view counter

გამოკითხვა

მიუთითეთ ყველაზე გაუმჭვირვალე სახელმწიფო უწყება :

გამოცხადდა კონკურსი 100 საუკეთესო აფიშის გამოსავლენად

25 თებერვალი, 2010 - 20:10
დედლაინი: 
10 აპრილი, 2010 - 16:10

2010 წლის  24 თებრვალს  საერთაშორისო კონკურსი "Posters for tomorrow" გახსნილად გამოაცხადეს. საკონკურსო ნამუშევრების მიღება 10 აპრილიდან იწყება.  კონკურსში მონაწილეობა შეუძლია მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეს განურჩევლად პროფესიისა. მთავარია, მათ კონკურსის პირობების შესაბამისად შექმნან აფიშა (პოსტერი) და გაუგზავნონ ორგანიზატორებს. წლევანდელი კონკურსის მთავარ თემად სიკვდილის დასჯის საწინააღმდეგო კამპანია დასახელდა, მთავარი ლოზუნგია: „სიკვდილი არ არის მართლმსაჯულება (Death is not justice)" .  თითოეული აფიშა სწორედ ამ თემატიკას და ამ ლოზუნგს უნდა უკავშირდებოდეს.  ყველაზე კრეატიულ 100 აფიშას  კომპეტენტური ჟიური შეარჩევს. საუკეთესო ნამუშევრების გამოფენა კი მსოფლიოს ათეულობით ქვეყანაში  მოეწყობა.  წელს, წინა წლებისგან განსხვავებით,  საკონკურსოდ, აფიშებთან ერთად, შესაძლებელია მუსიკალური ნამუშევრების მიღებაც.

Posters for tomorrow არის საერთაშორისო, არაკომერციული პროექტია, კონკურსთან თანამშრომლობენ ისეთი გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციები, როგორებიცაა: ევროპის საბჭო, რეპორტიორები საზღვრებს გარეშე, Amnesty International, World coalition against the death penalty და ასევე ათეულობით პარტნიორი ორგანიზაცია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.

კონკურსის შედეგები ცნობილი გახდება 2010 წლის 10 ოქტომბერს. მსოფლიოში ეს დღე სიკვდილის დასჯის წინააღმდეგ ბრძოლის დღედ აღინიშნება. კონკურსის ორგანიზატორები ფიქრობენ, რომ საბოლოოდ თავიანთი და პარტნიორების მონდომება სასურველ შედეგს გამოიღებს და როგორც მინიმუმ  მოახერხებენ მსოფლიოს ყურადღება სიკვდილით დასჯის  პრობლემისკენ მომართონ.

გასულ წელს აღნიშნული კონკურსის მთავარი თემა პრესის თავისუფლება იყო.  მაშინ კონკურსში მონაწილეობდა  1834 პოსტერი მსოფლიოს 60-ზე მეტი ქვეყნიდან. საუკეთესოებს შორის ვერ მოხვდა  ქართველ ავტორთა ნამუშევრები. ჟიურის მიერ შერჩეული 100 ნამუშევარი 2009 წლის დეკემბერში  თბილისშიც გამოიფინა. ალექსანდრე დიუმას სახელობის კულტურის ცენტრი მასპინძლობდა.

კონკურსის შესახებ უფრო დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით კონკურსის ორგანიზატორებს მისამართზე:

8 Rue Myrha
75018 Paris
France
T. +33153414151
info @ posterfortomorrow.org

კომენტარები

Анонимный, 24 აპრილი, 2010 - 15:10:58

ver mivxvdi deadline-i 10 aprilsaa, tu 10ishi ickeba namushevrebis migeba.

David Mchedlidze, 25 აპრილი, 2010 - 18:44:47

ნამუშევრების მიღება დაიწყო 10 აპრილიდან

ახალი კომენტარის გამოქვეყნება

ამ ველის კონტენტი პირადია და არ გამოჩნდება.
Image CAPTCHA
Enter the characters shown in the image.
view counter
.