"საჯარო რეესტრიდან ამონაწერის მომზადება 15 ლარი ღირს", - წერია ცვლილებაში, რომელიც პარლამენტმა 2009 წლის 3 ნოემბერს მიიღო და ძალაში 2010 წლის 1 იანვრიდან შევიდა. ეს თანხა უნდა გადაიხადოს მოქალაქემ, რომელსაც მეწარმე სუბიექტისა და დამფუძვნებლის ვინაობა აინტერესებს. მაგალითად, სტუდია "მონიტორის" ჟურნალისტს გივი მგელაძეს გამოძიების ჩასატარებლად 40 ფირმის დამფუძვნებლის ვინაობა სჭირდება. მას საერთო ჯამში 600 ლარის გადახდა მოუწევს.