შემოგვიერთდი

03.06.2013 16:30

საქართველოს კანონი სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ

მუხლი 1. ზოგადი დებულება

ეს კანონი, საქართველოს კონსტიტუციის 94-ე მუხლის, "მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ" და "სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ" საქართველოს კანონების შესაბამისად, განსაზღვრავს სახელმწიფოს მიერ კანონით დადგენილ სალიცენზიო/სანებართვო საქმიანობის განხორციელების ან/და სარგებლობის უფლების მინიჭებისთვის, აგრეთვე სახელმწიფო ორგანოს მიერ გაწეული გარკვეული მომსახურებისათვის დაწესებული მოსაკრებლების სახეებსა და განაკვეთებს, მათი გადახდევინების წესსა და ვადებს.

მუხლი 2. სალიცენზიო/სანებართვო მოსაკრებლის ცნება

სალიცენზიო/სანებართვო მოსაკრებელი არის ერთჯერადი სავალდებულო გადასახდელი საქართველოს ცენტრალურ ბიუჯეტში ან შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტში (თუ ლიცენზიას/ნებართვას გასცემს აჭარის ან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამისი სამთავრობო დაწესებულება), რომელსაც ლიცენზიის/ნებართვის მაძიებელი გადაიხდის კანონით დადგენილი ოდენობით სახელმწიფოს მიერ მისთვის კანონით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭებისათვის.

მუხლი 3. სალიცენზიო/სანებართვო მოსაკრებლით დაბეგვრის ობიექტი

სალიცენზიო/სანებართვო მოსაკრებლით იბეგრება "სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრული საქმიანობა.

მუხლი 4. სალიცენზიო/სანებართვო მოსაკრებლის    დაწესება და გადახდევინება

1. სალიცენზიო/სანებართვო მოსაკრებელი წესდება და მისი ოდენობა განისაზღვრება მხოლოდ ამ კანონით.

2. ლიცენზიის/ნებართვის მაძიებელი ფიზიკური და იურიდიული პირები ვალდებულნი არიან გადაიხადონ ამ კანონით დაწესებული სალიცენზიო/სანებართვო მოსაკრებელი.

3. დაუშვებელია ამ კანონით გაუთვალისწინებელი სალიცენზიო/სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ვალდებულების ვინმესთვის დაკისრება.

მუხლი 5. სალიცენზიო/სანებართვო მოსაკრებლის გადამხდელები

სალიცენზიო/სანებართვო მოსაკრებლის გადამხდელები არიან "სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ" საქართველოს კანონით განსაზღვრულ საქმიანობებზე ლიცენზიის/ნებართვის მაძიებელი იურიდიული და ფიზიკური პირები.

მუხლი 6. სალიცენზიო მოსაკრებლების განაკვეთები

1. სადაზღვევო საქმიანობა და დაზღვევის სფეროში საშუამავლო საქმიანობა:

ა) სიცოცხლის დაზღვევა - 500 ლარი;

ბ) საპენსიო დაზღვევა (დამატებითი შემოსავლის დაზღვევა) - 500 ლარი;

გ) უბედური შემთხვევისა და ავადმყოფობისაგან დაზღვევა - 500 ლარი;

დ) სამედიცინო დაზღვევა - 500 ლარი;

ე) სახმელეთო-სატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევა - 500 ლარი;

ვ) საჰაერო-სატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევა - 500 ლარი;

ზ) საწყლოსნო-სატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევა - 500 ლარი;

თ) ტვირთების დაზღვევა - 500 ლარი;

ი) ყველა სახის ქონების დაზღვევა, გარდა ამ პუნქტის "ე"-"თ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სახეობებისა - 500 ლარი;

კ) ფინანსური რისკის დაზღვევა - 500 ლარი;

ლ) ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა - 500 ლარი;

მ) გადამზიდველთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა - 500 ლარი;

ნ) პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევა - 500 ლარი;

ო) ვალდებულებათა შეუსრულებლობაზე პასუხისმგებლობის დაზღვევა - 500 ლარი;

პ) ყველა სახის სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა, გარდა ამ პუნქტის "ლ"-"ო" ქვეპუნქტებით გათვალისწინებული  სახეობებისა - 500 ლარი;

ჟ) გადაზღვევა - 500 ლარი;

რ) დაზღვევის სფეროში საშუამავლო საქმიანობა - 500 ლარი.

2. საბანკო და არასაბანკო სადეპოზიტო საქმიანობა, ვალუტის გადამცვლელი პუნქტების საქმიანობა:

ა) საბანკო საქმიანობა - 500 ლარი;

ბ) ვალუტის გადამცვლელი პუნქტების საქმიანობა - 50 ლარი;

გ) არასაბანკო-სადეპოზიტო დაწესებულებების - საკრედიტო  კავშირების საქმიანობა - 10 ლარი.

3. ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეგულირებადი მონაწილეების, აქტივების მმართველი კომპანიისა და სპეციალიზებული დეპოზიტორის საქმიანობა:

ა) საფონდო ბირჟის საქმიანობა - 2000 ლარი;

ბ) ცენტრალური დეპოზიტორის (დეპოზიტორის) საქმიანობა - 1000 ლარი;

გ) ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის საქმიანობა - 500 ლარი;

დ) საბროკერო კომპანიის საქმიანობის ერთი სახეობა - 300 ლარი;

ე) საბროკერო კომპანიის საქმიანობის ერთის ზევით ყოველი დამატებითი სახეობა - 50 ლარი;

ვ) ბროკერის საქმიანობის ერთი სახეობა - 75 ლარი;

ზ) ბროკერის საქმიანობის ერთის ზევით ყოველი დამატებითი სახეობა - 25 ლარი;

თ) აქტივების მმართველი კომპანიის საქმიანობა - 300 ლარი;

ი) სპეციალიზებული დეპოზიტორის საქმიანობა - 500 ლარი.

4. სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობა:

ა) ლიცენზირებადი სამედიცინო საქმიანობა:

ა.ა) მოზრდილთა ამბულატორიულ-პოლიკლინიკური დახმარება:

ა.ა.ა) ალერგოლოგია, ანესთეზიოლოგია, ანგიოლოგია, გასტროენტეროლოგია, გერიატრია, დერმატოლოგია და ვენეროლოგია, ენდოკრინოლოგია, ენდოსკოპია, თერაპია, ინფექციური დაავადებები, კარდიოლოგია, კლინიკური იმუნოლოგია, კლინიკური ტოქსიკოლოგია, კომბუსტიოლოგია, კრიტიკული მედიცინა, კურორტოლოგია, ლაზეროთერაპია, ლოგოპედია, ნარკოლოგია, ნეფროლოგია, ნევროლოგია, ოფთომეტრიული ოფთალმოლოგია, ოფთალმოლოგია, ონკოლოგია, ორთოდონტია, ოტორინოლარინგოლოგია (მათ შორის სურდოლოგია), პროფპათოლოგია, პროქტოლოგია, პულმონოლოგია, რადიოლოგია, რეაბილიტაცია, რევმატოლოგია, სამედიცინო გენეტიკა, სამედიცინო პარაზიტოლოგია, სამკურნალო ფიზკულტურა და სპორტული მედიცინა, სამკურნალო კვება, სექსოლოგია, ტრავმატოლოგია და ორთოპედია, უროლოგია, ფიზიოთერაპია, ფსიქიატრია, ფსიქოთერაპია, ფთიზიატრია, ზოგადი ქირურგია, შრომათერაპია, ჰემატოლოგია - 20 ლარი;

ა.ა.ბ)      თერაპიული კოსმეტოლოგია, მეანობა და გინეკოლოგია, ორთოპედიული პროთეზირება, ყურის პროთეზირება, რეპროდუქტოლოგია, ორთოპედიული სტომატოლოგია, ქირურგიული სტომატოლოგია, თერაპიული სტომატოლოგია - 50 ლარი;

ა.ა.გ) ესთეტიკური ქირურგია, პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგია - 100 ლარი;

ა.ბ) მოზრდილთა სტაციონარული დახმარება:          

