გორის მუნიციპალიტეტს ახალი ოფიციალური ბეჭდვით ორგანო აქვს. გაზეთი ,,გორის მაცნე" არასამეწარმეო იურიდიული პირის შპს ,,ლომჭაბუკის" ბაზაზე დაფუძნდა. გაზეთმა სახელთან და ორგანიზაციულ - სამართლებრივ ფორმასთან ერთად შეიცვალა შინაარსიც. ,,გორის მაცნეს" დაემატა რამდენიმე რუბრიკა და შესაბამისად გაიზარდა გაზეთის გვერდების რაოდენობაც. გაზეთი 350 - იანი ტირაჟით გამოდის და მუნიციპალიტეტის მასშტაბით გავრცელდება.