view counter

გამოკითხვა

მიუთითეთ ყველაზე გაუმჭვირვალე სახელმწიფო უწყება :

5 მარტი, 2010 - 18:42

ჯიჯი რეჯინისთვის დასმული შეკითხვის გამო „თიბისი თივი სტუდიო" ბოდიშს იხდის

სტუდია „TBC TV" გადაცემა „სიმართლის დროში"  ფოტგრაფ ჯიჯი  რეჯინისთვის დასმული შეკითხვის გამო მაყურებელს ბოდიშს უხდის. წამყვანმა ფოტგრაფს შეკითხვა მის ეთნიკურ წარმომავლობასთან დაკავშირებით დაუსვა: „შეგრცხვენია თუ არა შენი სომხური წარმომავლობის?"  ამ კითხვამ  საქართველოს მოქალაქე სომხების გაღიზიანება გამოიწვია. სწორედ ამიტომ, გადაცემის ავტორებმა შოუს ეთერში გასვლიდან მეორე დღეს ბოდიში მოიხადეს.

„კითხვა, რომელიც დაუსვეს ჯიჯი რეჯინს და ეხებოდა მის სომხურ წარმომავლობას, არანაირად არ ისახავდა მიზნად ეთნიკური უმცირესობების, ჩვენი მოძმე სომხების, დისკრედიტაციას. ეს არის ერთადერთი კითხვა „სიმართლის დროს" ისტორიაში,  რომელზეც ვფიქრობთ,  რომ შეიძლებოდა ამის ორაზროვნად ინტერპრეტირება.  იმ  ადმაინებს, რომლებიც შეწუხდნენ,  მინდა ვუთხრა, რომ ჩვენ მათ აზრს ყოველთვის გავითვალსიწინებთ და შევეცდებით, ასეთი კითხვები აღარ იყოს „სიმართლის დროში"-განაცხადა ტელეკომპანია „იმედის"  ეთერში გადაცემის პროდიუსერმა ნოე სულაბერიძემ.

„სიმართლის დრო"  არის TBC-TV სტუდიისა და ტელეკომპანია "იმედის" ერთობლივი პროექტი, ამერიკული შოუს - "THE MOMENT OF TRUTH" - ქართული ვერსია.

ახალი კომენტარის გამოქვეყნება

ამ ველის კონტენტი პირადია და არ გამოჩნდება.
Image CAPTCHA
Enter the characters shown in the image.
view counter
.