2010 წლის 24-26 მარტს მაასტრიხტში (ნიდერლანდები) ტარდება სემინარი სახელწოდებით „ნიუსრუმის მენეჯმენტი". სამუშაო შეხვედრა განკუთვნილია რედაქტორებისთვის, პროდიუსერებისთვის და მედიაში მომუშავე სხვა ხელმძღვანელი პირებისთვის. სემინარი მონაწილეებს სთავაზობს მენეჯერული უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას და გამოცდილების მიღებას.
პრაქტიკულ სამდღიან სემინარს გაუძღვება შვედეთის პირველი არხის საინფორმაციო პროგრამების ყოფილი ხელმძღვანელი პერ ანდერსონი. ის ასევე გამოცდილი ტრენერია და 1995 წლიდან რეგულარულად ატარებს ტრენინგებს ნიუსრუმის მენეჯმენტში.
კურსის მეშვეობით მენეჯერები შეისწავლიან და გაიუმჯობესებენ ლიდერის უნარ-ჩვევებს, თანამშრომელთა მართვის წესებს, კრეატიული და ეფექტური სამუშაო გარემოს შექმნას, აგრეთვე ისწავლიან ნიუსრუმში წარმოქმნილი პრობლემების მოგვარებას.
„რედაქტორები ბევრ დროს ხარჯავან კითხვისას და მათ არ უყვართ ლექციები", ამბობს პერ ანდერსონი,-„ სემინარზე განხილული თითოეული საკითხი დაფუძნებული იქნება პრაქტიკულ გამოცდილებას და ჩვენ ერთად გადავჭრით პრობლემებს"
კურსის ღირებულებაა 1500 ევრო, რომელიც მოიცავს სამდღიანი სემინარის ყველა სესიას, სამ ლანჩს და ერთ სადილს.
ორგანიზაცია, რომელიც ერთზე მეტ წარმომადგენელს გაუშვებს სემინარზე დასასწრებად, მიიღებს ფასდაკლებას.
მონაწილეობის მსურველები უნდა დარეგისტრირდეთ შემდეგ მისამართზე: http://www.ejcseminars.eu/index.php/register
ახალი კომენტარის გამოქვეყნება