"ინტერნიუსი" - სასწავლო კურსი "ბავშვთა საკითხების გაშუქება სატელევიზიო რეპორტაჟში"

20 ნოემბერი, 2009 - 17:00
დედლაინი: 
24 ნოემბერი, 2009 - 17:00

თბილისი, 7-16 დეკემბერი, 2009 წ.

"ინტერნიუსი", "რადიო ნიდერლანდების ტრენინგ-ცენტრი" (RNTC) (ნიდერლანდები) და "მედიის განვითარების ცენტრი" (MDC) (ბულგარეთი) ორგანიზებას უწევს  10-დღიან  პრაქტიკულ სასწავლო კურსს სატელევიზიო რეპორტაჟში ბავშვთა საკითხების გაშუქების შესახებ.

ტრენინგში მონაწილეობას მიიღებს 12 ტელეჟურნალისტი.  დასწრება სავალდებულოა. ტრენინგის ბოლოს გაიცემა სერტიფიკატები. განაცხადების მიღების ბოლოს ვადაა - 2009 წლის 25 ნოემბერი. კურსი ორგანიზებულია სამწლიანი პროექტის  - "ინიციატივა საქართველოში ელექტრონული მედიის განვითარებისათვის სასწავლო საქმიანობების გაძლიერების გზით" (Georgian Initiative for the Enhancement of Broadcast Training Activities) ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ MATRA-ს პროგრამის ფარგლებში. პროექტის მთავარი მიზანია საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობაში ელექტრონული მედიის ინფორმაციული და საგანმანათლებლო როლის გაძლიერება. სასწავლო კურსის პროგრამა და მეთოდოლოგია შემუშავდა ოთხი ადგილობრივი ტრენერის მიერ, ბულგარელი და ჰოლანდიელი პარტნიორების დახმარებით. კურსი მაქსიმალურად მიესადაგება ქართულ რეალობას და ასახავს ადგილობრივ საჭიროებებს. კურსს ჩაატარებს 4 ადგილობრივი ტრენერი (ნინო ორჯონიკიძე, ნინო ჯაფიაშვილი, თამარ ღვინიანიძე, სალომე ჯაში). კურსის მიზანი და სტრუქტურა: სასწავლო კურსი როგორც თეორიულ ასევე პრაქტიკულ ხასიათს ატარებს, და ჩატარდება  გარკვეული გამოცდილების მქონე ტელე-ჟურნალისტებისთვის. კურსი  მიზნად ისახავს მონაწილეთა პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებას საინფორმაციო გამოშვებებისთვის თემატური სატელევიზიო რეპორტაჟის წარმოების კუთხით (თემა-ბავშვთა საკითხები). კონკურსის შედეგად გამოვლინდება 12 ტელეჟურნალისტი.  სასწავლო კურსი უფასოა. რეგიონალურ ჟურნალისტებს აუნაზღაურდებათ მგზავრობის ხარჯები და უზრუნველყოფილი იქნებიან სამჯერადი კვებით და სასტუმროთი. თბილისელი მონაწილეები უზრუნველყოფილი იქნებიან კვებით. კონკურსში გამარჯვებული 12 ჟურნალისტი იღებს ვალდებულებას, დაესწროს მთლიან კურსს (10 დღე). წინააღმდეგ შემთხვევაში მონაწილეები არ დაიშვებიან ან გაირიცხებიან კურსიდან.   მოთხოვნები: -აპლიკანტს უნდა ჰქონდეს უმაღლესი განათლება და მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება (რეპორტიორი, საინფორმაციო გამოშვების ჟურნალისტი) და მოღვაწეობდეს რეგიონულ ან ნაციონალურ ტელე-კომპანიაში. -აპლიკანტის ტელე-კომპანია რეგულარულად უნდა აწარმოებდეს საინფორმაციო პროგრამებს; -აპლიკანტს უნდა გააჩნდეს იმის სურვილი, რომ შეიძინოს ან განავითაროს პროფესიული უნარ-ჩვევები საინფორმაციო გამოშვებისთვის თემატური სატელევიზიო რეპორტაჟის წარმოებაში; უნდა იყოს პროაქტიული და მოტივირებული;

"ინტერნიუსი" ასევე მოუწოდებს თავის კურსდამთავრებულებს მონაწილეობა მიიღონ შემოთავაზებულ ტრენინგში. დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარადგინონ შემდეგი დოკუმენტები: -რეზიუმე ქართულ ენაზე, რომელიც ასახავს აპლიკანტის პროფესიულ და აკადემიურ მიღწევებს; -მოტივაციის წერილი ქართულ ენაზე, რომელშიც ახსნილი იქნება თუ როგორ იმოქმედებს ამ კურსის გავლა აპლიკანტის საქმიანობაზე. წერილის ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 200 სიტყვას.

აპლიკაცია (რეზიუმე და მოტიცავიის წერილი) უნდა წარმოადგინოთ ელექტრონული ფორმატით შემდეგ ელ-მისამართზე: kakulia@internews.ge (ეკა კაკულია). ელექტრონული წერილის სათაურში მითითებული უნდა იყოს 'Training Course Applicant_TV'. ასევე მიიღება ამობეჭდილი აპლიკაციები შემდეგ მისამართზე: 14/22 პაოლო იაშვილის ქ, თბილისი 0105. "ინტერნიუსის" ტელეფონებია: 92-33-95/96/97 არასრული აპლიკაციების წარმდგენი პირები ავტომატურად გაეთიშებიან კონკურსს. "ინტერნიუსი" მხოლოდ კონკურსში გამარჯვებულებს დაუკავშირდება 2009 წლის 30 ნოემბერს, დღის ბოლომდე.

ახალი კომენტარის გამოქვეყნება

The content of this field is kept private and will not be shown publicly.
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • Allowed HTML tags: <a> <em> <strong> <cite> <code> <ul> <ol> <li> <dl> <dt> <dd> <p> <span> <img> <div> <pp_img> <pp_media> <h2> <h3> <h4> <h5> <h6> <blockquote> <table> <tbody> <tr> <th> <td> <br>
  • You may embed videos from the following providers archive, bliptv, flickr_sets, youtube. Just add the video URL to your textarea in the place where you would like the video to appear, i.e. http://www.youtube.com/watch?v=pw0jmvdh.
  • Insert images and media with <pp_img> or <pp_media>. See formatting options for syntax.
  • You may use [swf file="song.mp3"] to display Flash files and media.

More information about formatting options

By submitting this form, you accept the Mollom privacy policy.