ტელეკომპანია ,,მაესტრო" რეორგანიზაციის პროცესს ასრულებს და მაისის შუა რიცხვებიდან მაყურებელს განახლებულ ეთერს შესთავაზებს. არხის დირექტორი კახა ბექაური ამბობს, რომ "მაესტრო"CNN -სა და FOX NEWS -ს დაემსგავსება.
ოფისიც შეიცვალეს და ნუცუბიძის ქუჩაზე გადავიდნენ. სამსართულიანი შენობის მეორე სართული მთლიანად სტუდიასა და სამონტაჟოებს აქვს დათმობილი, დეკორაციების მონტაჟი ჯერ არ დასრულებულა, შესაბამისად აღქმა იმისა, თუ როგორი იქნება ახალი ,,მაესტრო" რთულია.