებით, რომ უფრო და უფრო მეტი ჟურნალისტი შემოუერთდება ამ ინიციატივას. ეს პროექტი არ უნდა შემოიფრაგლოს მხოლოდ ჟურნალისტებით. ამ პროცესში უნდა ჩაერთოს ყველა მედიამფლობელი და ყველა რედაქტორი, რათა ქარტიის მუშაობა უფრო შედეგიანი იყოს",- იტყვის  ჟურნალიუსტების თავყრილობის  შემდეგ ფლორანს მარშალი.   კმაყოფილი იყო პერ ეკლუნდიც,  საქართველოში ევროკომისიის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი. რომელმაც ჟურნალისტურ აუდიტორიას ქარტიის მიღება მიულოცა.

პერ ეკლუნდი

"ვფიქრობ,  ქარტიის მიღება ხელს შეუწყობს საქართველოში ისეთი ვითარების შექმნას,

როდესაც ჟურნალისტები არა მედიამფლობელების, არამედ  საზოგადოების სამსახურში ჩადგებიან.   ",- განაცხადა  პერ ეკლუნდმა.   მედიაექსპერტმა  ია ანთაძემ კი, რომელიც ქარტიის შექმნის ერთ-ერთი ინიციატორია, ყურადღება  საბჭოს შემადგენლობას მიაპყრო.

" საბჭოს, მისი შემადგენლობიდან გამომდინარე,  დიდი ნდობა ექნება. სამწუხაროდ,  ქარტიას მხოლოდ  თითო- ოროლა ტელეჟურნალისტი შეუერთდა,  თუმცა რამდენიმე ტელევიზიის ხელმძღვანელმა დამირეკა და უბრალოდ გვერდში დგომა გამოხატა, მაგრამ, არ მაქვს იმედი, რომ  ტელევიზიები ქარტიას შეუერთდებიან,- განუცხადა Media.Ge-ს ია ანთაძემ. "საქრთველოში ხშირად ირღვევა ჩვენი კოლეგების მხრიდან ეთიკის ნორმები და ქარტიის შექმნის მიზანიც სწორედ ის არის, რომ გარკვვეული ეთიკის ჩარჩოები იყოს დაცული ქართულ ჟურნალისტიკაში. იმედი მაქვს, რომ შედეგს აუცილებლად მივაღწევთ",- ამბობს რადიო "ჰერეთის" ჟურნალისტი ხათუნა გოგაშვილი.  გაზეთ "ბათუმელების" მთავარი რედაქტორი ეთერ თურაძე, რომელიც მონიტორინგის  საბჭოს წევრად აირჩიეს, ამბობს რომ, მედიას  ქარტია ადრე უნდა მიეღო.

ხმის მიცემის პროცესი

"ეს დოკუმენტი არის არა მხოლოდ თვითრეგულირების მექანიზმი, ის, გარკვეულწილად,  ჟურნალისტების დაცვის მექანიზმიცაა",- უთხრა Media.Ge-ს  ეთერ თურაძემ.  როგორც ჟურნალისტი ელისო ჩაფიძე იხსენებს,  ქართულ მედიას სტანდარტების   მიღების სამი მცდელობა ჰქონდა, მაგრამ ყველა უშედეგოდ დასრულდა,  თუმცა ის,  რაც 4 დეკემბერს "რედისონში" მოხდა, ჩაფიძის თქმით, შედეგის მომტანი იქნება.