ა.ბ.ა)      ალერგოლოგია, ანესთეზიოლოგია, ანგიოლოგია, გასტროენტეროლოგია, გერიატრია, დერმატოლოგია და ვენეროლოგია, ენდოკრინოლოგია, ენდოსკოპია, თერაპია, თერაპია (მოზრდილთა დღის სტაციონარი), ინფექციური დაავადებები, კარდიოლოგია, კლინიკური იმუნოლოგია, კლინიკური ტოქსიკოლოგია, კლინიკური ტრანსფუზიოლოგია, კომბუსტიოლოგია, კრიტიკული მედიცინა, კურორტოლოგია, ლაზეროთერაპია, ლოგოპედია, მეტაბოლოგია, ნარკოლოგია, ნეიროქირურგია, ნევროლოგია, ნევროლოგია (მოზრდილთა დღის სტაციონარი), ოფთომეტრიული ოფთალმოლოგია, ოფთალმოლოგია, ონკოლოგია, ორგანოების და ქსოვილების აღება, ოტორინოლარინგოლოგია (მათ შორის სურდოლოგია), პროფპათოლოგია, პროქტოლოგია, პულმონოლოგია, რადიოლოგია, რეაბილიტაცია, რევმატოლოგია, სამედიცინო პარაზიტოლოგია, სამკურნალო ფიზკულტურა და სპორტული მედიცინა, სამკურნალო კვება, სექსოლოგია, ტრავმატოლოგია და ორთოპედია, უროლოგია, ფიზიოთერაპია, ფსიქიატრია, ფსიქოთერაპია, ფთიზიატრია, ჩირქოვანი ქირურგია, გულმკერდის ქირურგია, ზოგადი ქირურგია, ქირურგია (მოზრდილთა დღის სტაციონარი), შრომათერაპია, ჰემატოლოგია - 20 ლარი;

ა.ბ.ბ)      გინეკოლოგია, კარდიოქირურგია, თერაპიული კოსმეტოლოგია, მეანობა, ორგანოებისა და ქსოვილების გადანერგვა, ორგანოებისა და ქსოვილების შენახვა, ორთოპედიული პროთეზირება, ყურის პროთეზირება, რეპროდუქტოლოგია, ქირურგიული სტომატოლოგია, სისხლძარღვთა ქირურგია - 50 ლარი;

ა.ბ.გ)      ესთეტიკური ქირურგია, პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგია - 100 ლარი;

ა.გ) ბავშვთა ამბულატორიულ-პოლიკლინიკური დახმარება:

ა.გ.ა) ალერგოლოგია, ანესთეზიოლოგია, ანგიოლოგია, გასტროენტეროლოგია, დერმატოლოგია და ვენეროლოგია, ენდოკრინოლოგია, ენდოსკოპია, ინფექციური დაავადებები, კარდიოლოგია/კარდიორევმატოლოგია, კლინიკური იმუნოლოგია, კლინიკური ტოქსიკოლოგია, კომბუსტიოლოგია, კრიტიკული მედიცინა, კურორტოლოგია, ლაზეროთერაპია, ლოგოპედია, ნარკოლოგია, ნეფროლოგია, ნევროლოგია, ოფთომეტრიული ოფთალმოლოგია, ოფთალმოლოგია, ონკოლოგია, ორთოდონტია, ოტორინოლარინგოლოგია (მათ შორის სურდოლოგია), პედიატრია, პროქტოლოგია, პულმონოლოგია, რადიოლოგია, რეაბილიტაცია, სამედიცინო გენეტიკა, სამედიცინო პარაზიტოლოგია, სამკურნალო ფიზკულტურა და სპორტული მედიცინა, სამკურნალო კვება, ტრავმატოლოგია და ორთოპედია, უროლოგია, ფიზიოთერაპია, ფსიქიატრია, ფსიქოთერაპია, ფთიზიატრია, ქირურგია, ჰემატოლოგია - 20 ლარი;

ა.გ.ბ) გინეკოლოგია, თერაპიული კოსმეტოლოგია, ორთოპედიული პროთეზირება, ყურის პროთეზირება, ორთოპედიული სტომატოლოგია, ქირურგიული სტომატოლოგია, თერაპიული სტომატოლოგია - 50 ლარი;

ა.დ) ბავშვთა სტაციონარული დახმარება:                                                          

ა.დ.ა)     ალერგოლოგია, ანესთეზიოლოგია, ანგიოლოგია, გასტროენტეროლოგია, დერმატოლოგია და ვენეროლოგია, ენდოკრინოლოგია, ენდოსკოპია, ინფექციური დაავადებები, კარდიოლოგია/კარდიორევმატოლოგია, კლინიკური იმუნოლოგია, კლინიკური ტოქსიკოლოგია, კლინიკური ტრანსფუზიოლოგია, კომბუსტიოლოგია, კრიტიკული მედიცინა, კურორტოლოგია, ლაზეროთერაპია, ლოგოპედია, ნეფროლოგია, ნეიროქირურგია, ნევროლოგია, ოფთომეტრიული ოფთალმოლოგია, ოფთალმოლოგია, ონკოლოგია, ორგანოების და ქსოვილების აღება, ოტორინოლარი-ნგოლოგია (მათ შორის სურდოლოგია), პედიატრია, პედიატრია (დღის სტაციონარი), პროქტოლოგია, პულმონოლოგია, რადიოლოგია, რეაბილიტაცია, სამედიცინო გენეტიკა, სამედიცინო პარაზიტოლოგია, სამკურნალო ფიზკულტურა და სპორტული მედიცინა, სამკურნალო კვება, ტრავმატოლოგია და ორთოპედია, უროლოგია, ფიზიოთერაპია, ფსიქიატრია, ფსიქოთერაპია, ფთიზიატრია, ჩირქოვანი ქირურგია, გულმკერდის ქირურგია, ზოგადი ქირურგია, ქირურგია (დღის სტაციონარი), ჰემატოლოგია - 20 ლარი;

ა.დ.ბ)     გინეკოლოგია, კარდიოქირურგია, თერაპიული კოსმეტოლოგია, ორგა-ნოებისა და ქსოვილების გადანერგვა, ორგანოებისა და ქსოვილების შენახვა, ორთოპედიული პროთეზირება, ყურის პროთეზირება, ქირურგიული სტომატოლოგია, სისხლძარღვთა ქირურგია - 50 ლარი;

ა.დ.გ) პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგია - 100 ლარი;

ა.ე) ბავშვების სამედიცინო პატრონაჟი, მოზრდილთა სამედიცინო პატრონაჟი, საექთნო სამედიცინო დახმარება - 10 ლარი;

ა.ვ) აუდიოლოგია, დონორობის ორგანიზება, ეპიდემიოლოგია, ექსტრემალურ სიტუაციებში გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ორგანიზება, იმუნოლოგიური გამოკვლევები, მოსახლეობის მასობრივი იმუნიზაციის ორგანიზება და ჩატარება, ნეონატოლოგია, სპორტსმენების საექიმო კონტროლი, სანიტარიული განათლება, ჰომეოპათია - 20 ლარი;

ა.ზ) ლაბორატორიული აივ-დიაგნოსტიკა, აივ-ინფექციის/შიდსის მკურნალობა (ამბულატორიულ-პოლიკლინიკური დახმარება), აივ-ინფექციის/შიდსის მკურნალობა (სტაციონარული დახმარება), ბიოლოგიური კონტროლი, ბიოქიმიური გამოკვლევები, ბაქტერიოლოგიური გამოკვლევები, ვირუსოლოგიური გამოკვლევები, ზოგადი საექიმო პრაქტიკა - ოჯახის ექიმი, კლინიკურ-დიაგნოსტიკური გამოკვლევები, პათომორფო-ლოგიური დიაგნოსტიკა, რენტგენოლოგიური დიაგნოსტიკა, სადეზინფექციო საქმიანობა - დეზინსექცია, სადეზინფექციო საქმიანობა - დერატიზაცია, სადეზინფექციო საქმიანობა - დეზინფექცია, სეროლოგიური გამოკვლევები, ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური დიაგნოსტიკა, ციტოგენეტიკური გამოკვლევები, ციტოლოგიური დიაგნოსტიკა - 40 ლარი;

ა.თ) ახალი დიაგნოსტიკური საშუალებების, სამკურნალო და ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებისა და პრეპარატების კლინიკური კვლევა - 50 ლარი;

ა.ი) ახალი სამედიცინო ხელსაწყოების, აპარატების, სამკურნალო-დიაგნოსტიკური კომპლექტების აპრობაცია, დანერგვა, შემუშავება - 50 ლარი;

