view counter

გამოკითხვა

მიუთითეთ ყველაზე გაუმჭვირვალე სახელმწიფო უწყება :

კონკურსები

25 ივლისი, 2010 - 18:32

"ტრანზიშნს ონლაინი" აცხადებს მცირე საგრანტო კონკურსს ახალ მედიაში არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სოციალურ მედიაში მომუშავე მსურველებისთვის.

სამოქალაქო ჟურნალისტიკისა და სამოქალაქო აქტივობების განვითარების ფარგლებში "ტრანზიშნს ონლაინი" გთავაზობთ წარადგინოთ პროექტები ბლოგინგზე და სხვა ვებ საქმიანობაზე ახალ მედიაში.

22 ივლისი, 2010 - 09:16

ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი (EPF) და მისი პარტნიორი კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC) აცხადებენ კონკურსს ყოვლისმომცველი ანგარიშის მომზადებაზე, რომელიც დაფუძნებული იქნება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „მედიის როგორც მაკონტროლებელი ინსტიტუტის როლის გაძლიერება საქართველოში"-ს ფარგლებში მოგროვებულ მონაცემებზე. აღნიშნული პროექტი ევრაზიის პარტნიორობის ფონდის მიერ ხორციელდება.

20 ივლისი, 2010 - 15:56

კავშირი "ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველო", BP-სა და მისი პარტნიორების მიერ ინიცირებული და BP-სა და USAID-ის მიერ თანადაფინანსებული პროექტის "ენერგოეფექტურობის პროგრამა საქართველოს თემებისათვის - ენერგოავტობუსის" ფარგლებში, აცხადებს კონკურსებს საქართველოს მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლებს შორის "ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენების" თემაზე საუკეთესო ტელე-რადიო და საგაზეთო რეპორტაჟების შესარჩევად.

14 ივლისი, 2010 - 17:10

3 მაისს, პრესის თავისუფლების მსოფლიო დღეს ევროკომისიამ  ოფიციალურად გამოაცხადა  კონკურსი 2010 წლის ლორენცო ნატალის სახელობის პრიზის მისაღებად. ეს პრიზი, რომელსაც ევროკომისია "ჟურნალისტები საზღვრებს გარეშე"-სა და "გაზეთების მსოფლიო ასოციაციასთან" ერთად აწესებს გადაეცემა განვითარების, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების სფეროში მოღვაწე საუკეთესო ჟურნალისტებს.

14 ივლისი, 2010 - 16:50

ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი საქართველოში (EPF) ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში "საქართველოში მედიის, როგორც მაკონტროლებელი როლის გაძლიერება",  აცხადებს ვაკანსიას პროგრამის მენეჯერის პოზიციაზე (სრული განაკვეთზე).

7 ივლისი, 2010 - 13:43

არასამთავრობო მედია ორგანიზაცია Go Group Media (www.gogroupmedia.net) აცხადებს ვაკანსიას ვებ-რედაქტორის თანამდებობაზე.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 20 ივლისი.

სამუშაოს დაწყების თარიღი: 1 სექტემბერი.

1 ივლისი, 2010 - 16:02

დანიის საგამოძიებო ჟურნალისტიკის ასოციაციის პროექტი სქუფ-კავკასია  უკვე მესამედ აცხადებს კონკურსს საქართველოში დამოუკიდებელი ჟურნალისტური გამოძიებების დასაფინანსებლად.

პროგრამის ფარგლებში 12 ადგილობრივი პროექტი უკვე დაფინანსდა, დაიბეჭდა გაზეთებში, გადაიცა სხვადასხვა მაუწყებლის მიერ. საგამოძიებო შეთავაზებების მიღება 1 ივლისს დაიწყო და 10 სექტემბრამდე გასტანს, ამ ეტაპზე საგაზეთო გამოძიებები დაფინანსდება, წინასწარი ბიუჯეტი თან დაურთეთ განაცხადს და გააგზავნეთ  მისამართზე scoopgeo@gmail.com.


29 ივნისი, 2010 - 18:49
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი "სახალხო დამცველის აპარატის ხელშეწყობა" აცხადებს კონკურსს ჟურნალისტებისათვის ქალთა უფლებების დაცვის სფეროში.

კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოში მომუშავე ყველა ჟურნალისტს, განსაკუთრებით  რეგიონული მედიის წარმომადგენლებს.

25 ივნისი, 2010 - 13:30

ორგანიზაცია: გაზეთებისა და ახალი ამბების გამომცემელთა მსოფლიო ასოციაცია (WAN-IFRA) და აირექს ევროპა ((IREX Europe)

პროგრამა: ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საქართველოს მედიის ხელშემწყობი პროგრამა (MSPG)

პროექტი: ახალი მედია პლატფორმების შექმნა და განვითარება

საბოლოო ვადა: 2010 წლის 2 ივლისი

23 ივნისი, 2010 - 18:04

ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში "საქართველოში მედიის როგორც მაკონტროლებელი როლის გაძლიერება", იწვევს საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის წევრ-ტელეკომპანიების თანამშრომლებს (მენეჯერები, რედაქტორები, ჟურნალისტებს) მონაწილეობა მიიღონ კონკურსში, რომელიც მიზნად ისახავს მონაწილეობას 5-დღიან სასწავლო ვიზიტ-ტრენინგში CIRCOM Regional-ის ერთ-ერთ წევრ ტელევიზიაში.

view counter
.