იმ დროს, როდესაც სომხური და აზერბაიჯანული გაზეთები ერთმანეთისადმი აგრესიულად არიან განწყობილი, ამ ორი ქვეყნის ბეჭვდური მედია კორექტულობას ინარჩუნებს საქართველოსადმი.
ამ დასკვნამდე მივიდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები „ერევნის პრეს-კლუბი“, აზერბაიჯანელ ჟურნალისტთა გაერთიანება „ენი ნესილი“ და ასოციაცია ,,BS PRESS’’ საქართველოდან, 2005 წლის იანვარ-სექტემბრის პერიოდში, სამი სახელმწიფოს გაზეთების პუბლიკაციების ანალიზისას.
კვლევა ერთობლივი რეგიონული პროექტის - ,,საზოგადოება და მასმედია სამხრეთ კავკასიაში: ურთიერთმისაღები გადაწყვეტილებების ძებნა რეგიონალური პროპლემების მოსაგვარებლად“ - ფარგლებში, ფონდ „ევრაზიას“ მხარდაჭერით ჩატარდა.
მონიტორინგი ჩაუტარდათ ბეჭდური გაზეთების ინტერნეტ-ვერსიებს: საქართველოდან - „ახალ თაობას“, „24 საათს“ და „სვობოდნაია გრუზიას“; სომხეთიდან -„აზგ“-ს, „აროვატს“ და „გოლოს არმენიის“; აზერბაიჯანიდან - „ზერკალო“-ს, „ექო“-ს და „525-ე გაზეთს“.
ცხრათვიანი კვლევის შედეგად დადგინდა, რომ აზერბაიჯანული გაზეთები, უფრო მეტად ინტერესდებოდნენ მეზობელ ქვეყნებში მიმდინარე პროცესებით, ვიდრე სომხეთის და საქართველოს ბეჭვდური მედია. ამავე დროს, სამივე ქვეყნის გაზეთებს ახასიათებს ერთი საერთო რამ: მეზობელ სახელმწიფოებში მიმდინარე მოვლენებს არადროულად და არაადექვატურად აშუქებენ.
სანდო ცნობების გავრცელების თვალსაზრით, ქართული გაზეთები ყველაზე ნაკლებ შეცდომას უშვებდნენ, კერძოდ, საქართველოს ბეჭდურ გამოცემებში14 არასწორი ინფორმაცია დააფიქსირეს სომეხმა მიმომხილველებმა, ორი აზერბაიჯანელებმა.
ქართულ გაზეთებში სომხეთსა და აზერბაიჯანის მიმართ, კლიშეებისა და სტერეოტიპების არსებობის მხრივ, ბაქოელ ექსპერტებს მსგავსი რამ არ დაუფიქსირებიათ, სომეხმა მკვლევარებმა ასეთი შვიდი ფაქტი აღმოაჩინეს. კერძოდ: „ოკუპირებული ტერიტორიები“, „მთიანი ყარაბაღის ოკუპაცია“, სომეხი სეპარატისტები“, „ჯავახელი სეპარატისტები“ და „სეპარატიზმის კერა“.
აღსანიშნავია, რომ ქართველ მკვლევარებს არ დაუფიქსირებიათ სომხურ და აზრბაიჯანულ გაზეთებში საქართველოს მიმართ სტერეოტიპები და კლიშეები.
ქართული გაზეთების შესწავლისას სომეხმა ექსპერტებმა ორი „მთლიანად მიუღებელი“ და ოთხი „არასასურველი პუბლიკაცია“, ასევე ოთხი „მიუღებელი ციტატა“ აღმოაჩინეს. აზერბაიჯანელმა მიმოხილველებმა ა კი ასეთი პუბლიკაცია ან ციტატა ქართულ გაზეთებში ვერ ნახეს.
არასამთავრობო ორგანიზაციებმა კვლევის შედეგად დაასკვნეს, რომ ქართული პრესა მეზობელი ქვეყნებს კორექტულად პასუხობს, თუმცა, მათ მიმართ დიდ ინტერეს არ იჩენს.
ამავე კვლევით, სომხური გაზეთები აზერბაიჯანულს, „ნეგატივის“ წერის რაოდენობის მხრივ, ჩამორჩებიან, მაგრამ ხარისხით თანაფარდობას ინარჩუნებენ.
არასამთავრობო ორგანიზაციები ჩატარებული კვლევის ამსახველ ბროშურას სათაურით: ,,რას ემსახურება სიტყვა“, უახლოეს მომავალში გამოსცემენ.
ამ მონაცემებზე დაყრდნობით, შემუშავდა რეკომენდაციები კავკასიის ბეჭდური მედიის მიერ რეგიონალური თემატიკის გაშუქების თვალსაზრისით.
„ერევნის პრეს-კლუბის“ ყოველკვირეული საინფორმაციო ბიულეტენის მიხედვით
www.ypc.am
ახალი კომენტარის გამოქვეყნება