01.02.2013 14:08
„იმედზე“ ვახო სანაის „ღია ეთერი“ იწყება
მაია წიკლაური
ტელეკომოპანია „იმედზე“ ვახო სანაიას ახალი გადაცემა „ღია ეთერი“ იწყება. გადაცემის დაწყების ზუსტი თარიღი არაა ცნობილი, თუმცა იგეგმება, რომ პირველი გამოშვება ეთერში თებერვალში მოხვდეს. საზოგადოებრივ-პოლიტიკური ტოქშოუ „ღია ეთერი“ ყოველ პარასკევს 22 საათზე გავა ეთერში და კვირის მნიშვნელოვან საზოგადოებრივ პოლიტიკურ თემებს დაეთმობა. "ღია ეთერის" პრომო ვიდეო უკვე გადის "იმედის" ეთერში.
გადაცემის ავტორი და წამყვანი იქნება ვახო სანაია, მისი მთავარი პროდუსერი კი სოფო კვინტრაძე. ვახო სანაიას თქმით, გადაცემის შექმნაში აქტიურად მონაწილეობს არხის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი ბაია ცანავა. „ღია ეთერში“ სტუმრები კვირის აქტუალურ თემებზე დებატებს გამართავენ.
„გადაცემის ფორმატიდან გამომდინარე, იქნებიან მთავარი სტუმრები, იქნება აქტიური დარბაზი, ინტერაქტივი და შევეცდებით სცოიალური ქსელების საშუალებით მაყურებელთა აზრი გავიგოთ“, - განუცხადა ბაია ცანავამ Media.Ge-ს.
ცანავას თქმით, სანაიას თოქ-შოუს გარდა არხზე იგეგმება სხვა საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების დაწყებაც.
სანაია აქამდე საზოგადოებრივ მაუწყებელში გადაცემებს - „ევროპულ არჩევანს“ და „ვახო სანაიას რეპორტაჟს“ ამზადებდა. მასთან და გადაცემა „ვახო სანაიას რეპორტაჟის“ სხვა თანამშრომლებთან საზოგადოებრივმა მაუწყებელმა კონტრაქტები 2012 წლის 9 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გაწყვიტა. როგორც ვახო სანაია მაშინ აცხადებდა, ამის მიზეზი სანაიასა და ხელმძღვანელობის მოსაზრებების შეუთანხმებლობა გახდა. 2012 წლის 19 სექტემბერს ვახო სანაია მაუწყებლის კიდევ ერთ წამყვანთან, ეკა კვესიტაძესთან ერთად სტუდენტების აქციას შეუერთდა და მაუწყებლისგან პატიმართა წამების კადრების გაშუქებას, ასევე ამ თემაზე გადაცემების მომზადებას ითხოვდა.
რაც შეეხება „იმედს“, მას შემდეგ რაც ტელეკომპანია პატარკაციშვილების ოჯახს გადაეცა, არხზე რეორგანიზაციის პროცესი დაიწყო, რის შემდეგაც მხოლოდ ტექნიკური პერსონალი და რამდენიმე სტაჟიორი დარჩა. დაიხურა უცხოეთის ბიუროები. განახლებული „იმედი“ ეთერში „ღია ეთერით“ დაბრუნდა. არხზე განახლდა საინფორმაციო გამოშვება - „ქრონიკა“. ახალი კადრების მიერ მომზადებული საინფორმაციო გამოშვება პირველად 3 დეკმებერს გავიდა ეთერში. მას შემდეგ დილის 9 საათიდან მაყურებელს 3 საათიანი ინტერვალებით აწვდიან ახალ ამბებს, შემაჯამებელი გამოშვება 20:00 საათზე გადის.
სიახლე
-
26.05.2013 00:17
ქარტიის საბჭო ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის განცხადებას განიხილავს
-
24.05.2013 18:32
კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „იმედი“ გააფრთხილა
-
24.05.2013 17:06
რადიოსამაუწყებლო ლიცენზიის კონკურსის გამოცხადებას თბილისში 3 კომპანია ითხოვს
-
24.05.2013 15:56
განცხადება დაშვებული შეცდომის გამო
ბოლო სტატიები
-
ციფრული მაუწყებლობა
24.05.2013 12:14
გამოწვევები ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესში
-
მედია მედიის შესახებ
23.05.2013 21:21
თელავში საერთაშორისო ჟურნალისტური კონფრენცია გაიხსნა
კონკურსები
-
დედლაინი
07.06
2013
კონკურსი პროექტი „ახალგაზრდული გზაჯვარედინის“ აქტივობებში მონაწილეობის მისაღებად
-
დედლაინი
25.06
2013
კონკურსი სოციალური ვიდეორგოლის საუკეთესო სცენარის გამოსავლენად
-
დედლაინი
25.11
2013
გაეროს მოსახლეობის ფონდის კონკურსი ბლოგერებისთვის
-
დედლაინი
01.07
2013
ამერიკული რადიო NPR ჟურნალისტებისთვის საგრანტო კონკურსს აცხადებს
-
დედლაინი
04.11
2013
ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2013
-
დედლაინი
30.06
2013
კონკურსი მოკლემეტრაჟიან მხატვრულ და ანიმაციურ ფილმებზე
-
დედლაინი
01.01
2014
GARB-ი ჟურნალისტებისთვის კონკურსს აცხადებს
-
დედლაინი
31.05
2013
ტელე-რადიო, საგაზეთო ნამუშევრების, ვებ-რეპორტაჟებისა და ბლოგების შესარჩევი კონკურსი
-
დედლაინი
31.12
2013
ტელეკომპანია „მეგა-ტვ“აცხადებს კონკურსს საუკეთესო ვიდეოს ავტორის გამოსავლენად
ვაკანსიები
-
დედლაინი
07.06
2013
Physical Security Trainer, Journalist Security Network
-
დედლაინი
07.06
2013
Hub Coordinator, Journalist Security Network
-
დედლაინი
07.06
2013
Digital Security Trainer, Journalist Security Network
-
დედლაინი
07.06
2013
Hub Manager, Journalist Security Network
-
დედლაინი
15.12
2013
ვაკანსია ჟურნალისტის პოზიციაზე - Live.ge
ტრენინგები
-
დედლაინი
03.06
2013
სამდღიანი ვორკშოპი დოკუმენტური ფოტოგრაფიის შესახებ
-
დედლაინი
12.06
2013
ტრეინინგი ჟურნალისტებისთვის, თემა: პოლიტიკური კომუნიკაცია
-
დედლაინი
30.05
2013
ტრენინგი ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტებისთვის - საგანგებო სიტუაციებში მუშაობა
-
დედლაინი
01.06
2013
სასწავლო კურსი ჟურნალისტებისთვის თემაზე „კლიმატის ცვლილების პრობლემების გაშუქება“
-
დედლაინი
31.07
2013
GIPA -მ საზოგადოებრივი ურთიერთობების ახალი სამაგისტრო პროგრამა გამოაცხადა
-
დედლაინი
30.09
2013
მსოფლიო კონფერენცია საგამოძიებო ჟურნალისტებისთვის რიო-დე-ჟანეიროში
-
დედლაინი
02.06
2013
Reuters-ის სემინარი თბილისში - გლობალური უსაფრთხოება