„კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითმა ცენტრმა“, აპრილში, ქართულ-ჰოლანდიური პროგრამის ფარგლებში, სოციოლოგიური გამოკითხვა ჩაატარა ტელევიზიების, პარტიების, პოლიტიკოსების და აქტუალური საკითხების რეიტინგის დადგენის მიზნით.
კითხვაზე, ქართული ტელეარხებიდან რომელს უყურებთ ყველაზე ხშირად, გამოკითხული 500 რესპოდენტიდან, 52.8 %-მა უპირატესობა ტელეკომპანია „იმედს“ მიანიჭა.
41.9%-ით მეორე ადგილზე ტელეკომპანია „რუსთავი 2“ გავიდა.
ამ ორი არხისგან განსხვავებით, დანარჩენ ქართულ ტელევიზიებს საკმაოდ დაბალი რეიტინგი აქვთ:
„202“ – 1.6%
„მზე“ – 1.1%
„ალანია“ – 1.1%
„კავკასია“ – 0.4%
„საზოგადოებრივი მაუწყებელი“ – 0.4%
„პირველი სტერეო“ – 0.2%
„მაესტრო“ -0.2%
ყველას - 0.2%
რესპოდენტებს უნდა დაესახელებინათ ასევე სატელევიზიო გადაცემები (არხის მიუხედავად), რომლებსაც ხშირად უყურებენ. ამ გამოკითხვაში პირველი ადგილი ტელეკომპანია „იმედის“ საავტორო გადაცემა „დროებამ“ დაიკავა - 66.3%. მას მცირედით ჩამორჩება ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო პროგრამა „კურიერი“ – 64.3%.
მესამე და მეოთხე ადგილები უკავია „იმედის“ საინფორმაციო გამოშვებას „ქრონიკა“ - 52.5% და ამავე არხის საავტორო გადაცემას „რე_აქცია“ – 34.4%.
სხვა გადაცემების რეიტინგი კი ასეთია:
„შაბათის შოუ“ („რუსთავი 2“) – 29.9%;
ტელეჟურნალი „პოსტ-სკრიპტუმი“ („რუსთავი 2“) – 21.00%;
სერიალები - 19.00%;
„ღამის შოუ“ („რუსთავი 2“) – 13.6%;
სავტორო გადაცემა „პირველები“ – („იმედი“) - 12.5%;
თოქ-შოუ „თავისუფალი თემა“ („რუსთავი 2“) – 11.4%;
ახალი კომენტარის გამოქვეყნება