ა.კ) გაჯანსაღების ტრადიციული მეთოდებით პროფილაქტიკა, დიაგნოსტიკა და მკურნალობა, გვამის პათოლოგანატომიური გაკვეთა, გვამის შემურვა, დეკრეტირებულ პირთა პროფვარგისიანობის შემოწმება და ექსპერტიზა - მე-IV დონე, დროებითი შრომისუუნარობის ექსპერტიზა, ენერგოინფორმატიკა, მანუალური თერაპია, მასაჟი (სამკურნალო, სპორტული, ჰიგიენური და კოსმეტიკური), მძღოლების წინასარეისო სამედიცინო შემოწმება, ნარკოტიკული საშუალებების შენახვა და მოხმარება, ნატუროპათია, პათოლოგანატომიური გამოკვლევა და ექსპერტიზა, პროფესიულ დაავადებათა გამოკვლევა და ექსპერტიზა, რადიოლოგიური დიაგნოსტიკა, რეფლექსოთერაპია (აკუპუნქტურა), სამედიცინო დახმარება რეგიონში, სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზა, სამხედრო-სამედიცინო და წვევამდელთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება და ექსპერტიზა, სანატორიული მკურნალობა, სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზა, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, სასწრაფო და გადაუდებელი სამედიცინო დახმარება, ტრანსპორტირებისას სამედიცინო თანხლება, ფიტოთერაპია, ფსიქიატრიული შემოწმება, ფუნქციური დიაგნოსტიკა - 50 ლარი;

ა.ლ)       ცალკეული პროფესიებით საქმიანობის უფლების ან ნებართვის მისაღებად მოქალაქეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება და ექსპერტიზა - I, II და III დონე - 50 ლარი;

ა.მ) ალკოჰოლური თრობის შემოწმება, ბირთვულ-მაგნიტური რეზონანსი, გენეტიკური შემოწმება და ექსპერტიზა, დერმატო-ვენეროლოგიური შემოწმება და ექსპერტიზა, უწყვეტი სამედიცინო განათლება, კბილის სატექნიკო სამუშაოები (მათ შორის ჩამოსხმა), კომპიუტერული ტომოგრაფია, მობილური სამედიცინო დახმარება სპეციალიზებულ ტრანსპორტში, ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემუშავება, შექმნა (სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა) - 100 ლარი;

ა.ნ)         ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების შემცველი კომბინირებული პრეპარატების გადამუშავება (სასწავლო, სამეცნიერო - კვლევითი და საექსპერტო-დიაგნოსტიკური საქმიანობა), უმაღლესისშემდგომი პროფესიული მზადება (რეზი-დენტურა) - 100 ლარი;

ა.ო) სამედიცინო-ტექნიკური ნაკეთობების ტექნიკური მომსახურება (ფუნქციური მდგომარეობის დადგენა, მიმდინარე და სხვა მომსახურება-შეკეთება, მონტაჟი /დემონტაჟი) სახეობების მიხედვით, სამედიცინო-ტექნიკური ნაკეთობების  წარმოება, საბითუმო რეალიზაცია, საცალო რეალიზაცია - 100 ლარი;

ა.პ) საშუალო  სამედიცინო საგანმანათლებლო (განათლების სამინისტროს მიერ ლიცენზირებული) დაწესებულების საბაზო კლინიკური საქმიანობა, საშუალო სამედიცინო პერსონალის უწყვეტი განათლება, საწარმოო ტრანსფუზიოლოგია, ულტრაბგერითი დიაგნოსტიკა, უმაღლესი სამედიცინო საგანმანათლებლო (განათლების სამინისტროს მიერ ლიცენზირებული) დაწესებულების  საბაზო კლინიკური საქმიანობა, ფსიქოაქტიური ნივთიერებებით გამოწვეული თრობის შემოწმება და ექსპერტიზა - 100 ლარი;

ა.ჟ) სამედიცინო ხარისხის აუდიტი - 200 ლარი;

ბ) ლიცენზირებადი ფარმაცევტული საქმიანობა:

ბ.ა) სამკურნალო საშუალებების (მათ შორის, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული საშუალებების) მომზადება და რეალიზაცია (I ჯგუფის აფთიაქი) - 300 ლარი;

ბ.ბ) სამკურნალო საშუალებების რეალიზაცია (II ჯგუფის აფთიაქი) - 300 ლარი;

ბ.გ) სამკურნალო საშუალებების (გარდა ნარკოტიკული საშუალებებისა) რეალი-ზაცია (II ჯგუფის აფთიაქი) - 300 ლარი;

ბ.დ) სამკურნალო საშუალებების (გარდა სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარე-ბული საშუალებებისა) რეალიზაცია (III ჯგუფის აფთიაქი) - 300 ლარი;

ბ.ე) ურეცეპტოდ გასაცემი სამკურნალო საშუალებების საცალო რეალიზაცია (აფთიაქის ფილიალი) - 50 ლარი;

ბ.ვ) სამკურნალო საშუალებების მომზადება და სამკურნალო-პროფილაქტიკური დაწესებულების განყოფილებებზე გაცემა საცალო რეალიზაციის გარეშე (სამკურნალო-პროფილაქტიკური დაწესებულების აფთიაქი) - 50 ლარი;

ბ.ზ) სამკურნალო საშუალებების სამკურნალო-პროფილაქტიკური დაწესებულების განყოფილებებზე გაცემა საცალო რეალიზაციის გარეშე (სამკურნალო-პროფილაქტი-კური დაწესებულების აფთიაქი) - 50 ლარი;

ბ.თ) სამკურნალო საშუალებების (გარდა სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარე-ბული საშუალებების) იმპორტი, ექსპორტი, რეექსპორტი და საბითუმო რეალიზაცია (ფარმაცევტული ბაზა) - 400 ლარი;

ბ.ი) ნარკოტიკული საშუალებების იმპორტი, ექსპორტი, რეექსპორტი და საბითუმო რეალიზაცია (ფარმაცევტული ბაზა) - 100 ლარი;

ბ.კ) სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების (გარდა ნარკოტიკული საშუალებებისა) იმპორტი, ექსპორტი, რეექსპორტი და საბითუმო რეალიზაცია (ფარმაცევტული ბაზა) - 100 ლარი;

ბ.ლ) სამკურნალო საშუალებების (გარდა ნარკოტიკული საშუალებებისა)  წარმოება; წარმოებული სამკურნალო საშუალებების (გარდა ნარკოტიკული საშუალებებისა) ექსპორტი და რეალიზაცია; სამკურნალო საშუალებების (გარდა ნარკოტიკული საშუალებებისა) იმპორტი საკუთარი წარმოებისათვის (ფარმაცევტული წარმოება) - 400 ლარი;

ბ.მ) სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების შემცველი იმ კომბინირებული პრეპარატების წარმოება, რომლებიც არ მიეკუთვნება ნარკოტიკული საშუალებების ჩამონათვალს; წარმოებული პრეპარატების ექსპორტი და რეალიზაცია; პრეპარატების იმპორტი საკუთარი წარმოებისათვის (ფარმაცევტული წარმოება) - 100 ლარი;

ბ.ნ) სამკურნალო საშუალებების ხარისხის კონტროლი (ლაბორატორია) - 300 ლარი;

5. საპროექტო-სამშენებლო საქმიანობა:

ა) საპროექტო საქმიანობა:

ა.ა) საინჟინრო-საძიებო სამუშაოები - 100 ლარი;

ა.ბ) ქალაქთგეგმარება - 100 ლარი;

ა.გ) საცხოვრებელი, სამოქალაქო და საზოგადოებრივი დანიშნულების შენობა -ნაგებობების დაპროექტება - 100 ლარი;

ა.დ) სამრეწველო, საწარმოო და სასოფლო-სამეურნეო შენობა-ნაგებობების დაპროექტება - 100 ლარი;

ა.ე) სატრანსპორტო ობიექტის დაპროექტება - 100 ლარი;

ა.ვ) ენერგეტიკის, ჰიდროტექნიკური და სამელიორაციო ობიექტების დაპროექტება - 100 ლარი;

ა.ზ) წყალსამეურნეო, საინჟინრო სისტემებისა და ქსელების დაპროექტება - 100 ლარი;

ა.თ) მშენებლობის პროექტების ექსპერტიზა - 100 ლარი;

ა.ი) ისტორიისა და კულტურის ძეგლის კონსერვაცია, რესტავრაცია-რეკონსტრუქცია, ადაპტაცია - 200 ლარი;

ბ) სამშენებლო საქმიანობა:

ბ.ა) სამშენებლო კონსტრუქციების წარმოება - 200 ლარი;

ბ.ბ) საცხოვრებელი, სამოქალაქო და საზოგადოებრივი დანიშნულების შენობა-ნაგებობების მშენებლობა - 200 ლარი;

ბ.გ) სამრეწველო და საწარმოო დანიშნულების შენობა-ნაგებობების მშენებლობა - 200 ლარი;

ბ.დ) ენერგეტიკის ობიექტების მშენებლობა - 200 ლარი;

ბ.ე) საინჟინრო სისტემებისა და კომუნიკაციების მშენებლობა - 200 ლარი;

ბ.ვ) სატრანსპორტო ობიექტების მშენებლობა - 200 ლარი;

ბ.ზ) ხიდებისა და გვირაბების მშენებლობა - 200 ლარი;

ბ.თ) საკაბელო ხაზის, რადიო-სატელეფონო და სატელევიზიო-სარელეო ხაზის, რადიოსადგურის მშენებლობა - 200 ლარი;

ბ.ი) სპეციალური ნაგებობის მშენებლობა - 200 ლარი;

ბ.კ) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტების მშენებლობა - 200 ლარი;

ბ.ლ) ჰიდროტექნიკური და მელიორაციული მშენებლობა - 200 ლარი;

ბ.მ) ტექნოლოგიური მოწყობილობისა და კომუნიკაციის მონტაჟი და გასაშვებ-გამმართავი სამუშაოები­ - 200 ლარი.

