25 ოქტომბერი, 2009 - 20:33

კახეთის მედია

გურჯაანში ფურცელაძეების სახლის წინ სპეციალურად მოწყობილ ადგილას ყოველ დღე მეზობლები იკრიბებიან და გაზეთებს კითხულობენ. "ფურცელაძეების ოჯახი ჩვენს უბანში ყველაზე  შეძლებულია და გაზეთის  ყიდვის საშუალობა მხოლოდ მათ აქვთ. გაზეთები   ხელიდან ხელში გადადის და მთელი უბანი კითხულობს" მეუბნება ქალბატონი ნაზი, რომელიც  ამ ადგილს გურჯაანის ბიბლიოთეკას ეძახის.

კახეთის რეგიონში მხოლოდ ორი დამოუკიდებელი ადგილობრივი გაზეთი "სპექტრი" და "კახეთის ხმა" ვრცელდება. "სპექტრი"-ს დამფუძნებელი და დირექტორი მაია ყალაბეგაშვილი რედაქციაში წელს, სექტემბერში,  დაბრუნდა. 8 თვის განმავლობაში ყალაბეგაშვილი კახეთის გუბერნიაში მედიასთან ურთიერთობის განხრით მთავარ სპეციალისტად მუშაობდა. "სპექტრი" 8-გვერდიანია და 800 ეგზემპლიარად კახეთის თითქმის ყველა სოფელში ვრცელდება. სტატიები ძირითადად ლოკალურ პრობლემებს ეხება. 2007 წლიდან გაზეთში კახეთის რვა მუნიციპალიტეტის მუშაობის შესახებ სტატიები იბეჭდება. ეს მომსახურება ფასიანია და გაზეთის ერთ-ერთ ძირითად შემოსავლის წყაროს წარმოადგენს. სარეკლამო შემოსავალი უკვე ერთი წელია რედაქციას საგრძნობლად შეუმცირდა. "კახეთის ხმის " დამფუძნებლის და მთ. რედაქტორის მაია მამულაშვილის თქმით, გაზეთი 2000-იანი ტირაჟით გამოდის. 12 გვერდიდან 4 გვერდი ევრაზიის ფონდის პროექტს "გამჭვირვალე ბიუჯეტს" უკავია. მთ. რედაქტორის თქმით, ის ფაქტი, რომ მისი მეუღლე ამჟამად გურჯაანის საკრებულოს თავმჯდომარეა, მისი გაზეთის დამოუკიდებლობის ხარისხსა და შინაარსზე არანაირად აისახება.

"ჩემი მეუღლე  თუ რამეს დააშავებს, პირველად მე დავწერ ჩემს გაზეთში",- გადაჭრით აცხადებს მამულაშვილი.

კახეთის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი  გელა მთივლიშვილი, რეგიონული მედიის მუშაობას აკრიტიკებს. მთივლიშვილს მიაჩნია, რომ კახეთში მედიის თავისუფლების ხარისხი დაბალია. "თუ გადახედავთ  რეგიონულ გაზეთებს, მე არ ვიტყვი კარგები არიან თუ ცუდები, ჩემი კოლეგები არიან, თქვენ თვითონ შეაფასებთ რამდენად დამოუკიდებელი და ხარისხიანი ინფორმაცია იბეჭდება ამ გაზეთებში, როგორც ჩვეულებრივ მკითხველს, მიმაჩნია, რომ არ იბეჭდება. 12 გვერდიდან 4 ადგილობრივი ხელისუფლების რეკლამას უკავია, რისთვისაც თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან ირიცხება, ისევე, როგორც ჩემს გაზეთში",- ამბობს გელა მთივლიშვილი.

მთივლიშვილი დამოუკიდებელ გაზეთ "იმედი"-ს რედაქტორი იყო, გაზეთი 2009 წლის ივნისიდან აღარ გამოდის. მიზეზად მთივლიშვილი რეგიონში ვიცე გუბერნატორის გიორგი სიბაშვილის მხრიდან ზეწოლას ასახელებს და ამბობს, რომ სიბაშვილს თანამდებობაზე მოსვლის დღიდან კახეთის მედიაზე კონტროლის დაწესება სურდა.

