view counter

გამოკითხვა

მიუთითეთ ყველაზე გაუმჭვირვალე სახელმწიფო უწყება :

22 ოქტომბერი, 2009 - 16:45

თეა თუთბერიძის განცხადება

ვიდრე ძირირითად სათქმელს მოგახსენებდეთ, აუცილებლად მიმაჩნია დავაზუსტო, რამდენიმე ფორმალური დეტალი  ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.

პირველი, ფეისბუქის გვერდზე ჩემს საქმიანობას არანაირი კავშირი არა აქვს არც ერთ ინსტიტუტთან, უნივერსიტეტთან და, მეტადრე, ხელისუფლებასთან, რომელთანაც მე არანაირი ფორმალური, ორგანიზაციული და, მითუმეტეს, წარმომადგენლობითი ურთიერთობა არ მაკავშირებს.

ჩემს მიერ გამოქვეყნებული მასალები ან საჯაროდ გაკეთებული კომენტარები მეკუთვნის მხოლოდ და მხოლოდ მე, როგორც კერძო პირს.

მეორე, საჭიროდ მიმაჩნია განვმარტო, რომ ჩემს მიერ გარკვეული მასალების გამოქვეყნება ზოგიერთის მიერ არასწორად იქნა გაგებული როგორც ჩემი მხრიდან ამ მასალების მოწონება და მხარდაჭერა, რომ არაფერი ვთქვათ დამზადებაზე.

ბევრ რამეს, რასაც ჩემს გვერდზე ვაქვეყნებ, არ ვიზიარებ. რაღაცეებს ვაქვეყნებ არა იმიტომ, რომ მომწონს და მისაღებად მიმაჩნია, არამედ იმიტომ, რომ, ჩემი აზრით, აქტუალური და საინტერესოა.

ჩემი მიზანი და სურვილი არ ყოფილა ვინმეს პირადი ან  რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა.  ვწუხვარ, რომ ჩემს მიერ კიბერ სივრცეში გამოტანილი მასალები, საჯარო კომენტარები საზოგადოების მნიშვნელოვანმა ნაწილმა შეურაცხყოფად მიიღო.

მიუხედავად ამისა, ვრჩები ჩემს პოზიციაზე და მიმაჩნია, რომ ნებისმიერ მოქალაქეს, კანონით დაშვებულ ფარგლებში, აქვს უფლება გამოხატოს საკუთარი აზრი  ისევე, როგორც ნებისმიერ მოქალაქეს, მოქალაქეთა ჯგუფს, ორგანიზაციას აქვს უფლება გამოხატოს ამ აზრისადმი კრიტიკული დამოკიდებულება და პროტესტი, ასევე კანონის ფარგლებში. ეს ლიბერალური დემოკრატიის ფუძემდებლური პრინციპი და ყოველდღიური პრაქტიკაა.

ვფიქრობ, რომ ყველა თვალსაზრისი უნდა გაიგოს საზოგადოებამ, მიუხედავად იმისა, თუ რაოდენ  პროვოკაციული ან მიუღებელიც არ უნდა იყოს ის, მაგრამ, ამავდროულად, აუცილებელია, რომ ყველამ ავირიდოთ თავიდან აგრესია და შეუწყნარებლობა განსხვავებული აზრის მიმართ,   მოვეპრყათ მას კრიტიკულად, მაგრამ პატივისცემით და არ გავცდეთ ცივილიზებული კამათის ფარგლებს.

ახალი კომენტარის გამოქვეყნება

ამ ველის კონტენტი პირადია და არ გამოჩნდება.
Image CAPTCHA
Enter the characters shown in the image.
view counter
.