6. აღმზრდელობით-საგანმანათლებლო დაწესებულებათა საქმიანობა:

ა) სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება - 200 ლარი;

ბ) ყველა საფეხურის სკოლა, სპორტული სკოლა, სკოლა-ინტერნატი, ლიცეუმი, გიმნაზია, სარეაბილიტაციო ცენტრი და ბავშვთა სახლი - 300 ლარი;

გ) დაწყებითი პროფესიული, საშუალო პროფესიული და დამატებითი პროფესიული განათლების სასწავლებელი - 400 ლარი;

გ.ა) თითოეული სპეციალობა - 50 ლარი;

დ) უმაღლესი სასწავლებელი - 500 ლარი;

დ.ა) თითოეული სპეციალობა - 100 ლარი;

ე) სკოლისგარეშე დაწესებულება და საგანმანათლებლო კომპიუტერული ცენტრი - 200 ლარი;

ვ) სასწავლო და აღმზრდელობითი კურსი - 200 ლარი.

7. აუდიტორული საქმიანობა:

ა) აუდიტორული ფირმის საქმიანობა - 156 ლარი;

ბ) აუდიტორის საქმიანობა - 84 ლარი.

8. მეტროლოგიური და გაზომვათა საშუალებების წარმოება და შეკეთება:

ა) მეტროლოგიური და გაზომვათა საშუალებების წარმოება - 50 ლარი;

ბ) მეტროლოგიური და გაზომვათა საშუალებების შეკეთება - 50 ლარი.

9. იარაღისა და საბრძოლო მასალის დამზადება, შეკეთება და მათით ვაჭრობა:

ა) იარაღისა და საბრძოლო მასალების დამზადება - 100 ლარი;

ბ) იარაღისა და საბრძოლო მასალების შეკეთება - 100 ლარი;

გ) იარაღითა და საბრძოლო მასალებით ვაჭრობა - 100 ლარი.

10. საზღვაო სამგზავრო გადაყვანა - 2000 ლარი.

11. საბაჟო სფეროში საქმიანობა:

ა) საბაჟო ბროკერის საქმიანობა - 1000 ლარი;

ბ) საბაჟო გადამზიდველის საქმიანობა - 1000 ლარი.

12. ბირთვული და რადიაციული საქმიანობა:

ა) ბირთვული და რადიაციული ობიექტების დაპროექტება, სამეცნიერო-კვლევითი, საკონტროლო, მონიტორინგის, სააღრიცხვო, ინსპექტირების, ატესტირების ექსპერტიზის სამუშაოები - 90 ლარი;

ბ) ბირთვული მასალების, რადიაქტიური ნივთიერებებისა და რადიაქტიური ნარჩენების შეძენა, გადაცემა, გადამუშავება, ტრანსპორტირება და მათთან დაკავშირებული სხვა მოქმედებები - 200 ლარი;

გ) ბირთვული და რადიაციული ობიექტების მშენებლობა, ფლობა და ექსპლოატაცია - 380 ლარი.

13. კვების (მათ შორის, ბავშვთა კვების) პროდუქტებისა და თამბაქოს პროდუქციის წარმოების სფეროში:

ა) ალკოჰოლიანი სასმელებისა და ეთილის სპირტის წარმოება - 130 ლარი;

ბ) ლუდის, უალკოჰოლო სასმელებისა და წყლის, მათ შორის, მინერალური წყლის სასაქონლო პროდუქციის წარმოება - 130 ლარი;

გ) ყველა სხვა სახის კვების (მათ შორის, ბავშვთა კვების) პროდუქტებისა და თამბაქოს წარმოება - 130 ლარი.

14. კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობა:

ა) საფოსტო კავშირით მომსახურება ადგილობრივი და საერთაშორისო საფოსტო გზავნილების მიღებით, გაგზავნით, გადაზიდვითა და დატარებით მომსახურება - 1000 ლარი;

ბ) ადგილობრივი, საქალაქთაშორისო და საერთაშორისო კავშირებით, საკაბელო ტელერადიომაუწყებლობით, მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის ქსელით მომსახურება:

ბ.ა) ადგილობრივი სატელეფონო კავშირის სისტემითა და ქსელით მომსახურება - 2500 ლარი;

ბ.ბ) საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო კავშირებით მომსახურება - 3000 ლარი;

ბ.გ) საკაბელო ტელერადიოსამაუწყებლო ქსელით მომსახურება - 1000 ლარი;

ბ.დ) მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის საკაბელო ქსელით მომსახურება - 1000 ლარი;

ბ.ე) ქვეყნის შიგნით და საერთაშორისო მაგისტრალების სიმეტრიული, კოაქსიალური და ბოჭკოვან-ოპტიკური მაგისტრალებით მომსახურება - 3000 ლარი;

გ) თანამგზავრული ან/და საერთაშორისო სისტემებით მომსახურება:

გ.ა) ტელერადიოსამაუწყებლო თანამგზავრული სისტემების მიწისზედა სადგურებით მომსახურება - 1000 ლარი;

გ.ბ) საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო  კავშირებით მომსახურება თანამგზავრული სისტემის გამოყენებით - 3000 ლარი;

გ.გ) მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის საკაბელო ქსელით მომსახურება თანამგზავრული სისტემის გამოყენებით - 1000 ლარი;

დ) სიხშირული სპექტრის გამოყენებით საქმიანობა:

დ.ა) მოძრავი და ფიქსირებული რადიოსატელეფონო კავშირით საქმიანობა - 1000 ლარი;

დ.ბ) მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის ქსელით მომსახურება რადიოხაზების გამოყენებით - 1000 ლარი;

დ.გ) პერსონალური რადიოგამოძახებითი კავშირით მომსახურება - 1000 ლარი;

დ.დ) ფიჭური სატელეფონო კავშირით მომსახურება - 3000 ლარი;

დ.ე) საეთერო ტელერადიომაუწყებლობა - 1000 ლარი;

დ.ვ) მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის მიწისზედა ქსელით მომსახურება სიხშირეების გამოყენებით - 1000 ლარი;

დ.ზ) პეიჯინგური სისტემით მომსახურება - 1000 ლარი;

დ.თ) თრანქული სისტემით მომსახურება - 1000 ლარი;

დ.ი) საჰაერო, საზღვაო და სახმელეთო სანავიგაციო სისტემებით მომსახურება - 1000 ლარი.

15. ვეტერინარიის, პესტიციდების და აგროქიმიკატების წარმოებისა და ვაჭრობის სფეროში:

ა) ვეტერინარული საქმიანობა, მხოლოდ ვეტერინარიაში გამოსაყენებელი ბიოლოგიური, სამკურნალო და სხვა ქიმიურ-ფარმაცევტული პრეპარატების, ცხოველთა საკვების წარმოება და ვაჭრობა, სახელმწიფო ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული ობიექტების ფუნქციონირება:

ა.ა) ვეტერინარული საქმიანობა:

ა.ა.ა) ვეტერინარული აფთიაქი - 20 ლარი;

ა.ა.ბ) ვეტერინარული კლინიკა - 20 ლარი;

ა.ა.გ) ვეტერინარული კოსმეტიკური კაბინეტი - 20 ლარი;

ა.ა.დ) ვივარიუმი - 20 ლარი;

ა.ა.ე) ცხოველთა სასაკლაო - 20 ლარი;

ა.ა.ვ) სანიტარიული ჩეხური ორმო - 20 ლარი;

ა.ა.ზ) ცოცხალი ძუძუმწოვარა ცხოველის, ფრინველის, ფუტკრის, წყალ-ხმელეთა ცხოველის სარეალიზაციო ობიექტი - 20 ლარი;

ა.ა.თ) ზოოლოგიური მაღაზია - 20 ლარი;