"სიბაშვილს ზოგადად ძალიან დიდი სურვილი აქვს  ძალიან ბევრ სიტუაციას ფლობდეს, იმიტომ არის სიბაშვილი გუბერნატორის მოადგილე…სიბაშვილი რეალურად რომ აკონტროლებდეს მედიას, მაშინ იქნებოდა ტაშის გრიალი და ის მწარე რეალობა ამ კონტქესტში არ აისახებოდა მედიაში", - ირონიით  პასუხობს მთივლიშვილის ბრალდებას  ვიცე-გუბერნატორი,  რომელსაც არგუმენტად  ის ფაქტიც მოჰყავს,რომ, მისი მტკიცებით,  გურჯაანის მუნიციპალიტეტიდან მთივლიშვილის გაზეთს მომსახურებისთვის  2008 წლის ბოლოდან თანხები ერიცხებოდა, თუმცა  ეს დაფინანსება რამდენიმე თვის შემდეგ შეწყდა.

გურჯაანის ტელევიზიის ძირითადი შემოსავალი, 25 ათასი ლარი, ადგილობრივი ბიუჯეტიდან ყოველწლიურად გამოიყოფა. ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ზვიად რუაძე ამბობს, რომ ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკა  დამოუკიდებელია და ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა სარეკლამო მომსახურებისთვისაა და მხოლოდ კომერციულ ინტერესებს მოიცავს.

ყოველკვირეული პოლიტიკური თოქ-შოუ "ძალა უძალოთა"  ფონდ "ღია საზოგადოება-საქართველოს" პროექტის ფარგლებში ხორციელდება. გადაცემა სტუდიიდან გადის. პროგრამის მსვლელობისას პირდაპირ ეთერში სტუმრები სატელეფონო ზარებს პასუხობენ. "ეს ერთადერთი საღამოა, როცა ჩემი ცოლი სერიალს არ უყრებს",- მეუბნება 48 წლის სოსო.

კახეთში მომუშავე სამარშტო ტაქსებში უმეტესად რადიო "ჰერეთს" უსმენენ. "ჰერეთი" მთლიანად კახეთის რეგიონში და საინგილოს ნაწილში (საქართველოს მოსაზღვრე აზერბაიჯანის ტერიტორია) ისმის. რადიოს საკმაოდ კეთილმოწობილი ოფისი ლაგოდეხში მდებარეობს.  საიფორმაციო გამოშვებები ეთერში ნახევარ საათში ერთხელ გადაიცემა.

ლაგოდეხის ტელევიზია "LTV" კი 24 საათი მაუწყებლობს. ტელევიზიის დირექტორი ლალი ხუბულავა ამბობს, რომ  წელს "LTV"-ის შემოსავლები რეკლამის ხარჯზე შედარებით გაიზარდა და ტელევიზიის განვითარებაში  პოზიტიური ტენდენციები შეინიშნება. თუმცა  "LTV"-ის ეთერი დღის განმავლობაში მხოლოდ ფილმებით და მუსიკალური კლიპებით არის შევსებული. ერთადერთი პოლიტიკური თოქ-შოუ კვირაში ერთხელ პირდაპირი ეთერით გადაიცემა.

კიდევ ერთი დამოუკიდებელი ტელევიზია "თანამგზავრი" თელავში და მის მიმდებარე სოფლებში ვრცელდება. ტელევიზია 2-სართულიან საცხოვრებელ სახლშია განთავსებული. ერთადერთი სტუდიიდან საინფორმაციო გადაცემები და კვირაში ერთხელ პოლიტიკური გადაცემა "დიალოგი" გადის ეთერში. "თანამგზავრი", მცირე სარეკლამო შემოსავლებით არსებობს. ტელევიზიის დირექტორის, ენრი კობახიძის, თქმით საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები უარს ამბობენ ტელევიზიის დაფინანსებაზე. "ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან ზეწოლა და მუქარა წლების განმავლობაში გრძელდება, არ სურთ რეალობის დანახვა. არ გვეშინია და მაინც ვმუშაობთ, უფრო მეტიც,   გვსურს  განვვითარდეთ", - ამბობს ენრი კობახიძე.

