როგორც Media.Ge იუწყებოდა, "საქართელოს ჟურნალისტების ეთიკის ქარტიის" პროექტზე ხელმოწერის ცერემონიალი 4 დეკემბერს, თბილისში, სასტუმრო „რედისონში" გაიმართება.
ხელმოწერები 14:00 საათზე დაიწყება.
ქარტიაზე ხელმომწერი ჟურნალისტები დააფუძნებენ ასოციაციას და აირჩევენ საბჭოს, რომლის წევრები როტაციის წესით შეიცვლებიან. საბჭო დააკვირდება , რამდენად იცავენ ქარტიის პრინციპებს ხელმომწერები, ის განიხილავს შემოსულ საჩივრებს.
წარმოგიდგენთ "ჟურნალისტების ეთიკის ქარტიის" მიღებასთან დაკავშირებულ დოკუმენტებს:
1. "საქართელოს ჟურნალისტების ეთიკის ქარტია"
2. წესდება
ჟურნალისტებმა ორგანიზაციის დაფუძნებაში მონაწილოების მისაღებად უნდა გაიარონ წინასწარი რეგისტრაცია.
ახალი კომენტარის გამოქვეყნება