ლაშა ზარგინავა

Stories from ლაშა ზარგინავა

სამოქალაქო ფორუმი ბათუმში

7 ივლისი, 2011 - 02:35

სამოქალაქო ფორუმი ბათუმში

ბათუმში გაიმართა "სამოქალაქო ფორუმი ეთიკური ჟურნალისტიკისთვის". საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს წევრები, სასტუმრო „ინტურისტში", დაინტერესებულ მოქალაქეებს, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ჟურნალისტებს, პოლიტიკოსებს და საჯარო მოხელეებს შეხვდნენ.

ტექნიკური პრობლემების გამო ტელეკომპანია „მეცხრე ტალღამ" საინფორმაციო გამოშვებების წარმოება შეაჩერა

6 ივნისი, 2011 - 22:51

ტექნიკური პრობლემების გამო ტელეკომპანია „მეცხრე ტალღამ" საინფორმაციო გამოშვებების წარმოება შეაჩერა

სამაუწყებლო კომპანია „მეცხრე ტალღა" (ფოთი) უკვე ორი დღეა, ეთერში სახელდახელო აპარატურით გადის. მიზეზი, მაღალი ძაბვის მოკლე ჩართვა გახდა, რამაც ტელევიზიის ტექნიკური მოწყობილობები, მწყობრიდან  გამოიყვანა.

ბავშვთა უფლებები და ქართული მედია

7 აპრილი, 2011 - 18:34

ბავშვთა უფლებები და ქართული მედია

სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტმა, გაეროს ბავშვთა ფონდთან ერთად  პროექტის ფარგლებში-„ბავშვთა საკითხების ეთიკური და პროფესიული გაშუქების ხელშეწყობა ქართულ მედიაში", ფოთში მეშვიდე შეხვედრა გამართა.

ჟურნალისტებს პროფესიული დღესასწაული ფოთის მერმა მიულოცა

21 მარტი, 2011 - 20:46

ჟურნალისტებს პროფესიული დღესასწაული ფოთის მერმა მიულოცა

ფოთში მოქმედი მედია-საშუალებების ჟურნალისტებს, პროფესიული დღესაწაული,21 მარტი, ქალაქის მერმა, ვახტანგ ლემონჯავამ მიულოცა.

გერმანიის ჟურნალისტურმა კავშირმა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოსთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო

26 დეკემბერი, 2010 - 01:33

გერმანიის ჟურნალისტურმა კავშირმა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოსთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო

გერმანიის ჟურნალისტური კავშირის ყრილობაზე, საქართველოს ჟურნალისტური ქარტიის ეთიკის საბჭოსთან დაკავშირებით, სპეციალური რეზოლუცია მიიღეს, რომელშიც ტელეკომპანია "იმედის" მიერ მომზადებული ე.წ "მოდელირებული ქრონიკა" მოხსენიებულია, როგორც "შემაშფოთებელი მაგალითი".

ფოთში მედიას, სამოქალაქო საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის ურთიერთობებზე ისაუბრეს

28 ოქტომბერი, 2010 - 17:36

ფოთში მედიას, სამოქალაქო საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის ურთიერთობებზე ისაუბრეს

"სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტმა" რიგით მესამე შეხვედრა-დისკუსია გამართა სახელწოდებით "დიალოგი მედიას, სამოქალაქო საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის". დისკუსია ამჯერად ფოთში გაიმართა.

ჟურნალ "ცხელი შოკოლადის" ორგანიზებით ფოთში სემინარი ჩატარდა

18 ოქტომბერი, 2010 - 14:52

ჟურნალ "ცხელი შოკოლადის" ორგანიზებით ფოთში სემინარი ჩატარდა

16-17 ოქტომბერს ფოთის ცენტრალური ბიბლიოთეკის დარბაზში, ჟურნალ "ცხელი შოკოლადის" პროექტის - "განსაბჭოება" - ფარგლებში სემინარი გაიმართა, რომელსაც ქალაქის საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებთან ერთად, საჯარო სკოლების მოსწავლეები დაესწრნენ.

"განსაბჭოება" ჟურნალ "ცხელი შოკოლადის"  პროექტია, რომელიც ფონდ "ღია საზოგადოება საქართველო" მხარდაჭერით ხორციელდება.