სასაცილოა საერთოდ ეს სტატია

სასაცილოა საერთოდ ეს სტატია თავის ციფრებით და შედარებებითაც... Mედია.გე, როდესაც ასეთ მასალას აქვეყნებს, იქნებ კარგად გადახედოს ფაქტებს. სამარცხვინოა, რომ კონტექსტიდან ამოვარდნა სჭორედ თქვენ არ გეპატიებათ... თინათინ ცისკარადძემ საინტერესოა გარემონტებული ოფისის გარდა ჰერეტში ვერაფერი დაინახა? ან რა რემონტი დაინახა? ჩვეულებრივი ოფისი გვაქვს... ისიც ვერ დაინახა, რომ ძალიან ბევრი პრობლემა გვაქვს, რომ გვაქვს ყველაზე ობიექტური პოლიტიკური ტოქ შოუები და საინფორმაციო ანალიტიკური პროგრამები. ისიც ვერ დაინახა, რომ ჰერეთი ერთადერთი დამოუკიდებელი ელექტრონული მედიაა...ისიც ვერ დაინახა,რომ ლიცენზიას გვართმევდნენ და ა.აშ... იქნებ დაგებჭდათ ჩემი ინტერვიუ....სულ სხვა რამ ვილაპარაკე. შტაბეჭდილება იქმნება, რომ ცისკარადზე საერთოდ არ იცნობს კახეთის მედიას და ზოგადად მედიას... ციისკარაძემ საერტოდ ვერ დაინახა ის, რომ ლაგოდეხის LTV პირდაპირ გამგეობიდან და საკრებულოდან ფინანსდება. ეს ტელევიზია 24 საატი საერთოდ არ მაუყებლობს და სასაცილოა მათი პოლიტიკური თოკ შოუებიც :)))))))) ახალ ამბებზე ხომ საუბარიც ზედმეტია... სირცხვილია! რამაზ სამხარაძე რადიო ჰერეთი

რამაზ, რადიო ჰერეთი ძალიან

რამაზ, რადიო ჰერეთი ძალიან პოპულარულია არა მარტო კახეთში, არამედ მთელს საქართველოში. უმრავლესობამ ძალიან კარგად იცის თქვენს შესახებ, მათ შორის მედია.გე-ს საშუალებითაც. მე ვფიქრობ ძალიან საინტერესო ინფორმაციები მივიღეთ კახეთში მოქმედი სხვა სამაუწყებლო მედიის შესახებ და ბევრი ახალი რამ გავიგეთ. ის რაც ჩემთვისაც უცნობი იყო. მე მგონი ასეა და გარე თვალით დანახული კახეთის მედია მშვენივრად არის წარმოჩენილი..

საბა, პოპულარობაზე მე

საბა, პოპულარობაზე მე საუბარი არ მაქვს. როდესაც წერ მასალას, ვფიქრობ ყველა დამეთანხმება, რომ არ უნდა იყოს კონტექსტიდან ამოვარდნა. ამ საიტს ათასობით ადამიანი კითხულობს, მათ შორის უცხოც და ახალი მკითხველიც. თუ ვსაუბრობთ მედიის მდგომარეობაზე კახეთში, ჩემი აზრით, და არამარტო ჩემი. შესაძლებელი იყო ობიექტური შეფარდებები. ამ დროს კი რაც გამოვიდა თავად ხედავთ. დემოკრატიის ფლაგმანადაა წარმოჩენილი ის მედიასაშუალებები, რომელიც რბილად რომ ვთქვათ, " გონზე" არ არიან მედიის. ძალიან მაინტერესებს, რომელ საინფორმაციო პოლიტიკურ თოქ-შოუებზეა საუბარი ლაგოდეხის ტელევიზიაში? საკრებულო და გამგეობა რომ აფინანსებს იმ თოქ-შოუზე? არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ, მაგრამ ფაქტია ის, რომ ავტორი თემას ზედაპირულად მოეკიდა. სხვა ფაქტებზე კი, რომელიც სტატიაშია მოყვანილი ამაზე აღარ ვისაუბრებ. საწყენი ის არის, რომ ამ ინფორმაციას დებს ჩვენთვის პროფესიონალად ცნობილი "ინტერნიუსის" ერთ-ერთი რადიორეპორტაჟების ტრენერი ქალბატონი თინათინ ცისკარაძე.

