view counter

გამოკითხვა

მიუთითეთ ყველაზე გაუმჭვირვალე სახელმწიფო უწყება :

კომპანია FORBI და NIMA-ს სადიპლომო პროგრამა მარკეტინგის შესასწავლად იწვევს მედიის წარმომადგენლებს

29 ივლისი, 2010 - 08:08
დედლაინი: 
25 აგვისტო, 2010 - 08:08

ქართული მედიის მხარდაჭერის მიზნით კომპანია FORBI და NIMA-ს სადიპლომო პროგრამები საქართველოში ყოველ სასწავლო სეზონზე უსასყიდლოდ მოიწვევენ სასწავლებლად მედია-საშუალების რამდენიმე წარმომადგენელს, რომელიც უძღვება, მუშაობს ან ითავსებს მარკეტინგის ფუნქციას თავის კომპანიაში. ინიციატივის მიზანია, ხელი შეუწყოს მარკეტინგის ფუნქციის ეფექტურ განვითარებას ქართულ მედია-საშუალებებში და ამით გაზარდოს მათი მუშაობის შედეგიანობა.

მოცემული პირობები ეხება NIMA/EMC ორმაგი დიპლომის პროგრამას NIMA A Marketing Practitioner - მარკეტინგის პრაქტიკოსი. პროგრამის შესახებ ინფორმაცია იხილეთ ვებ-გვერდზე www.forbi.biz

შერჩევა მოხდება საკონკურსო საფუძველზე.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარადგინონ  შემდეგი სახის დოკუმენტები:

  • პროფესიული რეზუმე
  • სამოტივაციო წერილი (მიუთითეთ, რატომ არის თქვენთვის მნიშვნელოვანი მარკეტინგში საერთაშორისო კვალიფიკაციის მიღება და როგორ გამოიყენებთ მიღებულ პროფესიულ უნარ-ჩვევებს)
  • ცნობა სამუშაო ადგილიდან
  • ორი სარეკომენდაციო წერილი სამუშაო ადგილიდან

საბუთები უნდა გააგზავნოთ  შემდეგ მისამართზე: media@forbi.biz

საბუთების წარდგენა შეიძლება მოხდეს როგორც მედია-კომპანიის თანამშრომლის, ისე - ხელმძღვანელობის მხრიდან.

საბუთების მიღება გრძელდება 25 აგვისტომდე.

ახალი კომენტარის გამოქვეყნება

ამ ველის კონტენტი პირადია და არ გამოჩნდება.
Image CAPTCHA
Enter the characters shown in the image.
view counter
.