ფოთელი "ქრისტიან-დემოკრატები" საკრებულოს სხდომების საინფორმაციო უზრუნველყოფას ითხოვენ

18 ოქტომბერი, 2010 - 14:32

ფოთელი "ქრისტიან-დემოკრატები" საკრებულოს სხდომების საინფორმაციო უზრუნველყოფას ითხოვენ

ოპოზიციური "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ფოთის ორგანიზაციის თავმჯდომარის, საკრებულოს წევრის, ლაშა ბერაიას განცხადებით, საზოგადოება საკრებულოს სხდომების ჩატარების თარიღისა და დროის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს, რის გამოც დაინტერესებული პირები სხდომებს ვერ ესწრებიან და საკითხების განხილვაში მონაწილეობის მიღებას ვერ ახერხებენ.

როგორ შუქდება ქართულ მედიაში გარემოსდაცვითი საკითხები

15 ოქტომბერი, 2010 - 15:47

როგორ შუქდება ქართულ მედიაში გარემოსდაცვითი საკითხები

"ქართულ მედიასივრცეში გარემოსდაცვითი საკითხები იშვიათად და უხარისხოდ შუქდება",- ამ დასკვნამდე გარემოსდამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლები და მედია ექსპერტები მიდიან. მათივე აზრით, მედიაში უხარისხო ახალი ამბები და ანალიტიკური მასალები ქვეყნდება..

არასამთავრობო ორგანიზაცია "მწვანე ალტერნატივას" ანალიტიკოსი ქეთი გუჯარაიძე, მიიჩნევს,  რომ ინფორმაცია, გარემოს დაცვის თემატიკაზე, მედიაში, როგორც წესი,  ნაკლებადაა.

"მეცხრე ტალღამ" საინფორმაციო გამოშვებების ინტენსივობა შეამცირა

13 ოქტომბერი, 2010 - 17:55

"მეცხრე ტალღამ" საინფორმაციო გამოშვებების ინტენსივობა შეამცირა

ფოთის ტელეკომპანია "მეცხრე ტალღამ" საინფორმაციო გამოშვებების ინტენსივობა შეამცირა. ტელევიზიის ეთერში, ფოთში და ხობში მიმდინარე მოვლენები, 1 აგვისტომდე, შაბათ-კვირის გარდა, ყოველდღე გადაიცემოდა. ამჟამად კი, ახალი ამბები ეთერში, მხოლოდ ერთხელ, ყოველ პარასკევს გადის.

"მეცხრე ტალღის" დირექტორი, გერმანე სალია, ამ ფაქტს არსებულ ფინანსურ კრიზისს უკავშირებს.

პარლამენტში განსახილველად შევიდა კანონპროექტი ტელემაუწყებლების საგადასახადო ამნისტირების შესახებ

25 მარტი, 2010 - 22:20

პარლამენტში განსახილველად შევიდა კანონპროექტი ტელემაუწყებლების საგადასახადო ამნისტირების შესახებ

24 მარტს პარლამენტში განსახილველად  შევიდა  პრეზიდენტის  საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ტელემაუწყებლების საგადასახადო ამნისტირებას ითვალისწინებს.

ფოთელმა ჟურნალისტებმა და არასამთავრობოებმა "მოდელირებულ ქრონიკასთან" დაკავშირებით წერილი შეიმუშავეს

14 მარტი, 2010 - 21:32

ფოთელმა ჟურნალისტებმა და არასამთავრობოებმა "მოდელირებულ ქრონიკასთან" დაკავშირებით წერილი შეიმუშავეს

ფოთელმა ჟურნალისტებმა და არასამთავრობო  ორგანიზაციების წარმომადგენლებმა გუშინ, "იმედში" გასულ გადაცემასთან დაკავშირებით, ერთობლივი წერილის ტექსტი შეიმუშავეს.

2008 წელს საქართველოს სარეკლამო ბაზრის თითქმის 78 პროცენტი ტელევიზიებს ეკავა, ინტერნეტს - 0,2%

1 მარტი, 2010 - 18:30

2008 წელს საქართველოს სარეკლამო ბაზრის თითქმის 78 პროცენტი ტელევიზიებს ეკავა, ინტერნეტს - 0,2%

არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ", რეგიონულ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე, 2009 წლის განმავლობაში წარმოებული კვლევების შედეგები წარუდგინა.

საქართველოს რეგიონული გამომცემლები პოლონეთში კვალიფიკაციას აიმაღლებენ

12 თებერვალი, 2010 - 22:18

საქართველოს რეგიონული გამომცემლები პოლონეთში კვალიფიკაციას აიმაღლებენ

საქართველოს რეგიონული გაზეთების წარმომადგენლები, 13 თებერვლიდან პოლონეთში პრაქტიკულ და თეორიულ სწავლებას გაივლიან. საქართველოს ადგილობრივი გაზეთების რედაქტორების პოლონეთში ვიზიტი ხორციელდება პროექტის ფარგლებში, რომლის სახელწოდებაა: "ადგილობრივი გაზეთის განვითარება წარმოადგენს დეცენტრალიზაციის და ადგილობრივი განვითარების ძირითად პირობას"  ("Development of Local Press as an Indispensable Factor in the Decentralization Process and in Local Development in Georgia").

