თინათინ ცისკარაძე
Stories from თინათინ ცისკარაძე
კახეთის მედია
კახეთის მედია
გურჯაანში ფურცელაძეების სახლის წინ სპეციალურად მოწყობილ ადგილას ყოველ დღე მეზობლები იკრიბებიან და გაზეთებს კითხულობენ. "ფურცელაძეების ოჯახი ჩვენს უბანში ყველაზე შეძლებულია და გაზეთის ყიდვის საშუალობა მხოლოდ მათ აქვთ. გაზეთები ხელიდან ხელში გადადის და მთელი უბანი კითხულობს" მეუბნება ქალბატონი ნაზი, რომელიც ამ ადგილს გურჯაანის ბიბლიოთეკას ეძახის.
რა უჭირს და რა ულხინს ქუთაისის მედიას
რა უჭირს და რა ულხინს ქუთაისის მედიას
"გაზეთებს არ ვკითხულობ. აი, "რიონი" კი მაგრად მევასება", - ირონიით მეუბნება 70 წლის ქუთაისელი ტაქსისი მძღოლი.
"რიონი" რეგიონური ტელევიზიაა და 17 წელია, რაც დასავლეთ საქართველოში, კერძოდ კი იმერეთში გურიასა და ფოთში მაუწყებლობს.
რეგიონი, სადაც სახელმწიფო მედია ისევ არსებობს
რეგიონი, სადაც სახელმწიფო მედია ისევ არსებობს
ბათუმში, ქალაქის ცენტრში, თითქმის ყველა გზაჯვარედინზე სპეციალურად მოწყობილ თაროებზე გაზეთები იყიდება. თბილისიდან პრესა ყოველდღიურად პირველ საათზე ჩამოდის და დახლები მალევე ცარიელდება. "ბათუმური გაზეთების" უმრავლესობა კი კვირიდან კვირამდე ფერს კარგავს - ხუნდება.