view counter

გამოკითხვა

მიუთითეთ ყველაზე გაუმჭვირვალე სახელმწიფო უწყება :

31 ივლისი, 2010 - 20:31

მთაწმინდის პარკში ახალი ქართული მობილური სერვისის პრეზენტაცია გაიმართება

მთაწმინდის პარკის ამფითეატრში კომპანია "სინგულარ ჯგუფის" ახალი ქართული ინოვაციური მობილური სერვისის - notify.ge - პრეზენტაცია გაიმართება ორშაბათს, 2 აგვისტოს, საღამოს 8 საათზე.

სერვისი ითვალისწინებს მობილური ტელეფონიდან  მოკლე ტექსტური შეტყობინების (SMS) საშუალებით სოციალურ ქსელ facebook.com-ზე სტატუსების ქართულ ენაზე განახლებას. მისი გამოყენება მომხმარებლისთვის უფასო იქნება.

ღონისძიების ბოლოს გაიმართება ასევე სინგულარ ჯგუფის მიერ შექმნილი პროდუქტის - tweet.ge-ს წამახალისებელი კონკურსის (contest.singular.ge) გამარჯვებულის დაჯილდოვების ცერემონიალი. კონკურსში მონაწილეობას ღებულოდბდნენ ქართველი ბლოგერები, გამარჯვებულს გადაეცემა ლეპტოპი.

ასევე მოხდება tweet.ge-ს პლატფორმაზე დამატებული სიახლეებისა და ახალი ფუნქციების მომხმარებლისთვის გაცნობა.

ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით:  მარიამ ტალახაძეს,  საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერს

+ 995 98 15 23 17

mari@singular.ge

ახალი კომენტარის გამოქვეყნება

ამ ველის კონტენტი პირადია და არ გამოჩნდება.
Image CAPTCHA
Enter the characters shown in the image.
view counter
.