შემოგვიერთდი

14.11.2012 14:02

IFJ მთავრობას სამაუწყებლო სფეროს რეფორმისკენ მოუწოდებს

თაკო ფარადაშვილი

ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაცია (IFJ) და მისი რეგიონული ორგანიზაცია, ჟურნალისტთა ევროპული ფედერაცია მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს პრიორიტეტად აქციოს სამაუწყებლო სექტორის რეფორმირება, რომელიც პოსტ საარჩევნო არეულობაში მოექცა.  

 ფედერაციის განცხადებით, 1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, რამდენიმე სამაუწყებლო კომპანიაში მომუშავე ჟურნალისტებმა დაკარგეს სამუშაო ადგილები, შეუჩერდათ ხელფასები ან დაუხურეს გადაცემები. ამავდროულად, მიმდინარეობს მედიის კონტროლისთვის ბრძოლა არჩევნების შედეგების მიხედვით გარდაქმნილი პოლიტიკური სურათის შესაბამისად.

 “შეშფოთებულები ვართ, რომ ჟურნალისტები იქცნენ ქართული მედიაში ძალაუფლების მოპოვებისთვის ბრძოლის მსხვერპლად” ამბობს ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის დირექტორი,  ჯიმ ბუმელა - “ახალმა ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს ზომები დასაქმებულთა უფლებების დასაცავად და შეცვალოს სამაუწყებლო სივრცე”.

ფედერაციის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ჟურნალისტებს ვახო სანაიას და ეკა ხოფერიას საზოგადოებრივ მაუწყებელზე გაუფრთხილებლად დაუხურეს გადაცემები. სამი სამაუწყებლო კომპანიის -“პიკ”-ის, “რეალ ტვ”-ს და “იმედის”ის თანამშრომელებისთვის ხელფასის მიღება საეჭვო გახდა, რადგან ამ ტელევიზიებში ან კრიზისი გამოცხადდა ან მაუწყებლობა შეწყვიტეს. “ამ ტელევიზიების ფინანსური კრიზისი გამოწვეულია დაფინანსების წყაროების, მათ შორის გაურკვევლობის გამო, ამ უკანასკნელს წინა ხელისუფლება არასწორად იყენებდა და მთავრობის მიმართ კეთილგანწყობილ ტელეკომპანიებისკენ მაამრთავდა რეკლამას, რამაც ზიანი მიაყენა მედიის სფეროს” - ნათქვამია განცხადებაში.

 ფედერაცია მოუწოდებს მთავრობას გამოიყენოს ახალი პოლიტიკური გარემო საზოგადოებრივი მუწყებლის რეფორმირებისთვის, რომ მისი მთავრობისგან დამოუკიდებლობა და საზოგადოებრივი ინტერესისთვის მსახურება გარანტირებული იყოს; მფლობელობის გამჭვირვალეობისთვის დააწესოს მედია რეგულაციები, რის მიხედვითაც იქნება ლიმიტი თუ რამდენი მედიის ფლობის შესაძლებლობა აქვს ინდივიდს ან კომპანიას; მოახდინოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის რეფორმირება, გარანტიისთვის, რომ სამაუწყებლო ლიცენზიები გაიცემა პოლიტიკური ჩარევისგან დამოუკიდებლად გამჭვირვალე გარემოში.   

“მთავრობამ ჟურნალისტთა უფლებების, პროფესიული დამოუკიდებლობის და სათანადო სტანდარტის სამუშაო პირობების შექმნის საკითხი რეფორმების ცენტრში უნდა მოათავსოს”- ამბობს ჟურნალისტთა ევროპული ფედერაციის პრეზიდენტი არნე კიონიგი.

ფედერაცია აგრეთვე მოუწოდებს საქართველოს პრემიერ მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს, ტელეკომპანია “მეცხრე არხში” მისი ოჯახის წილზე უარის თქმით, თავად აჩვენოს მაგალითი იმისა,  რომ ამ მედიასაშუალებას მთავრობის ჩარევის და ინტერესტთა კონფლიქტის გარეშე შეუძლია  მაუწყებლობა.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test