მას მედიაში დასაქმებულთა პროფესიული კავშირის საინიციატივო ჯგუფი 4 თებერვალს შვედეთის საელჩოს დროებით რწმუნებულს ანდრეას ტუვესონს შეხვდა.
საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებს მოჰყავთ ანდრეას ტუვესონის გამონათქვამი, რომლის თანახმად, შვედეთი მზადაა მონაწილეობა მიიღოს საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმების განვითარებაში, რომელშიც უდიდესი როლი თავისუფალ მედიას ენიჭება.
შეხვედრაში პროფკავშირის გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე გოჩა ალექსანდრია და ამერიკის პროფკავშირის წარმომადგენელი ბობ ფილდინგი მონაწილეობდნენ.
ერთი დღით ადრე, 3 თებერვალს, მას მედიაში დასაქმებულთა პროფესიული კავშირის საინიციატივო ჯგუფი გერმანიის ელჩს პატრიცია ფლორს შეხვდა.
საინიციატივო ჯგუფის წევრებმა დიპლომატს ქართულ მედიაში დასაქმებულთა შრომითი და სოციალური უფლებების მასობრივად დარღვევის ფაქტები გააცნეს და წამოწყებული ინიციატივის განხორციელებაში მხარდაჭერა სხოვეს.
გერმანიის ელჩი საინიციატივიო ჯგუფს მხარდაჭერასა და დახმარებას დაჰპირდა.
ახალი კომენტარის გამოქვეყნება