ა.ა.ი) ცხოველთა სასტუმრო - 20 ლარი;

ა.ა.კ) ცხოველთა ვოლიერი - 20 ლარი;

ა.ა.ლ) ცხოველური წარმოშობის პროდუქტების გადამამუშავებელი საწარმოების (ქარხნების) ვეტერინარული კონტროლის სამსახური - 20 ლარი;

ა.ა.მ) ბაზრებთან, ბაზრობებთან და სხვა სავაჭრო ობიექტებთან მოქმედი ვეტერინარულ-სანიტარიული ზედამხედველობის სამსახური (ვეტერინარული ლაბორატორია) - 20 ლარი;

ა.ა.ნ) ცხოველური წარმოშობის ნედლეულის გადამამუშავებელი საამქროების ვეტერინარულ-სანიტარიული ზედამხედველობის სამსახური - 20 ლარი;

ა.ბ) მხოლოდ ვეტერინარიაში გამოსაყენებელი ბიოლოგიური, სამკურნალო და სხვა ქიმიურ-ფარმაცევტული პრეპარატების, ცხოველთა საკვების (საკვებდანამატების) წარმოება და მათით ვაჭრობა:

ა.ბ.ა) წარმოება - 30 ლარი;

ა.ბ.ბ) ვაჭრობა - 30 ლარი;

ბ) პესტიციდების წარმოება და პესტიციდებით ვაჭრობა:

ბ.ა) პესტიციდების წარმოება:

ბ.ა.ა) ბიოლოგიური პესტიციდები - 280 ლარი;

ბ.ა.ბ) ქიმიური პესტიციდები - 460 ლარი;

ბ.ბ) პესტიციდებით ვაჭრობა - 415 ლარი;

გ) აგროქიმიკატების წარმოება და აგროქიმიკატებით ვაჭრობა:

გ.ა) აგროქიმიკატების წარმოება - 438 ლარი;

გ.ბ) აგროქიმიკატებით ვაჭრობა - 414 ლარი.

16. ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობა, ნავთობის გადამუშავება, გაზის დამუშავება, ნავთობის, გაზის ან/და ნავთობგაზპროდუქტების ტრანსპორტირება ("ნავთობისა და გაზის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში):

ა)  ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობა:

ა.ა) გეოლოგიური რესურსები 20 მილიონამდე ტონა/კვადრატულ კილომეტრზე - 65000 ლარი;

ა.ბ) გეოლოგიური რესურსები 20-დან 60 მილიონ ტონა/კვადრატულ კილომეტრამდე - 130000 ლარი;

ა.გ) გეოლოგიური რესურსები 60 მილიონი ტონა/კვადრატულ კილომეტრზე და ზევით - 220000 ლარი;

ბ) ნავთობის გადამუშავება - 3000 ლარი;

გ) გაზის დამუშავება - 2500 ლარი;

დ) ნავთობის, გაზისა და ნავთობგაზპროდუქტების ტრანსპორტირება - 2000 ლარი.

17. ბუნებრივი რესურსებით სარგებლობა (გარდა ნავთობისა და გაზის, მიწის რესურსებითა და ტყით სარგებლობისა):

ა) წყლის რესურსებით სარგებლობა:

ა.ა) ზედაპირული წყლის ობიექტებიდან წყლის ამოღება - 200 ლარი;

ა.ბ) წყლის ობიექტებში ჩამდინარე წყლის ჩაშვება - 180 ლარი;

ა.გ) წყლის ობიექტებით სარგებლობისთვის წყლის ამოღების გარეშე - 150 ლარი;

ა.დ) წყლის ობიექტიდან ნივთიერებების ამოღება - 300 ლარი;

ა.ე) საკურორტო და სპორტული მიზნისთვის - 250 ლარი;

ბ) ცხოველთა სამყაროთი სარგებლობისთვის:

ბ.ა) სამონადირეო მეურნეობის შექმნისა და მის ფარგლებში ნადირობისთვის:

ბ.ა.ა) 0-10000 ჰექტარამდე - 800 ლარი;

ბ.ა.ბ) 10001-20000 ჰექტარამდე - 1900 ლარი;

ბ.ა.გ) 20001-30000 ჰექტარამდე - 2800 ლარი;

ბ.ა.დ) 30001-40000 ჰექტარამდე - 3600 ლარი;

ბ.ა.ე) 40001-50000 ჰექტარამდე - 4400 ლარი;

ბ.ა.ვ) 50001 ჰექტარი და მეტი - 5300 ლარი;

ბ.ბ) თევზის რესურსებითა და წყლის ცხოველებით სარგებლობისთვის:

ბ.ბ.ა) 0-2 ტონა - 30 ლარი;

ბ.ბ.ბ) 2.1-10 ტონა - 50 ლარი;

ბ.ბ.გ) 10.1-20 ტონა - 70 ლარი;

ბ.ბ.დ) 20.1-40 ტონა - 90 ლარი;

ბ.ბ.ე) 40.1-60 ტონა - 120 ლარი;

ბ.ბ.ვ) 60.1-100 ტონა - 200 ლარი;

ბ.ბ.ზ) 1001 ტონა და მეტი - 400 ლარი.

18. გარემოსდაცვითი საქმიანობა - 150 ლარი.

19. სამთომოპოვებითი და სამთამადნო საქმიანობა:

ა) სასარგებლო წიაღისეულის შესწავლა - 1500 ლარი;

ბ) სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება - 3500 ლარი;

გ) სასარგებლო წიაღისეულის გადამუშავება - 3500 ლარი;

დ) სასარგებლო წიაღისეულის საბადოების დამუშავება - 3500 ლარი;

ე) სამთამადნო საქმიანობა - 3500 ლარი;

ვ) სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობა:

ვ.ა) ნახშირბადის საბადოზე - 1300 ლარი;

ვ.ბ) ტორფისა და საპროპელიტის საბადოზე - 450 ლარი;

ვ.გ) შავი ლითონის საბადოზე - 1400 ლარი;

ვ.დ) ფერადი ლითონის საბადოზე - 1200 ლარი;

ვ.ე) კეთილშობილი ლითონის საბადოზე - 850 ლარი;

ვ.ვ) იშვიათი ლითონის საბადოზე - 600 ლარი;

ვ.ზ) სამთო-ქიმიური ნედლეულის საბადოზე - 1100 ლარი;

ვ.თ) არამადნეული ნედლეულის საბადოზე:

ვ.თ.ა) მცირე და საშუალო სიდიდის საბადოზე - 900 ლარი;

ვ.თ.ბ) დიდ საბადოზე - 1250 ლარი;

ვ.ი) ძვირფასი ქვების საბადოზე - 650 ლარი;

ვ.კ) საშენი მასალების საბადოზე:

ვ.კ.ა) მცირე და საშუალო სიდიდის საბადოზე - 900 ლარი;

ვ.კ.ბ) დიდ საბადოზე - 1250 ლარი;

ვ.ლ) მინერალური წყლის საბადოზე:

ვ.ლ.ა) მცირე და საშუალო სიდიდის საბადოზე - 600 ლარი;

ვ.ლ.ბ) დიდ საბადოზე - 1800 ლარი;

ვ.მ) ტალახის საბადოზე - 500 ლარი;

ვ.ნ) ნახშირორჟანგის გაზის საბადოზე - 450 ლარი;

ვ.ო) მიწისქვეშა თერმული წყლის საბადოზე - 550 ლარი;

ვ.პ) მიწისქვეშა მტკნარი წყლის საბადოზე - 400 ლარი;

ზ) მყარი სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების და  გადამუშავების ნარჩენებისა და კუდებით სარგებლობისათვის - 500 ლარი;

თ) ბუნებრივი სიცარიელეების, მიწისქვეშა ნაგებობათა მშენებლობისა და ექსპლოატაციისათვის, რომლებიც დაკავშირებული არ არის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებასთან და წიაღის იმ ობიექტების შექმნასთან, რომლებიც განსაკუთრებულ დაცვას საჭიროებს - 300 ლარი.

20. ჰიდრომეტეოროლოგიური საქმიანობა:

ა) მშენებლობისა და ტერიტორიების ათვისების ჰიდრომეტეოროლოგიური ექსპერტიზა - 1600 ლარი;

ბ) ჰიდროლოგიური დაკვირვებები - 1600 ლარი;

გ) საზღვაო და ოკეანოგრაფიული დაკვირვებები - 1350 ლარი;

დ) ჰელიოგრაფიული დაკვირვებები - 1350 ლარი;

ე) გარემოს დაბინძურების დაკვირვებები - 1350 ლარი.

