ჟურნალისტებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით საშუალება ეძლევათ განაცხადი გააკეთონ როზალინ კარტერის სტიპენდიაზე (Rosalynn Carter Fellowship). სტიპენდია გადაეცემა ჟურნალისტებს, რომელებიც აშუქებენ ფსიქიკური ჯანმრთელობის ან ფსიქიკურ დაავადებებთან დაკავშირებულ საკითხებს. 2010-2011 წლის სტიპენდიებისთვის განაცხადების მიღების ბოლო ვადაა მიმდინარე წლის 19 აპრილი.
ჟურნალისტებს უნდა გააჩნდეთ მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება ახალი ამბების წარმოებაში. თემები შეზღუდული არ არის - გასული წლების სტიპენდიენტებმა ჩაატარეს ფსიქიკური დაავადებების დემოგრაფიული ანალიზი, გააშუქეს ა ფსიქიკური დაავადებების მკურნალობასთან დაკავშირებული პრობლემები.
სტიპენდიანტებს სეუძლიათ საკუთარი პროექტები თავისუფალი გრაფიკის მიხედვით მთელი წლის განმავლობაში დაგეგმონ. გამარჯვებული სტიპენდიანეტბი პროექტის მიმდინარეობის დროს ორჯერ ეწვევიან კარტერის ცენტრს ატლანტაში (ჯორჯია, აშშ). მგზავრობის ხარჯები ანაზღაურდება ორგანიზატორის მიერ.
სასტიპენდიო წელი დაიწყება 2010 წლის სექტემბერში.
სასტიპენდიო პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ: http://www.cartercenter.org/health/mental_health/fellowships/fellowship_....
განაცხადის გაკეთებასთან დაკავშირებით ინფორმაციის მისაღებად იხილეთ: http://www.cartercenter.org/health/mental_health/fellowships/index.html.
კომენტარები
liza, 15 იანვარი, 2010 - 06:59:29
David Mchedlidze, 15 იანვარი, 2010 - 07:51:18
ახალი კომენტარის გამოქვეყნება