14 ივლისი, 2009 - 21:16

რა უჭირს და რა ულხინს ქუთაისის მედიას

"გაზეთებს არ ვკითხულობ. აი, "რიონი" კი  მაგრად მევასება",  - ირონიით მეუბნება 70 წლის ქუთაისელი ტაქსისი მძღოლი.

"რიონი" რეგიონური ტელევიზიაა და 17 წელია, რაც დასავლეთ საქართველოში, კერძოდ კი  იმერეთში გურიასა და ფოთში  მაუწყებლობს.

"ჩვენ ვართ პირველი დამოუკიდებელი მაუწყებელი საქართველოში. ამის დამტკიცება შეგვიძლია, დამადასტურებელი დოკუმენტებიც არსებობს", - ამბობს ტელევიზიის ტექნიკური და შემოქმედებითი განყოფილების  ხელმძღვანელი გიგა კაპეტივაძე.

კაპეტივაძე მიიჩნევს, რომ  ტელევიზიის 15 საავტორო გადაცემას შორის ყველაზე პოპულარულია საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუ, რომელიც VIP სტუდიიდან ( ეს წარწერა სტუდიის შესასვლელთან, აბრაზე წერია) ეთერში ყოველ საღამოს გადის.

"ტელევიიზიის რეიტინგი  მაყურებლის აქტიურობით ადვილად დასადგენია, სოციოლოგიური კვლევებისთვის ფულის დახარჯვა არ გვსურს", -დასძენს კაპეტივაძე.

"რიონი"-ს შემოსავლის წყაროს ძირითადად  რეკლამა წარმოადგენს. 1999 წლის შემდეგ ტელევიზიას არც ერთ საგრანტო კონკურსში არ მიუღია მონაწილეობა. კაპეტივაძე  ფონდების დაფინინსების საჭიროებას ვერ ხედავს.

"ვინც ფულს გადაუხდის იმათ "დაკრულზე მღერიან" ტელევიზიაშიც და გაზეთებშიც", - ეს გაზეთების გამყიდველმა ინგამ მითხრა.

ქუთაისში საზოგადოების ინტერესი პოლიტიკის მიმართ დიდია, თუმცა ინგასნაირად სკეპტიკურად ცენტრალურ და ადგილობრივ მედია საშუალებების მუშაობას  ბევრი უყურებს.

მიმდინარე წლის მაისში ქუთაისის დრამატული თეატრის მცირე დარბაზში პერფომანსი "ფული და ლოცვა"დაიდგა.

პერფომანსი ქართული მედიის დღევანდელ მდგომარეობა ასახავს. სცენაზე დამონტაჟებულ ეკრანზე გასულ კადრებში სპექტაკლის მონაწილეები განსხვავებულ გარემოში ჩანან, პარალელურად კი ოთხი მოანაწილე  ლექსებს კითხულობს.  "ამ დადგმით გვინდოდა გვეჩვენებინა ორი განსხვავებული რეალობა ერთი-ტელევიზორში, მეორე კი - ცხოვრებაში", - აბობს სპექტაკლის ერთ-ერთი ავტორი და მონაწილე ვაკო ნაცვლიშვილი.

"კომერციული საიდუმლოა",  - ამ  სიტყვებს, ჩემი დაკვირვებით,  ადგილობრივ რედაქციებში  ყველაზე ხშირად ამბობენ, როცა საუბარი გაზეთის ტირაჟზე იწყება.  "კომერციული საიდუმლოა" გაზეთების "პ.ს." და "იმერეთის მოამბის"  ტირაჟიც.

კიდევ ერთი დამოუკიდებელი გამოცემის "ახალი გაზეთის"  მენეჯერის, ეკა ბობოხიძის,  თქმით კი,  2008 წლის აგვისტოს შემდეგ გაზეთის ტირაჟიც შემცირდა და სარეკლამო შემოსავალიც.

"ახალი გაზეთის"   რედაქცია 2 პატარა ოთახშია განთავსებული, ჟურნალისტები მხოლოდ 3 კომპიუტერით სარგებლობენ. 12-გვერდიანი გაზეთი საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს აშუქებს. გამოცემა 2500-იანი ტირაჟით ქუთაისში და მიმდებარე რაიონებში ვრცელდება.

ბობოხიძე მიიჩნევს, რომ ადგილობრივ ხელისუფლებასთან გართულებული ურთიერთობის მთავარ მიზეზს საჯარო ინფორმაციის  დაბლოკვა წარმოადგენს.

"ჩვენ არ გვაკადრებენ, დაგვიბლოკონ რაიმე სახის ინფორმაცია",- ამას "იმერეთის მოამბის"  რედაქტორი დავით კლდიაშვილი ამბობს.

"იმერეთის მოამბე" 12-გვერდიანია და 50 თეთრი ღირს. გაზეთი კვირაში ერთხელ იბეჭდებოდა. ამჟამად კი პერიოდულობა დარღვეულია. გაზეთი ქუთაისის ყოფილმა გუბერნატორმა თემურ შაშიაშვილმა 1995 წელს დაარსა.