21. გეოლოგიური საქმიანობა:

ა) რეგიონული გეოლოგიური სამუშაოები და გეოლოგიური აგეგმვა - 160 ლარი;

ბ) ლითონური სასარგებლო წიაღისეულის საბადოების ძებნა-ძიება - 190 ლარი;

გ) არალითონური სასარგებლო წიაღისეულის საბადოების ძებნა-ძიება - 190 ლარი;

დ) მყარი საწვავი წიაღისეულის საბადოების ძებნა-ძიება - 190 ლარი;

ე) ჰიდროგეოლოგიური სამუშაოები - 190 ლარი;

ვ) საინჟინრო-გეოლოგიური სამუშაოები - 190 ლარი;

ზ) გეოფიზიკური სამუშაოები - 190 ლარი;

თ) გეოქიმიური სამუშაოები - 190 ლარი;

ი) გეოეკოლოგიური სამუშაოები - 160 ლარი.

22. მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტების ბეჭდვა და შენახვა:

ა) პირველი კატეგორიის პოლიგრაფიული საწარმოს საქმიანობა - 18000 ლარი;

ბ) მეორე კატეგორიის პოლიგრაფიული საწარმოს საქმიანობა - 15000 ლარი;

გ) მესამე კატეგორიის პოლიგრაფიული საწარმოს საქმიანობა - 12000 ლარი.

23. აგროქიმიური, ნიადაგის დაცვისა და აგროქიმიკატების ხარისხის განსაზღვრის სფეროში ლაბორატორიული საქმიანობა - 462 ლარი.

24. სამყნობი, სათესლე და სარგავი მასალების წარმოება:

ა) სამყნობი, სათესლე და სარგავი მასალის წარმოება (გარდა ვაზისა) - 139 ლარი;

ბ) ვაზის სამყნობი და სარგავი (ნამყენი ნერგი) მასალების სასაქონლო წარმოება - 200 ლარი.

25. მეცხოველეობის სფეროში სანაშენე საქმიანობა:

ა) მეძროხეობა, მეკამეჩეობა, მეცხენეობა - 270 ლარი;

ბ) მეღორეობა, მეცხვარეობა, მეთხეობა - 258 ლარი;

გ) მეფრინველეობა, მებოცვრეობა, მეთევზეობა, მეფუტკრეობა - 246 ლარი.

26. სალიცენზიო მოწმობის დუბლიკატი - 10 ლარი.

მუხლი 7. სანებართვო მოსაკრებლის განაკვეთები

1. საერთაშორისო საავტომობილო გადაყვანა-გადაზიდვის ნებართვა - საქართველოს ტერიტორიიდან საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვაზე (საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე დადგენილი კვოტების ზევით) ერთჯერადი ნებართვა - 500 ლარი.

2. საშიში საწარმოო ობიექტების ექსპლოატაციასთან, კონსტრუირებასთან, გაუქმებასთან, ექსპლუატაციის შეწყვეტასა და კონსერვაციასთან, საშიშ საწარმოო ობიექტზე გამოყენებული ტექნიკური მოწყობილობების დამზადებასა და მონტაჟთან, მომსახურებასა და რემონტთან, ტექნიკური უსაფრთხოების ექსპერტიზის ჩატარებასთან, მშენებლობის წარმოებისას საშიში საწარმოო მექანიზმების გამოყენებასთან (გარდა "ნავთობისა და გაზის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული სფეროებისა), სახელმწიფოს დაკვეთით სამოქალაქო საჰაერო ტრანსპორტით სახიფათო ტვირთების ტრანსპორტირებასთან, სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების ბრუნვასთან, საწარმოო უსაფრთხოების სფეროში პერსონალის მომზადებასთან დაკავშირებული საქმიანობის ნებართვა:

ა) სამთო, მათ შორის მადნეული და არამადნეული წიაღისეულის მომპოვებელი და გადამამუშავებელი საწარმოების, მიწისქვეშა გამონამუშევრების, მღვიმეებისა და ხელოვნური ნაგებობების; მეტალურგიული, ქიმიური, ნავთობქიმიური, ქიმიურ-ფარმაცევტული, ბიოლოგიური და მიკრობიოლოგიური საწარმოების, ამიაკის სამაცივრო დანადგარების, საშიში ქიმიური ნივთიერებების საწყობების; ბირთვულ-რადიაციული ან სხვა მავნე მაიონებელი გამოსხივების ხელსაწყოებისა და მოწყობილობების, აგრეთვე, დოზიმეტრული კონტროლისთვის გამოყენებული აპარატურის; ნავთობ-გაზმომპოვებელი, ნავთობ და გაზგადამამუშავებელი საწარმოების, ნავთობპროდუქტსაცავებისა და მიღება-გაცემის პუნქტების, გეოლოგიურ-საძიებო სამუშაოებთან დაკავშირებული საწარმოებისა და ობიექტების, თხევადი ქლორის მომხმარებელი ობიექტების; მარცვლეული კულტურების გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების; გაზის მეურნეობის ობიექტების (გარდა საყოფაცხოვრებო დანადგარებისა), მათ შორის გაზმომარაგების სისტემების (როგორც ბუნებრივი, ასევე თხევადი გაზის), თხევადი აირების (პროპან-ბუტანი) და დაწნეხილი ბუნებრივი გაზის ობიექტების; საქვაბე დანადგარების, წნევაზე მომუშავე ჭურჭლებისა და მილსადენების, ტვირთამწე მექანიზმების, ლიფტების, ესკალატორების, საბაგირო გზების, ფუნიკულიორების:

ა.ა) ექსპლოატაცია - 80 ლარი;

ა.ბ) კონსტრუირება - 60 ლარი;

ა.გ) გაუქმება, ექსპლოატაციის შეწყვეტა, კონსერვაცია - 55 ლარი;

ბ) სამთო საწარმოების ელექტრო და მექანიკური დანადგარების, მოწყობილობის, ტექნოლოგიური ტრანსპორტის; აფეთქება-ხანძარსაშიში, ტოკსიკური, მეტალურ-გიული, ქიმიური, ნავთობქიმიური, ნავთობ და გაზგადამამუშავებელი, ცელულოზა-ქაღალდის, მიკრობიოლოგიური წარმოების მოწყობილობების; ბირთვულ-რადიაციული ან სხვა მაიონებელი გამოსხივების მქონე ხელსაწყოებისა და მოწყობილობების, აგრეთვე, დოზიმეტრული კონტროლისათვის გამოყენებული აპარატურის; ნავთობ-გაზმომპოვებელი საწარმოების, მაგისტრალური მილსადენი ტრანსპორტის, ნავთობ და აირგადამამუშავებელი საწარმოების, თხევადი ქლორის მომხმარებელი ობიექტების; ნავთობპროდუქტსაცავების და მიღება-გაცემის პუნქტებისა და გეოლოგიურ-საძიებო სამუშაოების ტექნიკური მოწყობილობის, მარცვლეული კულტურების გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების მოწყობილობის; საქვაბე დანადგარების, წნევაზე მომუშავე ჭურჭლებისა და მილსადენების, ტვირთამწე მექანიზმების, ლიფტების, ესკალატორების, საბაგირო გზების, ფუნიკულიორების, გაზის მეურნეობის, მათ შორის, თხევადი და ბუნებრივი გაზის აპარატურის მოწყობილობისა და დანადგარების, აგრეთვე, სატრანსპორტო საშუალებების, სახიფათო ტვირთების გადასაზიდი სარკინიგზო კონტეინერებისა და მოძრავი შემადგენლობის უსაფრთხო მოძრაობის უზრუნველყოფისათვის საჭირო ტექნიკური სისტემებისა და მოწყობილობების, ავარიასაწინააღმდეგო დაცვის, სიგნალიზაციის საკონტროლო აპარატურის სისტემების; თბოელექტროსადგურების მოწყობილობების:

ბ.ა) დამზადება - 60 ლარი;

ბ.ბ) მონტაჟი, რემონტი, მომსახურება - 60 ლარი;

გ) სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების ბრუნვასთან დაკავშირებული საქმიანობა:

გ.ა) შეძენა, გამოცდა, გამოყენება, ექსპორტი, იმპორტი, რეექსპორტი, ტრანზიტი - 40 ლარი;

გ.ბ) დამზადება, შენახვა, რეალიზაცია - 40 ლარი;

დ) მშენებლობის წარმოებისას საშიში საწარმოო მექანიზმების გამოყენება (გარდა "ნავთობისა და გაზის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული სფეროებისა) - 50 ლარი;

ე) სახელმწიფო დაკვეთით სამოქალაქო საჰაერო ტრანსპორტით სახიფათო ტვირთების ტრანსპორტირება - 40 ლარი;

ვ) საწარმოო უსაფრთხოების სფეროში პერსონალის მომზადებასთან დაკავშირებული საქმიანობა - 60 ლარი.

