ლექსო ლეკიაშვილი

Lekso Lekiashvili-ის სურათი

10 აპრილი, 2012 - 12:36
Revaz Sakevarishvili

„ონკანიდან წყალი მოდის, ატალახდა მთელი ეზო,

სუყველაფერს ხედავს გია, სუყველაფერს ხედავს რეზო.

პატარები ღია ონკანს აუვლიან, ჩაუვლიან...

ხომ არაფერს აშავებენ? მაინც დანაშაულია!“

20 მარტი, 2012 - 12:13
turn off

შევარდნაძის დროინდელი ანეკდოტი:

ნარკომანი მიდის მეცხრე ბლოკთან და ეუბნება:
- თუ ძმა ხარ, მასწავლე, რა, ასე მალ-მალე როგორ ითიშები?

არ ვიცი, ახლანდელი თაობა მეცხრე ბლოკის ფენომენს გაიგებს თუ არა, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება: ჩემს ბავშვობაში, არხების პოლიტიკური ნიშნით არჩევას ვინ ჩივის, მთელი კვირა ველოდებოდით ხოლმე დენის მოსვლას, რომ რამე ინფორმაცია მაინც მიგვეღო.

8 მარტი, 2012 - 21:48
Mikheil Saakashvili in Azerbaijan

- უკუღმა, ასინეთა, უკუღმა!

არქიფო სეთური, კ/ფ „დათა თუთაშხია“

 

დავიღუპეთ!

ვაი ჩვენს თავს!

რაც აქამდე ინგლისური გვისწავლია, რაც სუბტიტრებით ფილმები გვინახავს, რაც თვალები დაგვითხრია, რაც რუსულის მცოდნეთათვის „ჩამორჩენილი“ და „მუმია“ გვიძახებია, ჩაგვეყარა წყალში ყველაფერი!

27 თებერვალი, 2012 - 10:16

მახსოვს, 2002 წელს,  როცა სერგეი ბოდროვი-უმცროსი გარდაიცვალა, როგორი გამოხმაურება მოჰყვა ამ ამბავს ქართულ და რუსულ პრესაში. მაშინ ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტი ვიყავი და ამ ყველაფერს გაცილებით დიდი ინტერესით ვაკვირდებოდი, ვიდრე თუნდაც ახლა.

ქართულ პრესაში (მაშინ პრესა პრესობდა) მთელი კვირის განმავლობაში იბეჭდებოდა წერილები, რომელთა სათაურებიც, ზურიკელა ვაშალომიძის თქმისა არ იყოს, „ბებიაჩემის გამომცხვარი ჭადებივით ჰგავდნენ ერთიმეორეს“: „რუსეთში დიდი ეპოქა დასრულდა!“, „ეპოქის დასასრული რუსეთში“, „ბოდროვი-უმცროსის გარდაცვალებით რუსულ კინოში მთელი ეპოქა დასრულდა“ და ა. შ.

1 თებერვალი, 2012 - 12:52
მიხეილ სააკაშვილი, ბარაქ ობამა

„იყო მესამესა წელსა პრეზიდენტობისასა ბარაკ ჰუსეინისასა კარად თეთრის სახლისად წარემართა მიხეილ სააკას შვილი...“

ალბათ ასე დაიწყება 3012 წელს ქართული საჯარო სკოლის მეცხრე კლასის ქართული ლიტერატურის ქრესტომათია.

26 იანვარი, 2012 - 11:18
Rustavi - Automarket - Imedi TV

„ვაშა ამ ახალ საქართველოს! ვაშა შენებას!" - გალაკტიონ ტაბიძე

„მითხარი! კიდევ მითხარი!“ - აჩი მეფარიძე

 

„იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა, იყო ერთი ტელევიზია, რომელსაც „იმედი“ ერქვა.

19 იანვარი, 2012 - 17:03
wikipedia

ტესტი მრავალგვარი არსებობს.

არსებობს ტესტი ერუდიციაზე, რომლის მიხედვითაც ირკვევა, „წითელი და შავი“ შენთვის სტენდალის რომანია თუ ხიზილალის ფერები.

არსებობს ტესტი ფსიქოლოგიური, რომლის დახმარებითაც ფსიქოთერაპევტი ადგენს, თუ რატომ გგონია ხანდახან საკუთარი თავი სტენდალი.

11 იანვარი, 2012 - 13:08
http://amazepicsvids.blogspot.com

„სამუშაო წმიდათაწმიდაა! ნუ შეეხები მას!“, - -ზარმაცი კაცის მე-10 მცნება

 

მე 29 წლის ვარ, პროფესიით - ჟურნალისტი.

მაქვს 11-წლიანი სამუშაო გამოცდილება და ამ ხნის განმავლობაში საქართველოში არსებული ჟურნალ-გაზეთებიდან აბსოლუტურ უმრავლესობაში მიმუშავია.

6 იანვარი, 2012 - 20:57
New Year

ყოჩაღ! აი, მალადეც! საღოლ! სგ! სგ! აფერუმ! Great! BRAVO!

მეტი რა ენაზე შევაქო ჩვენი ტელევიზიები, აღარ ვიცი!

მაგათ ვენაცვალე, ისეთი კარგი საახალწლო გადაცემები შემოგვთავაზეს, ისე კარგად შეავსეს საეთერო ბადე რამდენიმე წლის წინანდელი გადაცემებით - სიტყვით ვერ გამოვხატავ მადლიერებას პირდაპირ!

31 ოქტომბერი, 2011 - 20:08

უძველეს დროს, როცა საქართველო დსთ-ს წევრი იყო, როცა ხალხი ჯერ კიდევ ცაში იყურებოდა მფრინავი თეფშების მოლოდინში, ხოლო მე ჯერ ისევ სკოლაში დავდიოდი, პირველი არხის ეთერში ხშირად ჩანდა წვერებიანი კაცი - ზურაბ მურვანიძე, რომელიც დემოკრატიის შესახებ საუბრობდა ხოლმე.