"თემური ძალიან ბევრი ჟურნალისტისთვის მოტივაცია იყო, ისეთი დიდი კორპუსი იყო ჟურნალისტების, ქუთაისში, რომელიც არცერთ რეგიონში არ არსებობდა, ელემენტარულად იმიტომ, რომ მაშინ ცოცხალი იყო რეგიონი"-იხსენებს თემურ შაშიაშვილის ყოფილი პრესმდივანი ზეინაბ ხაჩიძე, რომელიც ახლა იმერეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსია.

დამოუკიდებელი გაზეთების და ტელევიზიის დაფინანსების წყაროების შესახებ განსხვავებული მოსაზრებები მოვისმინე. ქალაქის მერიაში ამბობენ, რომ "რიონს"  გასულ წელს ადგილობრივი ბიუჯეტიდან 26 ათასი ლარი, "იმერეთის მოამბეს"  კი  11 ათსი ლარი გადაერიცხათ. სანაცვლოდ, ტელევიზიაში საკრებულოს სხდომები პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა, ხოლო "იმერეთის მოამბე"-ში თვითმმართველობის მიერ გამოცხადებულ ტენდერებისა და სხვა ტიპის განცხადებებს ბეჭდავდნენ.  ტელევიზიაშიც და გაზეთის რედაქციაშიც ამ ფაქტს უარყოფენ.

"ადგილობრივი თვითმმართველობას არ გადმოურიცხავს მაგ რაოდენობის თანხა. ისე, ვინც ფულს გადაიხდის და დროს იყიდის,   ეთერს დავუთმობთ",- ამბობს გიგა კაპეტივაძე.

ყოველკვირეული დამოუკიდებელი გაზეთი "პ.ს"-ის სლოგანია: "ჩემო კალამო, ჩემო კარგო, არ გვინდა ტაში".  "პ.ს" იმერეთის რეგიონში და თბილისში, ძირითადად, ხელმომწერებზე ვრცელდება. გაზეთი 12 გვერდიანია, პირველი და ბოლო გვერდები ფერადია,  ფასი 70 თეთრი.

სადისტრიბუციო ქსელის განვითარებისათვის რედაქციამ "ღია საზოგადოება საქართველოს" გრანტი მიიღო. პროექტის განხორციელება უახლოს მომავალში დაიწყება.

"ვგეგმავთ ცვლილებებს, გვინდა ახალგაზრდა მკითხველი მოვიზიდოთ. შიდა კვლევების თანახმად, პოლიტიკა მოსახლეობას სულ უფრო ნაკლებად აინტერესებს",- ამბობს გაზეთის მენეჯერი ნატო გუბელაძე.

"პ.ს"-სთვის სტატიებს თბილისში 4 სპეციალური კორესპონდენტი ამზადებს.

2008 წელს  რედაქციამ საკუთარი  ეთიკის კოდექსი  შეიმუშავა.

რედაქცია პრესის სახლის შენობაშია განთავსებული და ოფისი 9 ოთახისგან შედგება. ამავე  შენობაში 3 დამოუკიდბელი რადიოს ოფისიც მდებარეობს.

"ძველი ქალაქი" იმერეთსა და სამეგრელოს ნაწილს ფარავს. საინფორმაციო მუსიკალური გადაცემების გარდა, რადიოში საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამები მზადდება.

ქუთაისის ხაზის რადიო 59 წელია არსებობს და  შაბათ-კვირის გამოტოვებით, დღის განმავლობაში,  რამდენიმე საათით მაუწყებლობს.

"თეთრი რადიო" რამდენიმე თვეა, რაც შეიქმნა და ეთერში  თანამედროვე ჰიტები გადაიცემა.

ვისაც ერთხელ მაინც

ვისაც ერთხელ მაინც კეთილსინდისიერად და წარმატებით განუხორციელებია საგრანტო მედია პროგრამა ეცოდინება, რომ არავინ გთხოვს მის დაკრულზე იცეკვო, გეუბნებიან საზოგადოების და არა პოლიტიკოსების დაკდაკრულზე იცეკვეო!!!!!! და მერე გვიკვირს რატომ დაკარგა მედიამ ნდობა.......

qalbatono tinatin!dzalian

qalbatono tinatin!dzalian vixalise tkveni statiit,magram aseve damoulidebel telekompania mega TV-ze ratom arapers ambobt?

da aseve damoukidebel

da aseve damoukidebel telekompania mega TV-ze ratom arapers wert???

ახალი კომენტარის გამოქვეყნება

The content of this field is kept private and will not be shown publicly.
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • Allowed HTML tags: <a> <em> <strong> <cite> <code> <ul> <ol> <li> <dl> <dt> <dd> <p> <span> <img> <div> <pp_img> <pp_media> <h2> <h3> <h4> <h5> <h6> <blockquote> <table> <tbody> <tr> <th> <td> <br>
  • You may embed videos from the following providers archive, bliptv, flickr_sets, youtube. Just add the video URL to your textarea in the place where you would like the video to appear, i.e. http://www.youtube.com/watch?v=pw0jmvdh.
  • Insert images and media with <pp_img> or <pp_media>. See formatting options for syntax.
  • You may use [swf file="song.mp3"] to display Flash files and media.

More information about formatting options

By submitting this form, you accept the Mollom privacy policy.