04.10.2012 12:47
„რუსთავი 2“-ისა და „მზის“ 40%-იანი წილები დავით კეზერაშვილის კომპანიამ იყიდა
ნატა ძველიშვილი
ტელეკომპანიების „რუსთავი 2“-ისა და „მზის“ 40% პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დახლოებულმა პირმა, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ამჟამად კი ბიზნესმენმა, დავით კეზერაშვილმა იყიდა. საჯარო რეესტრის მონაცემებით, ყოფილმა მფლობელმა ლევან ყარამანიშვილმა 4 ოქტომბერს „რუსთავი 2“ - ში მისი კუთვნილი 90 პროცენტიდან 40 პროცენტი 500 ათას დოლარად შპს „მედია ჯორჯიას“ მიჰყიდა, რომლის ერთპიროვნული მფლობელი დავით კეზერაშვილია.
კეზერაშვილსვე ეკუთვნის შპს „ჯორჯიან მედია კომპანი“, რომელსაც ყარამანიშვილმა „მზის“ 40 პროცენტი 250 ათას დოლარად მიჰყიდა.
ორივე კომპანია „მედია ჯორჯია“ და „ჯორჯიან მედია კომპანი“, საჯარო რეესტრში გარიგებამდე ერთი დღით ადრე, 3 ოქტომბერს დარეგისტრირდა. ორივე კომპანიის დირექტორია გიორგი ფრუიძე, ჟურნალ "ტაბულას" მარკეტინგის სამსახურის დირექტორია. ჟურნალ "ტაბულას" მთავარი რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილია. უშიშროების საბჭოს მდივნის გიგა ბოკერიას მეუღლე.
ყარამანიშვილმა "რუსთავი 2"-ისა და მზის 90% 2011 წლის დეკემბრის ბოლოს შეიძინა, დანარჩენი 10%ის მფლობელი ტელეკომპანიების დირექტორი გოგი გეგეშიძეა
სიახლე
-
17.05.2022 13:28
„ინტერნიუსი-საქართველოს“ განცხადება ნიკა გვარამიას დაპატიმრებასთან დაკავშირებით
-
13.08.2021 20:05
არასამთავრობოთა განცხადება ჟურნალისტ ირაკლი აბსანძის სამსახურიდან გათავისუფლების გამო
-
19.07.2021 13:50
ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, ბატონ შარლ მიშელს - სამოქალაქო სექტორის და მედიის მიმართვა
-
11.07.2021 19:55
მეედია ორგანიზაციების მიმართვა დიპლომატიურ კორპუსს
ბოლო სტატიები
-
25.10.2020 14:36
ჟურნალისტებს ჩვენი წილი პასუხისმგებლობა გვაქვს...
-
22.10.2020 23:24
დროული და საჭირო პროექტი საზოგადოებისთვის