შემოგვიერთდი

09.10.2012 09:10

„რეალ ტვ“ 24 საათიან საინფორმაციო ბადეზე გადავა - გურამ დონაძე

მაია წიკლაური

ტელეკომპანია “რეალ ტვ”-ს საინფორმაციო სამსახურის უფროსი გურამ დონაძე კითხვაზე, იხურება თუ არა არხის საინფორმაციო გამოშვება, პასუხობს, რომ ამის შესახებ მან უკვე განუცხადა გამოცემა “ინტერპრესნიუსს” და Media.Ge-ს შეუძლია ამ ინფორმაციას დაეყრდნოს.

“ინტეპრესნიუსზე” 7 ოქტომბერს გამოქვეყნებულ მასალაში გურამ დონაძე ამბობს, რომ “რეალ ტვ” 24 საათიან საინფორმაციო ბადეზე გადასვლას გეგმავს, რის შესახებაც თათბირზე არხის თანამშრომლებს უკვე აცნობეს. როდის გადავა ტელეკომპანია ამ ბადეზე, დონაძისთვის ამ ეტაპზე უცნობია. 

"ტელეკომპანიის ხელმძღვანელობას კონკრეტული თარიღი არ დაუსახელებია. ეს, ალბათ, ეტაპობრივად მოხდება. თათბირზე გახდა ცნობილი, რომ ფორმატს ვიცვლით და ვაკანსიებიც გამოცხადდება, რადგან არსებული პერსონალი საკმარისი არ იქნება”- ამბობს დონაძე და აღნიშნავს, რომ გასართობი გადაცემები, არხზე სავარაუდოდ, აღარ გავა.

მისივე თქმით, 24 საათიან საინფორმაციო ბადეზე გადასვლის ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა  ფიქრობს, რომ “ეს, ალბათ, მარკეტინგული სვლაა”.

დღეს 9 ოქტომბერს ინტერნეტ-გამოცემა Presa.Ge-მ “რეალ ტვ”-ს თანამშრომლებზე დაყრნდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ არხის საინფორმაციო სამსახური ფინანსების არარსებობის გამო დაიხურა, ტელეკომპანიის ბადის შევსებას კი, ფილმებით გეგმავდნენ.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test