"დარწმუნებული ვარ, რომ ეს მეოთხე მცდელობა გაამართლებს. საბჭოს შემადგენლობაშიც ისეთი ადამიანები აირჩიეს, რომლებსაც პირადად მე ძალიან ვენდობი. განსაკუთრებით გამიხარდა თედო ჯორბენაძის არჩევა.  ეს,  იმის მანიშნებელია, რომ   რეგიონული ჟურნალისტები ერთმანეთის მიმართ სოლიდარულნი არიან", - განაცხადა ელისო ჩაფიძემ.  პოლიტიკაში წასული ყოფილი სახალხო დამცველი სოზარ სუბარი, რომელიც ქარტიის დაფუძნების ცერემონიალზე ევროკომისიამ მიიწვია, აცხადებს, რომ ქარტიის მიღება ქართულ მედიას უფრო პასუხისმგებლობიანს გახდის.  "ჟურნალისტიკას სჭირდება ორი რამ - თავისუფლება და პასუხისმგებლობა. ქართული მედიის დიდი ნაწილის პრობლემა ის არის, რომ არ არის თავისუფალი,  შესაბამისად,  ის ვერ იქნება ვერც ეთიკური და ვერც პასუხისმგებლობიანი. თუმცა, არის მედიის მეორე ნაწილი, რომელიც თავისუფალია და, რომელსაც სჭირდება პრინციპებზე შეთანხმება. იმედი მაქვს, რომ ეს ქარტია იმუშავებს და გახდის ქართულ მედიას  პასუხსისმგებლობით აღსავსეს, რაც გავლენას მოახდენს ქარტიის მიღმა დარჩენილ ჟურნალისტების მეორე ნაწილზე",- თქვა    სოზარ სუბარმა. ოპოზიციური საპარლამენტრო ფრაქცია "ქარისტიან- დემოკრატიული" მოძრაობის ლიდერი გიორგი თარგამაძე, რომელიც ასევე ევროკომისიის მიერ იყო მიწვეული ქარტიის დაფუძნების ცერემონალზე, ამბობს, რომ ჟურნალისტებმა ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგეს და უფლებებთან ერთად, პასუხისმგებლობაც აიღეს საზოგადოების წინაშე.

"დღეს მიღებული ეთიკის კოდექსი არ არის პანაცეა და ნურავინ წარმოიდგენს, რომ ხვალიდან ყველა ქართველი ჟურნალისტი იმ ეთიკური ნორმების ქვეშ მოექცევა, რაც ქარტიაში წერია. მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ კოდექსის მიღებით  საზოგადოებას გაუჩნდა არჩევანის შესაძლებლობა:  მიიღოს ინფორმაცია  იმ წაყრაოდან,  რომლისთვისაც მნიშვნელოვანია  ეთიკის პრინციპების დაცვა, ან  იმ ჟურნალისტისგან რომლისთვისაც პროფესიული ეთიკა სულ ერთია",- განაცხადა გიორგი თარგამაძემ.

მივესალმებით ჟურნალისტების

მივესალმებით ჟურნალისტების ეთიკის ქარტიის მიღებას,მაგრამ ია მამალაძე რომ აირჩიეთ სარევიზიო კომისიის წევრად მისთვის დიდი შველა იქნება,უფრო კარგად დაფარავს მისი გაზეთის გურია ნიუსის გაუნათლებელი ვითომ ჟურნალისტების ანგარებიან ქმედებებს(ჩოხატაურს)ვგულისხმობ,რომლებიც მისი პირადული ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებენ და დარწმუნებულები ვართ ქარტიას როგორც ფარატინა ქაღალდს შეხედავენ,შეეკითხეთ მისმა თანამშრომლებმა თუ მოაწერეს ხელი ქარტიას(მაგალითად გოგელიამ),თუ მოაწერეს მაშინ იკითხეთ ხშირად გურია ნიუსი და უამრავი განსახილველი საკითხები დაგიგროვდებათ,აი შემდეგ კი დავრწმუნდებით რომ ქარტიის მიღება ნამდვილად ემსახურება ქართული ჟურნალისტიკის განვითარებას , გაჯანსაღებას და არა მავანის პირადი კეთილდღეობის პირობების დემოკრატიის ნიღბით გაუმჯობესების მეთოდების დაცვას.კიდევ შეეკითხეთ ქალბატონ იას რატომ უშლის ხელს სხვა გაზეთის გამოშვებას ჩოხატაურში?მარტო მისი გაზეთის მონოპოლია უნდა იყოს?

კომენტარის მოდერატორებს

კომენტარის მოდერატორებს გთხოვთ,ნუ დაბლოკავთ ჩემს წინა კომენტარს,ეს რეალობაა,შეგიძლიათ შეამოწმოთ,ბოლოსდაბოლოს ხომ ყველას გვინდა ვაშენოთ და ვიცხოვროთ მართალ დემოკრატიულ ქვეყანაში?

Nato, sxva gazetebic

Nato, sxva gazetebic gamodis guriashi,da ramdenadac me vici carmatebuli tirajic aqvt...r ac sheexeba "guria niuss "da mis damfuznebel qalbaton ias, aseve mis jurnalistebs, me vamakob am adamianebit, iseve rogorc sxva kolegebit, romlebic ketilsindisierad axorcieleben taviant saqmianobas, Me sarevizio komisiis ert-erti cevri var, da vinc me micnobs kargad xvdeba raoden obieqturi viqnebi chems gadackvetilebebshi. ase rom magaze ar inerviulo, rom vinme rames sxvanairad gamoiyenebs. miuxedavad imisa,rom titqmis yvela iq chemi megobaria. Megobroba megobrobaa da saqme saqme....

