view counter

გამოკითხვა

მიუთითეთ ყველაზე გაუმჭვირვალე სახელმწიფო უწყება :

"საზოგადოებრივი მაუწყებელი" აცხადებს კონკურსს საზოგადოებრივი რადიოს პროექტებსა და ვაკანსიებზე

12 მარტი, 2010 - 14:54
დედლაინი: 
20 მარტი, 2010 - 06:54
საქართველოს საზოგადოებრივი რადიო არის ერთ-ერთი პირველი რადიო ევროპაში, პირველი რადიო საქართველოში, რომელიც მაუწყებლობს 1925 წლის 23 მაისიდან.
ამჟამად საქართველოს საზოგადოებრივი რადიო იმყოფება რეორგანიზაციის პროცესში, რაც განპირობებულია თანამედროვე, ხარისხიანი და საქართველოს მრავალფენოვანი საზოგადოებისთვის საინტერესო კულტურულ-შემეცნებითი-საგანმანათლებლო რადიოს განვითარების აუცილებლობით.
კონკურსის ცხადდება შემდეგი მიმართულების პროექტებზე:
- ახალგაზრდული გადაცემა
- საბავშვო გადაცემა
- საგანმანათლებლო-შემეცნებითი გადაცემა
- მუსიკალური გადაცემა
- გასართობი გადაცემა
- სპორტული
- საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემა
- გადაცემა ეკონომიკასა და ბიზნესზე
- კულტურულ-შემეცნებითი გადაცემა
- გადაცემა ეთნიკური და რელიგიური უმცირესობებზე
კონკურსი ჩატარდება სამ ეტაპად:
I ეტაპი - შერჩევა საბუთების მიხედვით
II ეტაპი - გასაუბრება
III ეტაპი - საპილოტე პროგრამების ჩაწერა

წარსადგენი პროექტების რაოდენობა შეზღუდული არ არის.
კონკურსგარეშე განიხილება პროექტები, რომლებსაც გააჩნია სასპონსორო და საგრანტო ფინანსური მხარდაჭერა.

საზოგადოებრივი მაუწყებელი ასევე აცხადებს კონკურსს 28  ვაკანისიაზე.
კონკურსი ჩატარდება სამ ეტაპად:
I ეტაპი - შერჩევა საბუთების მიხედვით
II ეტაპი - გასაუბრება
III ეტაპი - საპილოტე ჩაწერა
კონკურსანტებს აქვთ უფლება წარადგინონ საკუთარი კანდიდატურა ერთდორულად რამდენიმე პოზიციაზე.
განაცხადის შემოტანის უკანასკნელი ვადა:    20 მარტი 2010წ

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ პროექტი, რეზიუმე ფოტოსურათით ელექტრონული ფოსტის მისამარტზე: ნ.ცჰიკჰლადზე@გპბ.გე ან მოგვაწოდოთ მისამართზე თბილისი, კოსტავას 68, საზოგადოებრივი მაუწყებელი.

პროექტების კონკურსის და ვაკანსიების შესახებ სრული ინფორმაცია იხილეთ საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებ გვერდზე ან გადმოტვირთეთ მისამართიდან: http://www.media.ge/sites/default/files/konkursi_GPB_radio_various.doc
მიბმული ფაილიზომა
konkursi_GPB_radio_various.doc110 კბ

ახალი კომენტარის გამოქვეყნება

ამ ველის კონტენტი პირადია და არ გამოჩნდება.
Image CAPTCHA
Enter the characters shown in the image.
view counter
.