ჟურნალისტი იცვლის პროფესიას

2 თებერვალი, 2010 - 22:27

ჟურნალისტი იცვლის პროფესიას

რატომ იცვლიან ჟურნალისტები პროფესიას? რატომ გადადიან ისინი სახელმწიფო სამსახურებში და რატომ ბრუნდებიან ისევ უკან?! რა ტენდენციებზე საუბრობენ მედიაექსპერტები, რაში ხედავენ ისინი მიზეზებს და გამოსავალს? ამ საკითხებზე Media.Ge ყველა იმ ადამიანს ესაუბრა, ვისაც ამ პროლემასთან პირდაპირი, თუ ირიბი შეხება ჰქონია.

სკოლის დირექტორები ჟურნალისტებთან ურთიერთობის წინ განათლების სამინისტროს პრესცენტრს უნდა დაუკავშირდნენ

26 იანვარი, 2010 - 19:49

სკოლის დირექტორები ჟურნალისტებთან ურთიერთობის წინ განათლების სამინისტროს პრესცენტრს უნდა დაუკავშირდნენ

საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირების თავმჯდომარის მანანა ღურჭუმელიძის განცხადებით, განათლების სამინისტროს განკარგულების თანახმად საჯარო სკოლების დირექტორებს და პედაგოგებს, ჟურნალისტებთან ყოველგვარი კომენტარის გაკეთება, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პრესცენტრთან შეუთანხმებლად, ეკრძალებათ. ამის შესახებ მანანა ღურჭუმელიძემ თბილისში მედიის წარმომადგენლებთან, 25 იანვარს გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

ოლეგ პანფილოვი: ჟურნალისტებმა უნდა იცოდნენ კანონები, რომ საკუთარი თავის დაცვა და ჩინოვნიკების "დასჯა" შეეძლოთ

13 იანვარი, 2010 - 20:45

ოლეგ პანფილოვი: ჟურნალისტებმა უნდა იცოდნენ კანონები, რომ საკუთარი თავის დაცვა და ჩინოვნიკების "დასჯა" შეეძლოთ

რუსეთიდან საქართველოში საცხოვრებლად გადმოსული რუსი ჟურნალისტი, ოლეგ პანფილოვი Media.Ge-სთან საუბარში ყველა იმ სირთულეზე, წარმატებაზე და მოსალოდნელ შედეგებზე საუბრობს, რომელიც დღეს ქართულ და რუსულ ჟურნალისტიკაში არსებობს. როგორ ხედავს რუსი ჟურნალისტი, ქართული მედიის განვითარების პერსპექტივას, რა ნაკლოვანებები დაინახა საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ და რა აკლიათ ყველაზე მეტად ქართველ ჟურნალისტებს, ამას პანფილოვთან ჩაწერილი ინტერვიუდან შეიტყობთ.

რამდენადაა დაცული ბავშვთა უფლებები ქართულ მედიაში?

24 ნოემბერი, 2009 - 03:40

რამდენადაა დაცული ბავშვთა უფლებები ქართულ მედიაში?

ბავშვის უფლებების საერთაშორისო კონვენცია 20 წლისაა. ეს საიუბილეო თარიღი საქართველოში 23 ნოემბერს აღინიშნება. 1989 წელს მსოფლიო ლიდერებმა გადაწყვიტეს, რომ ბავშვებისთვის სპეციალური კონვენცია შეექმნათ. ბავშვთა კონვენცია ადამიანის უფლებეთა ხელშეკრულებებს შორის ყველაზე ფართოდ აღიარებული დოკუმენტია, რომელიც მსოფლიოს 193 ქვეყნის მიერ იქნა რატიფიცირებული. საქართველო კონვენციას 1994 წელს შეურთდა.

"ტელეარხ 25"-ს ფოთში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები, სრულ მხარდაჭერას უცხადებენ

29 ოქტომბერი, 2009 - 21:02

"ტელეარხ 25"-ს ფოთში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები, სრულ მხარდაჭერას უცხადებენ

ფოთში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები "ტელეარხ 25"-ს მხარდაჭერას უცხადებენ და მოუწოდებენ საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ ორგანიზაციებს მხარი დაუჭირონ დამოუკიდებელ კომპანიას, რათა მან შეძლოს დღემდე არსებული თავისუფლების ხარისხის შენარჩუნება.