ბატონო რამაზ დიდი მადლობა

ბატონო რამაზ დიდი მადლობა პასუხისათვის,მაპატიეთ,მაგრამ თქვენ ეტყობა კარგად არ იცნობთ მაგ ადამიანების საქმიანობას,თორემ ვამაყობ ამ ადამიანებითო არ იტყოდით,ძალიან მალე გაგახსენდებათ ჩემი სიტყვები.გეთანხმებით მეგობრობა მეგობრობაა,საქმე საქმე.მინდა დავიჯერო რომ მართლაც ძალიან ობიექტური იქნებით და იმედს ,სიყვარულს ქართული ჯურნალისტიკის მიმართ შეგვინარჩუნებთ თქვენ მართლაც ძალიან ბევრ კოლეგასთან ერთად.გმერთი იყოს თქვენი მფარველი ყველა კარგ საქმეში.

ცუდია ის, რომ ჟურნალისტები

ცუდია ის, რომ ჟურნალისტები ამოარჩიეს და გარეშე წრე შექმნეს. უკეთესი ორგანიზებაც შეიძლებოდა, მაგრამ ალბათ მართალია ეჭვი, რომ ორგანიზატორებს მეტი გამჭვირვალობა არ სურდათ. თუ ასეა, სამწუხაროა....

KOMENTARS MEORED VDEB, RADGAN

KOMENTARS MEORED VDEB, RADGAN DABLOKES,,,,ANONIMS VEKITXEBODDI ROM SAERTOD ECNOBA TU ARA QARTUL SAINFORMACIO SAAGENTOEBS DA MEDIA.GE-S , RADGAN AM QARTIAZE 2 CELIA MUSHAOBA MIDIODA DA SAJARO IKO KVELASTVIS. AXLAC GIAA BATONO KAREBI GARKVEULI PROCEDDURIS GAVLIS SHEMDEG...RAS NISHNAVS AMOARCHIES? GAMCHVIRVALOBAS DA FARTO SAZOGADOEBAS RAC SHEEXEBA, AR GAGVASHUQES BATONO TELEVIZIIT...

ჩემო რამაზ, დაბლოკვით არავის

ჩემო რამაზ, დაბლოკვით არავის დაუბლოკიხარ, კომენტარი იმ დროს გავიდა, როცა საიტი სხვა სერვერზე გადაგვქონდა, ტექნიკური წუნია

ია მამალაძესთან დაკავშირებით

ია მამალაძესთან დაკავშირებით გაკეთებულმა კომენტარებმა, სურვილი გამიჩინა, რომ ჩემი აზრიც გაგაცნოთ მასთან დაკავშირებით. ის უკვე 6 წელია, რეგიონული მედიის ასოციაციის თავმჯდომარეა და ორგანიზაციის არა მარტო ფინანსების ხარჯვა, არამედ, პროექტების პროგრამული ნაწილებიც კი სრულად ხელმიუწვდომელია თვით ორგანიზაციის წევრი გაზეთებისთვის. ამიტომ იქნებ სჯობს, ვიდრე ქარტიის სარევიზიო კომისიაში დაიწყებს აქტიურ საქმიანობას, მანამდე, რეგიონული მედიის ასოციაციის ფინანსური საქმიანობა გახადოს საჯარო, ან იქნებ ამავე ორგანიზაციაშიც შექმნას სარევიზიო კომისია? მაშინ უფრო დადებითად და ოპტიმისტურად შევხედავდი პირადად მე მის მომავალ საქმიანობას ქარტიის სარევიზიო კომისიაში.