მართლაც ეს ადგილობრივი

მართლაც ეს ადგილობრივი ტელევიზიები რომ თოქ-შოუებს არქმევენ თავიანთ სტუდიაში ,,ერთი კაცის ჯდომას", ისიც მხოლოდ სახელისუფლებო წრიდან, სასაცილოა ნამდვილად. მე უბრალოდ გაზეთების მიმოხილვის კუთხით ვამბობ რომ ძალიან საინტერესოდ არის და რაც მთავარია, რესპოდენტები გულწრფელად საუბრობენ. გორში ტელევიზიის თოქ-შოუს ის მაინც ჰქვია ,,ხელისუფლება გისმენთ"-ო...:)

თუ ეს ინფორმაცია არასწორია

თუ ეს ინფორმაცია არასწორია თინათინი რაშუაშია ის ხომ წყაროს მიუთითებს, თუ არ ვცდები ლალი ხუბულავამ თქვაო..და თუ არასწორია მით უარესი მისთვის, რა ექნა ახლა ცისკარაძეს ღამეს ხომ არ გაუთევდა ლაგოდეხის ტელევიზიას საათით ხელში, ისე მოერიდეთ ასეთ სიტყვებს როგორიცაა \სამარცხვინოა~.. და ასე შემდეგ... ვიონმემ რომ არ იკითხოს შენ რაღა გინდაო? ჩემთვის ეგ თემა ნაცნობია და იმიტომ ვწერ, მედია.ჰე–ს თხოვნით მე აჭარულ; ელექტრონულ მედიაზე მწონდა წერილი და აჭარის ტელევიზიის მაშიონდელმა საინფორმაციო სამსახურის უფროსმა, რომელიც თუ არ ვცდები პარალელურად მზეში მუშაობდა და ზოიძე იყო გვარად კინაღამ შემჭამა... დამიჯერეთ გარედან სულ სხვანაირები ვართ.. ამ \დაპირისპირებებში~ მხარეებად ქცეული და ჩვენს \მხარეს~ ასეთ წერილებში არავინ არტ დაიჭერს... ჩვენ ბოდიში..

ras gvemalebi

ras gvemalebi mere...gamochndi gamochndi...ex ai magashia chveni ubedureba....ana kareninas speqtakli gamaxsenda da iqauri fraza...shen geshiniaaa??????????-anas sitkvebia....

რას გემალები ბატონო, სახელი

რას გემალები ბატონო, სახელი მაგერ წერია, ელ ფოსტა დავტოვე და აჭარის ელექტრონულ მედიაზე ჩემი წერილია კიდევ არქივში ნახე, ... გემალები რა დევი ხარ თუ გველეშაპი...

რამაზ, ეს სტატია "ჟურნალისტის

რამაზ, ეს სტატია "ჟურნალისტის ჩანაწერების" რუბრიკის ქვეშ მომზადდა. ვეცადე მთლიანად კახეთის რეგიონის მედიის მუშაობის შესახებ დამეწერა. ცოტა ხნის წინ მედია.გე-ზე რადიო "ჰერეთზე" საკმაოდ ვრცელი სტატია გამოქვეყნდა. თუ არ ვცდები, უახლოეს მომავალში კვლავ იგეგმება სტატიის მომზადება თქვენს რადიოზე, რუბრიკით "ახლო ხედით". ამ რუბრიკის მიზანი კი სწორედ ისაა, რომ უფრო ვრცელი სტატია მომზადდეს ერთ რომელიმე მედია საშუალებაზე. ანა კარენინას ციტირებაზე გამეცინა...

გმადლობ თინათინ

გმადლობ თინათინ გამოხმაურებისთვის! უფრო მადლობელი კი მაშინ ვიქნები, თუ კონტექსტ ჩაასწორებ სტატიაში.

რამაზ, ამ საკითხს რედაქტორი

რამაზ, ამ საკითხს რედაქტორი გადაწყვეტს.

ახალი კომენტარის გამოქვეყნება

The content of this field is kept private and will not be shown publicly.
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • Allowed HTML tags: <a> <em> <strong> <cite> <code> <ul> <ol> <li> <dl> <dt> <dd> <p> <span> <img> <div> <pp_img> <pp_media> <h2> <h3> <h4> <h5> <h6> <blockquote> <table> <tbody> <tr> <th> <td> <br>
  • You may embed videos from the following providers archive, bliptv, flickr_sets, youtube. Just add the video URL to your textarea in the place where you would like the video to appear, i.e. http://www.youtube.com/watch?v=pw0jmvdh.
  • Insert images and media with <pp_img> or <pp_media>. See formatting options for syntax.
  • You may use [swf file="song.mp3"] to display Flash files and media.

More information about formatting options

By submitting this form, you accept the Mollom privacy policy.