view counter

გამოკითხვა

მიუთითეთ ყველაზე გაუმჭვირვალე სახელმწიფო უწყება :

11 მარტი, 2010 - 23:46

მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთოს წარმომადგენლად დაინიშნა დუნია მიატოვიჩი, პრესის დამცველი ბოსნია- ჰერცოგოვინადან

დუნია მიატოვიჩი, ეუთოს წარმომადგენელი მედიის თავისუფლების საკითხებში
11 მარტს ეუთოს 56 წევრმა სახელმწიფომ  დუნია მიატოვიჩი,  ბოსნია-ჰერცოგოვინადან,  დანიშნა ეუთოს წარმომადგენლად მედიის თავისუფლების საკითხებში.

დუნია მიატოვიჩი ამ თანამდებობაზე 3-წლიანი ვადით დაინიშნა, უფლებამოსილების ვადა მეორედ გახანგრძლივებას ექვემდებარება. დუნია მიატოვიჩი მუშაობას შეუდგება ეუთოს ვენის ოფისში 11 მარტს. მან ამ  თანამდებობაზე მიკლოშ ჰარასტი შეცვალა.

„დუნია მიტოვიჩის დანიშვნა ეუთოს წარმომადგენლად მედიის თავისუფლების საკითხებში,  ეუთოს ყველა მონაწილე სახელმწიფოს  ერთსულოვანი თანხმობით,  ადასტურებს იმას, რომ ჩვენ გვამოძრავებს საერთო ვალდებულება მედიის თავისუფლების პროგრესის თვალსაზრისით," განაცხადა ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ, ყაზახეთის სახელმწიფო მდივანმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა კანატ საუდაბაევმა. „ დუნია მიატოვიჩს ვუსურვებთ წარმატებას ამ მნიშვნელოვან საქმეში და მოვუწოდებთ ეუთოს ყველა წევრ ქვეყანას,  აღმოუჩინოს ყველანაირი საჭირო დახმარება მას მუშაობის პერიოდში."

დუნია მიატოვიჩი ექსპერტია მედიის სამართლისა და რეგულირების საკითხებში. 1998 წელს, როგორც „ბოსნია-ჰერცოგოვინას კომუნიკაციების მარეგულირებელი სააგენტოს" ერთ-ერთმა დამაარსებელმა, ხელი შეუწყო მედიისთვის კანონიერი, მარეგულირებელი და  პოლიტიკის ჩარჩოს შექმნას  ქვეყნისთვის რთულ, ომის შემდგომ პერიოდში. დუნია მიატოვიჩი ასევე მონაწილეობდა თვითრეგულირებადი პრესის საბჭოსა და სამხრეთ აღმოსავლეთ ევროპაში პირველი „თავისუფალი მედია ნდობის ტელეფონის" შექმნაში.

2007 წლიდან იგი თავმჯდომარეობს მარეგულირებელი ორგანოების ევროპულ პლატფორმას (EPRA). ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა აღნიშნული თანამდებობა ეკავა ევროკავშირის არაწევრი ქვეყნის წამრომადგენელს და ასევე პირველ ქალს.  EPRA-მდე დუნია მიატოვიჩი თავმჯომარეობდა ევროსაბჭოს სპეიალისტთა ჯგუფს, რომელიც მუშაობდა კრიზისის პერიოდში გამოხატვისა და ინფორმაციის თავისუფლების საკითხებზე. მისი თამჯდომარეობის პერიოდში, ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტმა მიიღო დეკლარაცია საგამოძიებო ჟურნალისტიკის დაცვისა და პროპაგანდის თაობაზე და ასევე რეკომენდაციები კრიზისის პერიოდში გამოხატვისა და ინფორმაციის თავისუფლების დაცვასთან დაკავშირებით. როგორც ექსპერტი მედიისა და საკომუნიკაციო კანონმდებლობის საკითხებში, დუნია მიატოვიჩი მუშაობდა სომხეთში, იორდანიაში, სერბეთში, მონტენეგროში, სლოვენიაში, დიდ ბრიტანეთში, ავსტრიაში, მოროკოსა და ერაყში.

ახალი კომენტარის გამოქვეყნება

ამ ველის კონტენტი პირადია და არ გამოჩნდება.
Image CAPTCHA
Enter the characters shown in the image.
view counter
.