ქარტიის მიმართ ასეთი მწვავე

ქარტიის მიმართ ასეთი მწვავე დისკუსია რომ მიდის, ძალიან მახარებს ეს ამბავი. რადგან ეს ნიშნავს, რომ ინტერესი დიდია და სწორედ ახლა ეძლევა ქარტიას შანსი, ისე როგორც არასდროს, დაამტკიცოს, რომ ყველას ერთად, ბევრი კარგი საქმის გაკეთება შეგვიძლია... იმ კოლეგების და დაინტერესებული პირების გასაგონად, ვინც აქამდე ვერ/არ შეუერთდა ამას და სურვილი გააჩნია, ვიტყვი, რომ ქარტიის კარი ყველასთვის ღიაა და კარგი იქნებოდა, გარედან კრიტიკის ნაცვლად, ერთად გვეცადა საქმის კეთება... რაც შეეხება პიროვნებების კომპრომიტირებასა და ლანძღვას, არამგონია, ეს ეთიკური იყოს. სწორედ ამისთვის შევქმენით ეთიკის საბჭო!...გაზეთების მიმართ საზოგადოების ნდობას კვლევები განსაზღვრავს, ეთიკის საბჭოს შემადგენლობის (მათ შორის, სარევიზიო კომისიის) მიმართ ნდობა წევრებმა კენჭისყრით გამოხატეს, ხოლო თუკი ცალკეული პირების მიმართ რაიმე სახის კრიმინალურ საქმიანობაზეა საუბარი, მოხარული ვიქნებოდი, თუ ამით შესაბამისი სტრუქტურები დაინტერესდებოდნენ. მე მზად ვარ, დავიწყოთ ღია საუბარი ფინანსების, მფლობელებისა და მედია საშუალებების გამჭვირვალობისთვის. არაერთხელ მითქვამს და ახლაც ვამბობ, თუ საჭიროა, "ახალი გაზეთი" იქნება პირველი ამ საქმეში!... გისურვებთ წარმატებებს!...

ქარტიის მიმართ ასეთი მწვავე

ქარტიის მიმართ ასეთი მწვავე დისკუსია რომ მიდის, ძალიან მახარებს ეს ამბავი. რადგან ეს ნიშნავს, რომ ინტერესი დიდია და სწორედ ახლა ეძლევა ქარტიას შანსი, ისე როგორც არასდროს, დაამტკიცოს, რომ ყველას ერთად, ბევრი კარგი საქმის გაკეთება შეგვიძლია... იმ კოლეგების და დაინტერესებული პირების გასაგონად, ვინც აქამდე ვერ/არ შეუერთდა ამას და სურვილი გააჩნია, ვიტყვი, რომ ქარტიის კარი ყველასთვის ღიაა და კარგი იქნებოდა, გარედან კრიტიკის ნაცვლად, ერთად გვეცადა საქმის კეთება... რაც შეეხება პიროვნებების კომპრომიტირებასა და ლანძღვას, არამგონია, ეს ეთიკური იყოს. სწორედ ამისთვის შევქმენით ეთიკის საბჭო!...გაზეთების მიმართ საზოგადოების ნდობას კვლევები განსაზღვრავს, ეთიკის საბჭოს შემადგენლობის (მათ შორის, სარევიზიო კომისიის) მიმართ ნდობა წევრებმა კენჭისყრით გამოხატეს, ხოლო თუკი ცალკეული პირების მიმართ რაიმე სახის კრიმინალურ საქმიანობაზეა საუბარი, მოხარული ვიქნებოდი, თუ ამით შესაბამისი სტრუქტურები დაინტერესდებოდნენ. მე მზად ვარ, დავიწყოთ ღია საუბარი ფინანსების, მფლობელებისა და მედია საშუალებების გამჭვირვალობისთვის. არაერთხელ მითქვამს და ახლაც ვამბობ, თუ საჭიროა, "ახალი გაზეთი" იქნება პირველი ამ საქმეში!... გისურვებთ წარმატებებს!...

ახალი კომენტარის გამოქვეყნება

The content of this field is kept private and will not be shown publicly.
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • Allowed HTML tags: <a> <em> <strong> <cite> <code> <ul> <ol> <li> <dl> <dt> <dd> <p> <span> <img> <div> <pp_img> <pp_media> <h2> <h3> <h4> <h5> <h6> <blockquote> <table> <tbody> <tr> <th> <td> <br>
  • You may embed videos from the following providers archive, bliptv, flickr_sets, youtube. Just add the video URL to your textarea in the place where you would like the video to appear, i.e. http://www.youtube.com/watch?v=pw0jmvdh.
  • Insert images and media with <pp_img> or <pp_media>. See formatting options for syntax.
  • You may use [swf file="song.mp3"] to display Flash files and media.

More information about formatting options

By submitting this form, you accept the Mollom privacy policy.