view counter

გამოკითხვა

მიუთითეთ ყველაზე გაუმჭვირვალე სახელმწიფო უწყება :

21 ოქტომბერი, 2009 - 15:53

თეა თუთბერიძეს პრეზიდენტმაც შეუტია

საქართველოს პრეიდენტის ადმინისტრაციამ 20 ოქტომბერს გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის „მიუღებელია" საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლის, საქართველოს პატრიარქ ილია მეორის მიმართ „პრესაში და ინფორმაციის სხვა საშუალებებით გავრცელებული" შეურაცხმყოფელი განცხადებები.

„ჩვენი აზრით, ეს არაეთიკური გამოხტომები, ნებით თუ უნებლიეთ ემსახურება საზოგადოების გახლეჩვას. მათი ავტორები სარგებლობენ ეკლესიის ზოგადი თავშეკავებით პოლიტიკურ საკითხებზე და ამიტომ პასუხის გაცემის შეუძლებლობით ცდილობენ იაფფასიანი პოპულარობის მოპოვებას", ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაში ასევე წერია: „საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი დიდი ღვაწლისა და დამსახურების მქონე მოღვაწეა და საზოგადოების, მათ შორის პრეზიდენტის მხრიდან დიდი მხარდაჭერით და პატივისცემით სარგებლობს. ჩვენ ყველა დემოკრატიულ პოლიტიკურ საშუალებას მივმართავთ რათა დავიცვათ მისი რეპუტაცია და არავის მივცეთ თავისუფლების პრინციპების ბოროტად გამოყენების შესაძლებლობა."

პრეიდენტის ადმინისტრაციის განცხადება მოჰყვა, „თავისუფლების ინსტიტუტის" წევრის თეა თუთბერიძის მერ youtube-ზე პატრიარქის შესახებ ვიდეორგოლების განთავსებისა და facebook-ში საკუთარ გვერდზე მათი ტირაჟირების გამო გამოწვეულ დისკუსიას საზოგადოებასა და მედიაში, ასევე facebook-ში.

ვიდეორგოლებში უხეშად და შეურაცხმყოფელად არის გაშარჟებული პატრიარქი ილია მეორე, რომელიც საქართველოში უდიდესი ავტორიტეტით სარგებლობს.

ვნებათაღელვა კიდევ უფრო გაიზარდა ტელეკომპანია „კავკასიის" ეთერში საკვირაო გადაცემა „კვირის რეპორტაჟში" (დამოუკიდებელი სტუდია GNS-ის პროექტი) ვიდეორგოლების შესახებ სიუჟეტის გასვლის შემდეგ.

ამ გადაცემაში თეა თუთბერიძემ გაამართლა ასეთი ვიდეორგოლების არსებობა.

მან განაცხადა, რომ ის სხვებზეც აკეთებს ასეთ ვიდეომასალებს.

„მე ძალიან ბევრი რამის ტირაჟირებას ვახდენ და ჩემს გვერდზე [facebook-ში] ვდებ, ეს შეიძლება ეხებოდეს პოლიტიკოსების, სხვა ცნობილი ადამიანების, გაშარჟებას, ასე, რომ მე პრობლემას ვერ ვხედავ იმაში, რომ ამ ტიპის ვიდეორგოლები პატრიარქზეც შეიქმნას...პატრიარქი ღმერთი არ არის", განაცხადა თეა თუთბერიძემ. მან დასძინა, მან საკუთარი აზრი გამოხატა, რომლის შეზღუდვის უფლება არავის არ აქვს. მისი ეს სატელევიზიო განცხადებები სტუდენტების ერთმა ჯგუფმა გააპროტესტა.

20 ოქტომბერს, დაახლოებით, 200-მა ახალგაზრდამ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინ აქცია მოაწყო. მათ განცხადება-მიმართვა მიიღეს, სადაც დაგმობილია თუთბერიძის „ანტიეროვნული და ანტიეკლესიური" მოქმედება.

„საქართველო მთელს რეგიონში დებატების სიმძაფრით და მაღალი ინტენსივობით გამოირჩევა, რაც დემოკრატიული და მისასალმებელია. ამავე დროს, საქართველოს პრეზიდენტის აზრით, ეკლესიის პროვოცირება და მისი ძალაუნებურად პოლიტიზირების მცდელობა საქართველოს არაკეთილმოსურნეთა ინტერესებს უწყობს ხელს", ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის გუშინდელ განცხადებაში.

ახალი კომენტარის გამოქვეყნება

ამ ველის კონტენტი პირადია და არ გამოჩნდება.
Image CAPTCHA
Enter the characters shown in the image.
view counter
.