3. ისტორიისა და კულტურის ძეგლებზე სამუშაოების ჩასატარებლად დაშვების ნებართვა - 340 ლარი.

4. განსაკუთრებული მნიშვნელობისა და სტრატეგიული დანიშნულების ობიექტების მშენებლობის ნებართვა:

ა) 500 ათას ლარამდე ღირებულების ობიექტი - 1000 ლარს + ობიექტის ღირებულების 0.5%;

ბ) 500 ათასიდან 1 მილიონ ლარამდე ღირებულების ობიექტი - 8000 ლარი;

გ) 1 მილიონიდან 3 მილიონამდე ღირებულების ობიექტი - 14000 ლარი;

დ) 3 მილიონიდან 5 მილიონამდე ღირებულების ობიექტი - 19000 ლარი;

ე) 5 მილიონიდან 10 მილიონამდე ღირებულების ობიექტი - 24000 ლარი;

ვ) 10 მილიონზე მეტი ღირებულების ობიექტი - 24000 ლარს + ობიექტის ღირებულების 0.01%.

5. ანტიკვარული ნივთებით ვაჭრობის ნებართვა:

ანტიკვარული ნივთებით ვაჭრობა სავაჭრო ფართობის 1 კვადრატულ მეტრზე - 20 ლარი.

6. გარემოსდაცვითი ნებართვა:

ა) პირველი კატეგორიის საქმიანობა - 500 ლარი;

ბ) მეორე კატეგორიის საქმიანობა - 300 ლარი;

გ) მესამე კატეგორიის საქმიანობა - 200 ლარი;

დ) მეოთხე კატეგორიის საქმიანობა - 100 ლარი.

7. საბაჟო ტერიტორიაზე ვაჭრობა, საქონლის გადამუშავება და საწყობების საქმიანობის ნებართვა:

ა) უბაჟო საცალო ვაჭრობის ობიექტის შექმნა - 500 ლარი;

ბ) საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავება - 1000 ლარი;

გ) საბაჟო კონტროლის ქვეშ საქონლის გადამუშავება - 1000 ლარი;

დ) საბაჟო და დროებითი შენახვის საწყობის შექმნა - 500 ლარი;

ე) საერთო მოხმარების შემდეგი ფართობის საბაჟო საწყობზე:

ე.ა) 1000 კვადრატულ მეტრზე ნაკლები - 500 ლარი;

ე.ბ) 1000-დან 2000 კვადრატულ მეტრამდე - 700 ლარი;

ე.გ) 2000 კვადრატულ მეტრზე მეტი - 1000 ლარი.

8. ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური დათვალიერებისათვის აუცილებელი დიაგნოსტიკური ცენტრების საქმიანობის ნებართვა - 200 ლარი.

9. ნავთობგადამამუშავებელი ობიექტების სათბობ-ენერგეტიკულ სისტემაში განთავსების, ელექტროენერგიის წარმოების ობიექტების, აგრეთვე იმ საშუალებების განთავსების ნებართვა, რომლებიც გამოიყენება ელექტროენერგიის ტრანზიტისთვის ან ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირებისათვის:

ა) საქართველოს ტერიტორიაზე ნავთობგადამამუშავებელი ობიექტების სათბობ-ენერგეტიკულ სისტემაში განთავსების ნებართვა - 240 ლარი;

ბ) საქართველოს ტერიტორიაზე ელექტროენერგიის წარმოების ობიექტებისა და ტრანსპორტირების საშუალებების განთავსების ნებართვა - 200 ლარი.

10. ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების, კაზინოების (სამორინეების) მოწყობის ნებართვა:

ა) ტირაჟიანი, მომენტალური, მიზნობრივი, წამახალისებელი ლატარიის, ლოტოსა და ბინგოს მოწყობა (თითოეული სახეობა) - 1500 ლარი;

ბ) სათამაშო აპარატების სალონის მოწყობა  - 2000 ლარი;

გ) ტოტალიზატორის მოწყობა - 3000 ლარი;

დ) სამორინეს (კაზინოს) საქმიანობა - 20000 ლარი.

11. ქვეყნის ტერიტორიაზე ტოპოგრაფიულ-გეოდეზიური, კარტოგრაფიული და აეროგადაღებითი საქმიანობის (გარდა თემატიკური ხასიათის სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოებისა) ნებართვა:

ა) ტოპოგრაფიულ-გეოდეზიური საქმიანობა:

ა.ა) ფიზიკური პირისთვის - 100 ლარი;

ა.ბ) იურიდიული პირისთვის - 200 ლარი;

ბ) აეროგადაღებითი საქმიანობა (ერთჯერადი ნებართვა) - 500 ლარი.

12. ტყითსარგებლობის ნებართვა:

ტყითსარგებლობაზე "საქართველოს ტყის კოდექსის 51-ე მუხლით გათვალისწინებულ თითოეულ სახეობაზე (გარდა ტყითსარგებლობის ბილეთით ხე-ტყის დამზადებისა და სამონადირეო მეურნეობების წარმოებისა) - 8 ლარი;

13. საქონლის ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტის, ტრანზიტის სფეროში:

ა) შეიარაღების (მათ შორის, იარაღის), საბრძოლო მასალის, სამხედრო ტექნიკის, ტექნიკური დოკუმენტაციის, იარაღის წარმოებასთან დაკავშირებული სამუშაოების, მომსახურებისა და საბრძოლო მასალების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის ნებართვა - გარიგების ღირებულების 0.5%;

ბ) სამკურნალო საშუალებების, ფარმაცევტული სუბსტანციების და დაუფასოებელი ფარმაცევტული პროდუქციის იმპორტისა და რეექსპორტის ნებართვა, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებების იმპორტისა და ექსპორტის ნებართვა:

ბ.ა) სამკურნალო საშუალებების, ფარმაცევტული სუბსტანციების და დაუფასოებელი ფარმაცევტული პროდუქციის იმპორტსა და რეექსპორტზე - 100 ლარი;

ბ.ბ) სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებების იმპორტსა და ექსპორტზე - 100 ლარი;

გ) ხე-ტყის ექსპორტისა და იმპორტის ნებართვა:

გ.ა) ხე-ტყის  ექსპორტი - 18 ლარი;

დ) შავი და ფერადი ლითონების ჯართის და ნარჩენების (მათ შორის, საწარმოო ნარჩენების) ექსპორტისა და რეექსპორტის, ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის ნებართვა:

დ.ა) შავი და ფერადი ლითონების ჯართის და ნარჩენების (მათ შორის, საწარმოო ნარჩენების) ექსპორტისა და რეექსპორტის ნებართვა - 30 ლარი;

დ.ბ) ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის ნებართვა - 30 ლარი;

ე) პესტიციდების ექსპორტისა და იმპორტის ნებართვა:

ე.ა) გამოსაყენებლად დაშვებული პესტიციდების იმპორტი - 165 ლარი;

ე.ბ) მკაცრად შეზღუდული პესტიციდების იმპორტი - 560 ლარი;

ე.გ) მკაცრად შეზღუდული პესტიციდების ექსპორტი - 520 ლარი;

ვ) წინასწარ დასაბუთებული თანხმობის პროცედურას დაქვემდებარებული საშიში ქიმიური ნივთიერებების იმპორტისა და ექსპორტის ნებართვა - 600 ლარი;

ზ) მხოლოდ ვეტერინარიაში გამოსაყენებელი ბიოლოგიური, სამკურნალო და სხვა ქიმიურ-ფარმაცევტული პრეპარატების, ცხოველთა, ცხოველური წარმოშობის პროდუქტების, ცხოველთა საკვების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის ნებართვა:

ზ.ა) მხოლოდ ვეტერინარიაში გამოსაყებელი ბიოლოგიური, სამკურნალო  და სხვა ქიმიურ-ფარმაცევტული პრეპარატების იმპორტი, ექსპორტი და რეექსპორტი - 50 ლარი;

ზ.ბ) სახელმწიფო ვეტერინარიულ კონტროლს დაქვემდებარებული ცხოველების (მათ შორის, ყველა სახის ძუძუმწოვარა ცხოველი, ფრინველი, თევზი, ფუტკარი) ემბრიონის, საინკუბაციო კვერცხის, განაყოფიერებული ქვირითის, ცხოველური წარმოშობის ნედლეულის (მათ შორის ტყავი, მატყლი, ქურქ-ბეწვეული, ძვალი, ნაწლავი, ძვალ-ხორცის ფქვილი) იმპორტი, ექსპორტი, რეექსპორტი და ტრანზიტი - 30 ლარი;

ზ.გ) ცხოველთა საკვების (საკვებდანამატების) იმპორტი, ექსპორტი, რეექსპორტი და ტრანზიტი - 50 ლარი;

ზ.დ) ცხოველური წარმოშობის პროდუქტების იმპორტი, ექსპორტი, რეექსპორტი და ტრანზიტი - 50 ლარი;

თ) აგროქიმიკატების ექსპორტისა და იმპორტის ნებართვა - 300 ლარი;

ი) კონტროლს დაქვემდებარებული მცენარეული წარმოშობის პროდუქციის იმპორტისა და ტრანზიტის ნებართვა - 25 ლარი.

14. კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის ნებართვა:      

ა) რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების:

ა.ა) დაპროექტება - 20 ლარი;

ა.ბ) მშენებლობა - 20 ლარი;

ა.გ) წარმოება - 20 ლარი;

ა.დ) გამოყენება - 20 ლარი;

ა.ე) ექსპლოატაცია - 20 ლარი;

ა.ვ) იმპორტი - 20 ლარი;

ა.ზ) რეალიზაცია - 20 ლარი;

ბ) შიდატექნოლოგიური მიზნებისთვის რადიოსარელეო ხაზების გამოყენება - 200 ლარი;

გ) ლიცენზიის გარეშე საქმიანობისას ნუმერაციის რესურსის გამოყენება - 300 ლარი.

15. იარაღის შეძენის, შენახვის, ტარების, გადატანა-გადაზიდვისა და გადაგზავნის, იარაღის ცალკეული ეგზემპლარების საქართველოში შემოტანისა და საქართველოდან გატანის (გარდა ექსპორტ-იმპორტის, ტრანზიტის და რეექსპორტის), ტირის, სასროლეთის, სასროლო სანადირო სტენდის გახსნის ნებართვა:                

ა) პნევმატური სანადირო იარაღის შეძენის, შენახვის და ტარების ნებართვა:

ა.ა) ფიზიკური პირისთვის - 10 ლარი;

ა.ბ) იურიდიული პირისთვის - 20 ლარი;

ბ) ხრახნილლულიანი სანადირო იარაღისა და მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღის (პისტოლეტი, რევოლვერი) შეძენის, შენახვისა და ტარების ნებართვა:

ბ.ა) ფიზიკური პირისთვის - 8 ლარი;

ბ.ბ) იურიდიული პირისთვის - 16 ლარი;

გ) სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღისა და გაზის იარაღის (პისტოლეტი, რევოლვერი, აეროზოლური მოწყობილობა) შეძენის, შენახვისა და ტარების ნებართვა:

გ.ა) ფიზიკური პირისთვის - 6 ლარი;

გ.ბ) იურიდიული პირისთვის - 12 ლარი;

დ) ტირის, სასროლეთის, სასროლო სანადირო სტენდის გახსნის ნებართვა - 10 ლარი.

16. საქართველოს კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის ნებართვა - 14 ლარი.

17. ძვირფას ლითონებთან, ძვირფას ქვებთან და ნაწარმთან დაკავშირებული საქმიანობის ნებართვა:

"ძვირფასი ლითონებისა და ძვირფასი ქვების სახელმწიფო კონტროლის, ანალიზისა და დადამღვის შესახებ" საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თითოეული საქმიანობა - 40 ლარი.

18. დაკვირვების ელექტრონული საშუალებების დამზადების, შეძენის, საქართველოში შემოტანისა და საქართველოდან გატანის ნებართვა:

ა) დაკვირვების ელექტრონული საშუალებების დამზადება - 100 ლარი;

ბ) დაკვირვების ელექტრონული საშუალებების შეძენა, საქართველოში შემოტანა და საქართველოდან გატანა - გარიგების ღირებულების 1%.

19. ბეჭდებისა და შტამპების დამზადების ნებართვა - 10 ლარი.

20. საზღვაო ბუქსირზიდვის (გარდა სანავსადგურო ბუქსირზიდვისა) ნებართვა - 1100 ლარი.

21. კვების (მათ შორის, ბავშვთა კვების) პროდუქტებისა და თამბაქოს პროდუქციის მწარმოებელი საწარმოს ნებართვა:

ა) ალკოჰოლიანი სასმელებისა და ეთილის სპირტის საწარმოებზე:

ა.ა) 1 წლით - 150 ლარი;

ა.ბ) 2 წლით - 300 ლარი;

ა.გ) 3 წლით - 450 ლარი;

ბ) ლუდის, უალკოჰოლო სასმელებისა და წყლის საწარმოებზე:

ბ.ა) 1 წლით - 150 ლარი;

ბ.ბ) 2 წლით - 300 ლარი;

ბ.გ) 3 წლით - 450 ლარი;

გ) ყველა სხვა სახის კვების (მათ შორის, ბავშვთა კვების) პროდუქტების და თამბაქოს საწარმოებზე:

გ.ა) 1 წლით - 150 ლარი;

გ.ბ) 2 წლით - 300 ლარი;

გ.გ) 3 წლით - 450 ლარი.

22. იარაღის კოლექციონირებისა და ექსპონირების  ნებართვა - 100 ლარი.

23. სანებართვო მოწმობის დუბლიკატი - 10 ლარი. 

მუხლი 8. სალიცენზიო/სანებართვო მოსაკრებლის გადახდაზე  შეღავათების დადგენა

1. სალიცენზიო/სანებართვო მოსაკრებლის გადახდაზე შეღავათები (სრული ან ნაწილობრივი განთავისუფლება) კატეგორიების მიხედვით დგინდება მხოლოდ ამ კანონით. 

2. დაუშვებელია სალიცენზიო/სანებართვო მოსაკრებლის გადახდაზე ინდივი-დუალური სახის შეღავათების დადგენა.

მუხლი 9. სალიცენზიო/სანებართვო მოსაკრებლის გადახდის წესი

1. სალიცენზიო/სანებართვო მოსაკრებლის გადახდა წარმოებს ამ კანონისა და საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე.

2. სალიცენზიო/სანებართვო მოსაკრებელი გადაიხდება, ლიცენზიის/ნებართვის გაცემამდე, ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორების წესით.

3. უნაღდო ანგარიშსწორება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. ნაღდი ანგარიშსწორება ხორციელდება ეროვნული ვალუტით ბანკებში, დადგენილი ფორმის ქვითრის გაცემით.

5. ლიცენზიის/ნებართვის მაძიებელი ფიზიკური ან იურიდიული პირი ვალდებულია მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა საბუთებთან ერთად, წარუდგინოს ლიცენზიის/ნებართვის გამცემ ორგანოს.

6. ლიცენზიის/ნებართვის მოწმობის დუბლიკატის მიმღები ფიზიკური ან იურიდიული პირი ვალდებულია სალიცენზიო/სანებართვო მოწმობის დუბლიკატის მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი წერილობით განცხადებასთან ერთად წარუდგინოს ლიცენზიის/ნებართვის გამცემ ორგანოს.

7. კანონმდებლობით განსაზღვრული პირობების გათვალისწინებით ლიცენზიის/ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შემთხვევაში, გადახდევინებული მოსაკრებელი უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება. 

მუხლი 10. სალიცენზიო/სანებართვო მოსაკრებლის ბიუჯეტში ჩარიცხვის წესი

სალიცენზიო/სანებართვო მოსაკრებლის ბიუჯეტში ჩარიცხვა ხორციელდება "საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.

მუხლი 11. სადავო საკითხთა გადაწყვეტის წესი

1. სალიცენზიო/სანებართვო მოსაკრებლის საკითხთან დაკავშირებულ დავას წყვეტს სასამართლო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. სასამართლოში სარჩელის შეტანა არ ათავისუფლებს ლიცენზიის/ნებართვის მაძიებელს სალიცენზიო/სანებართვო მოსაკრებლის გადახდისაგან.

მუხლი 12. დასკვნითი დებულება

ამ კანონის ამოქმედებიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს "სალიცენზიო მოსაკრებლის შესახებ" და "საქართველოს ტერიტორიიდან საერთაშორისო საავტო-მობილო სატვირთო გადაზიდვის ნებართვის მოსაკრებლის შესახებ" საქართველოს კანონები.

მუხლი 13. კანონის ამოქმედება

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი                          ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

2003 წლის 12 აგვისტო.

2937–რს

 

ცვლილებები სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ კანონში იხილეთ საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდზე

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test