სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა 12 თებერვალს სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" ჟურნალისტებისთვის გამოცხადებული კონკურსის დაჯილდოვების ცერემონია გამართა.
"ვიზრუნოთ ერთმანეთზე", -ასე ჰქვია კონკურსს, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა, სოციალური თემების საფუძვლიანად გაშუქების მიზნით დააფუძნა და წელს უკვე მესამედ ჩატარდა.
კონკურსის მიზანი სოციალურ თემაზე მომზადებული საუკეთესო საგაზეთო სტატიის, სატელევიზიო და რადიოსიუჟეტების, ასევე საუკეთესო ფოტონამუშევრების გამოვლენა იყო.
დაჯილდოვების დაწყებამდე ჟურნალისტები დარბაზში გამოფენილ საკონკურსო ფოტოებს ათვალიერებდნენ. კონკურსზე სულ 14 ჟურნალისტს გადასცეს სხვადასხვა პრიზი.
პრესა, საუკეთესო სტატია
ნათია გულიაშვილი (ჟურნალი "ლიბერალი") - პირველი პრემია, სტატიისთვის - "ფსიქიატრიული რეზერვაციები";
ეკა ჭითანავა (ჟურნალი "ლიბერალი") - პირველი პრემია, სტატიისთვის "გვამური ტრანსპლანტაცია";
შორენა ღლონტი (გაზეთი "გურია ნიუსი") - წამახალისებელი პრემია
ჯაბა ანანიძე (გაზეთი "კვირის პალიტრა") - წამახალისებელი პრემია
სოფიო თოდუა (გაზეთი"24 საათი") - სპეციალური პრემია
ტელევიზია, საუკეთესო სატელევიზიო სიუჟეტი
გიორგი გვიშიანი (ტელეკომპანია "რუსთავი 2") - პირველი პრემია
სოფიო ოჩხიკიძე (ტელეკომპანია "რუსთავი 2") - მეორე პრემია
ნინო კახიშვილი - წამახალისებელი პრემია, სიუჟეტისთვის - „წითელი ლაბადა"
რუსუდან ფანოზიშვილი („ლიბერალი"), თამარ ფარადაშვილი(ერთობლივი ნამუშევარი)- წამახალისებელი პრემია
რადიო, საუკეთესო რადიოსიუჟეტი
ეკა ქევანიშვილი (რადიო "თავისუფლება") - მეორე პრემია
საუკეთესო ფოტონამუშევარი
მარიკა ქოჩიაშვილი (ჟურნალი "ლიბერალი") - პირველი პრემია
ფოტოხელოვანი მარიამ ამურველაშვილი - მეორე პრემია
ჟიურის ერთ-ერთი წევრის, ლია ჩახუნაშვილის თქმით, საკონკურსოდ ძალიან ბევრი სტატია მიიღეს. მაღალი ხარისხის ნამუშევრების სიმრავლის გამო კი გადაწყვიტეს, პირველი პრემია ორი კონკურსანტისთვის გაეყოთ. პრესისგან განსხვავებით, ძალიან ცოტა ნამუშევარი იყო წარდგენილი საუკეთესო რადიორეპორტაჟის ნომინაციაში. აქ პირველი პრემიის მფლობელი არ გამოვლენილა. მეორე პრემია კი რადიო "თავისუფლების" ჟურნალისტს გადაეცა. საბოლოოდ, ყველაზე მეტი ჯილდო ჟურნალმა "ლიბერალმა" დაიმსახურა. სხვადასხვა პრიზი "ლიბერალის" ოთხ ჟურნალისტს გადაეცა.
კომენტარები
გოგა აფციაური, 13 თებერვალი, 2010 - 20:29:37
Анонимный, 14 თებერვალი, 2010 - 12:51:46
ახალი კომენტარის გამოქვეყნება