შემოგვიერთდი

14.01.2013 10:17

ტელეკომპანიების საბიუჯეტო დავალიანებები 2013 წლის დასაწყისში

მაია წიკლაური

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის  მიერ Media.Ge-სთვის მიწოდებული ინფორმაციით, 2012 წლის 24 დეკემბრის მდგომარეობით, ბიუჯეტის მიმართ საზოგადოებრივ მაუწყებელის დავალიანება 13 მილიონ 291 ათას 483 ლარია. თავად მაუწყებლიდან მიღებული წერილის თანახმად კი, ეს დავალიანება 5 მილიონ 800 ათასი ლარია.

შემოსავლების სამსახურის ცნობით, საზოგადოებრივი მაუწყებლის გარდა, ბიუჯეტის მიმართ (სალდირებული) დავალიანება სხვა ტელეკომპანიებსაც ერიცხებათ. „ტელეიმედის“ დავალიანება 836 ათას 559 ლარია, „რუსთავი 2“-ის კი - 12 ლარი. 19 ათას 71 ლარი აქვს გადასახდელი „ტელეარხი 25“-ს. „პირველ სტერეოს“ 144 ათას 421 ლარი, „თრიალეთს“  24 ათას 78 ლარის დავალიანება ერიცხება.

446 ათას 753 ლარის დავალიანება დაუგროვდა შპს „ტელეკომპანია პიკს“, რომელიც 2012 წლის ოქტომბრამდე საზოგადოებრივი მაუწყებლის მესამე არხს „პიკს“ მართავდა და სამაუწყებლო სიხშირეს ახლაც ფლობს.

ბიუჯეტის მიმართ სალდირებული ზედმეტობა აქვს ტელეკომპანია „მაესტროს“ 254 ათას 29 ლარი, „მეცხრე არხს“ - 153 ათას 49 ლარი. „მზეს“ - 13 ათას 837 ლარი, „საქართველოს“ კი  425 ათას 790 ლარი. ზედმეტი აქვს გადახდილი „ტვ3“-საც (ყოფილი „რეალ ტივი“) - 9 ათას 585 ლარი.

უცნობია, ისარგებლეს თუ არა ტელეკომპანიებმა საგადასახადო ამნისტიით, რომელიც  2012 წლის  15 ოქტომბერს საკუთარი პოსტის დატოვებამდე  ფინანსთა ყოფილი მინისტრმა ალექსანდრე ხეთაგურმა გამოაცხადა. Media.Ge შემოსავლების სამსახურს სთხოვდა დეტალურ ინფორმაციას რა რაოდენობის დავალიანება ჩამოაწერა სახელმწიფომ ტელეკომპანიებს 2004 წლიდან. თუმცა, შემოსავლების სამსახურის განმარტებით, ეს ინფორმაცია „საგადასახადო საიდუმლოებას“ წარმოადგენს.

 

ფინანსთა სამინისტროს პასუხი Media.Ge-ს

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test