view counter

გამოკითხვა

მიუთითეთ ყველაზე გაუმჭვირვალე სახელმწიფო უწყება :

29 იანვარი, 2010 - 12:33

თბილისში ვარაუდობენ, რომ „პირველი კავკასიურის" თანამგზავრული მაუწყებლობა მოსკოვის ზეწოლით შეწყდა

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ბაზაზე შექმნილი რუსულენოვანი „პირველი კავკასიურის" მაუწყებლობა ხუთშაბათს გაითიშა ფრანგული თანამგზავრიდან, რომელიც კომპანია Eutelsat-ს ეკუთვნის.

კომპანიასთან წინასწარ დადებული შეთანხმებით „პირველი კავკასიური" 15 იანვრიდან 28 იანვრამდე   საცდელ რეჟიმში მუშაობდა.

რუსულენოვანი ტელევიზიის  გენერალური პროდიუსერის ზურაბ დვალის განცხადებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელები ამჟამად  პარიზში ფნაგულ კომპანიასთან მოლაპარაკებებს მართავს.

ბი-ბი-სისთვის მიცემულ ინტერვიუში ზურაბ დვალმა განაცხადა, რომ ფრანგული თანამგზავრიდან მაუწყებლობის გათიშვა შესაძლოა  „"რუსეთის დახმარებით" მომხდარიყო.

დვალმა არ გამორიცხა, რომ მოსკოვი ცდილობს ფრანგებზე ზეწოლას იმ მიზნით, რომ Eutelsat-მა აღარ გააგრძელოს კონტრაქტი საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელთან.

ამასობაში, ფრანგული Le Figaro-ს კორესპონდენტთან საუბარში    Eutelsat-ის ანონიმურმა წარმომადგენელმა  ახსენა გარედან „ჩარევა", რომელმაც შესაძლებელია ზიანი მიაყენოს კომპანიას.

როგორც ფრანგული გაზეთი აღნიშნავს, ქართულმა მხარემ დაგმო მოსკოვის ქმედება, მაგრამ ვერ გაარკვია, როგორ მოიქცეს ფრანგულ საკომუნიკაციო კომპანიასთან მიმართებაში,  გაგებით მოეკიდოს  Eutelsat-ის მოსალოდნელ პრობლემებს, თუ დაგმოს იმისთვის, რომ ის დაემორჩილა კრემლის ზეწოლას.

ექსპერტები ამბობენ, რომ  „პირველი კავკასიურის" სახით საქართველოს სახელმწიფომ შექმნა რუსეთის პროპაგანდისტული არხების  საპირწონე ტელევიზია.

ტელეარხმა ჯერ ინტერნეტში და შემდეგ საკაბელო ქსელებით იანვარის პირველ რიცხვებში დაიწყო მაუწყებლობა, რომელიც  გათვლილია სამხრეთ კავკასიის რეგიონსა და რუსეთის ფედერაციის სამხრეთ რესპუბლიკებზე.

Le Figaro ანონიმური ფრანგი დიპლომატის განცხადებაზე დაყრდნობით წერს, რომ „კრემლი აწარმოებს უძლიერეს ზეწოლას Eutelsat-ზე, რათა ის აიძულოს, უარი თქვას ქართულ მხარესთან კონტრაქტზე."

„იმ შემთხვევაში თუ ვერ შევძლებთ ფრანგებთან შეთანხმების მიღწევას, ჩვენ მაუწყებლობას განვახორციელებთ სხვა თანამგზავრის საშუალებით", განუცხადა ზურაბ დვალმა ბი-ბი-სის.

Le Figaro შეახსენებს, რომ Eutelsat- ი ანალოგიურად მოიქცა, როცა 2008 წელს შეწყვიტა ჩინური ტელეკომპანია  New Tang Dynasty Television-ის მაუწყებლობა. ეს არხი ჩინეთის ხელისუფლებას აკრიტიკებდა. თუმცა მაშინ ფრანგულმა კომპანიამ ჩინური ტელეარხის გათიშვა ტექნიკური მიზეზებით ახსნა.

ახალი კომენტარის გამოქვეყნება

ამ ველის კონტენტი პირადია და არ გამოჩნდება.
Image CAPTCHA
Enter the characters shown in the image.
view counter
.