view counter

გამოკითხვა

მიუთითეთ ყველაზე გაუმჭვირვალე სახელმწიფო უწყება :

ტრენინგი ჟურნალისტებისთვის

25 იანვარი, 2010 - 17:35
დედლაინი: 
5 თებერვალი, 2010 - 13:35

სასწავლო ცენტრი "ბი დი სი" გთავაზობთ ჟურნალისტთა პროფესიული დახელოვნების კურსებს. წარმატებულ მსმენელებს დაენიშნებათ სტიპენდიები და მათი რეზიუმეები განთავსდება ჩვენს ვერ-გვერდზე.
კურსი მოიცავს:

** საგაზეთო ჟურნალისტიკა
** სატელევიზიო ჟურნალისტიკა
** ეკონომიკური ჟურნალისტიკა
** მუსიკალური ჟურნალისტიკა
** სამშვიდობო ჟურნალისტიკა
** ჟურნალისტური გამოძიება
** თავისუფალი (ფრილენს) ჟურნალისტიკა
** PR ჟურნალისტიკა.

სწავლის ხანგრძლივობაა 3 თვე. კურსის დამთავრების შემდეგ გაიცემა ორ ენოვანი სერტიფიკატი. წარჩინებულ მსმენელებზე გაიცემა სარეკომენდაციო წერილიც. თეორიული კურსის გავლის შემდეგ გთავაზობთ სტაჟირებას ჟურნალ-გაზეთებში, ტელევიზიასა და რადიოში. სწავლების პერიოდში მოეწყობა შეხვედრები და მასტერ-კლასები ცნობილ ჟურნალისტებთან.

მის.: თბილისი, რუსთაველის 36, I სადარბაზო, II სართული
ტელ: 920330, 514730, 893 252508
ელ-ფოსტა: natia@bdc-center.ge | natiabdc@mail.ru
ვებ გვერდი: http://www.bdc-center.ge

ახალი კომენტარის გამოქვეყნება

ამ ველის კონტენტი პირადია და არ გამოჩნდება.
Image CAPTCHA
Enter the characters shown in the image.
view counter
.