2 აგვისტოს, 15.00 სთ., საერთო-სამოქალაქო მოძრაობა "მრავალეროვანი საქართველოს" ოფისში გაიმართება არასამთავრობო ორგანიზაციების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა საქართველოში ბოლო დროს გახშირებული "სიძულვილის ენის" გამოვლინების ფაქტების თაობაზე.
მთაწმინდის პარკის ამფითეატრში კომპანია "სინგულარ ჯგუფის" ახალი ქართული ინოვაციური მობილური სერვისის - notify.ge - პრეზენტაცია გაიმართება ორშაბათს, 2 აგვისტოს, საღამოს 8 საათზე.
ბოლო სამი წლის განმავლობაში საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 70-მდე ობიექტი სიმბოლურ ფასად გაასხვისა. ამის შესახებ სტუდია „მონიტორის" ახალი ფილმი გვიამბობს, რომლის პრეზენტაცია 29 ივლისს ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს" ოფისში გაიმართა.
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს თანამშრომლებმა ალვერდ ჩანქსელიანმა და ხათუნა ახალაიამ, კახეთის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტებს გელა მთივლიშვილს და მადონა ბატიაშვილს, როგორც თავად ხსენებული ჟურნალისტები ამბობენ, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
ხუთშაბათს, 29 ივლისს ეუთოს წარმომადგენელმა მედიის თავისუფლების საკითხებში დუნია მიატოვიჩმა ეუთოს მუდმივმოქმედ საბჭოს თავისი პირველი ანგარიში წარუდგინა.
ანგარიშის შესავალში დუნია მიატოვიჩი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ყირგიზეთში მიმდინარე მოვლენებზე.
დედოფლისწყაროს რაიონში მომუშავე ჟურნალისტი ილია მარტყოფლიშვილი მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომელს ოთარ კოვზირიძეს ზეწოლაში ადანაშაულებს. „ეს სტატია მოხსენით... ნუ მეხებით საერთოდ, თორე მერე ნახეთ ჩემი შეხება თქვენს მიმართ...", - ამ შინაარსის წერილი, ოთარ კოვზირიძისგან, ელექტრონული ფოსტით ჟურნალისტმა რამდენიმე დღის წინ მიიღო.
28 ივლისს თბილისის ისტორიულ მუზეუმში ( „ქარვასლა") საქართველო-რუსეთის ომში დაღუპული ორი ქართველი ჟურნალისტის ალექსანდრე კლიმჩუკისა და გიგა ჩიხლაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა. გამოფენაზე, რომელიც 10 აგვისტომდე გაგრძელდება, წარმოდგენილია ალექსანდრე კლიმჩუკის მხატვრული და სოციალური თემატიკის ფოტონამუშევრები, ოჯახური ალბომი და რელიკვიები, გიგა ჩიხლაძის ფოტოები და პუბლიკაციები.
გაზეთ „21-საუკუნის" რედაქტორის თემურ ცხოვრებოვის ცემიდან რამდენიმე დღის შემდეგ სამხრეთ ოსეთის დეფაქტო ხელისუფლებამ ცხინვალში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები მრგვალ მაგიდასთან მიიწვია. სააგენტო „ოსინფორმის" ცნობით, ამ შეხვედრაზე სამხრეთ ოსეთის მესამე სექტორმა მკაცრად დაგმო ქართულ-ოსური სამოქალაქო ფორუმის საქმიანობა. როგორც ამ შეხვედრის ინიციატორმა , დეფაქტო პერზიდენტის მრჩეველმა არასამთავრობო ორგანიზაციების საკითხებში, კოსტა ძუგაევმა განაცხადა, ფორუმის ოსი წარმომადგენლები სამხრეთ ოსეთიდან ხელისუფლებასთან შეუთანხმებლად გავიდნენ და ამით კანონი დაარღვიეს.
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 28 ივლისს, თავდაცვის სამინისტროში სტუმრობისას, გაზეთები "ალია" და "ასავალ-დასავალი" "ათასგვარ სიბინძურეს" შეადარა.