ტელეკომპანია „იმერვიზიის " მაუწყებლობა ჭიათურისა და საჩხერის რაიონებში ვრცელდება. ეს ორი პატარა ქალაქი კი სამხრეთ ოსეთის ტერიტორიას დასავლეთიდან ესაზღვრება.
რელიეფური პირობებიდან გამომდინარე, „იმერვიზიის" სიგნალი აღწევს სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ჯავის რაიონის სოფლებამდე. სწორედ ამიტომ, უკვე რამდენიმე თვეა, ტელეარხის ეთერში, დღეში ერთხელ, გადის საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ მომზადებული ოსურენოვანი ახალი ამბები.