შემოგვიერთდი

04.09.2012 11:44

დამფუძნებლის თქმით, Tribuna.Ge ფინანსური პრობლემების გამო დაიხურა

მაია წიკლაური

ინტერნეტგამოცემა Tribuna.Ge-ის დახურვის მიზეზი ფინანსური პრობლემები გახდა, - ამის შესახებ Media.Ge-ს გამოცემის დამფუძნებელმა ეკა რატიშვილმა განუცხადა. მისი თქმით, Tribuna.Ge აქამდე კერძო ფინანსებით, რეკლამითა და ხელმომწერების მიერ გადახდილი თანხით ფუნქციონირებდა.

„ბოლო დროს რატომღაც რამდენიმე ხელმომწერმა კონტრაქტი შეგვიწყვიტა, რაც ფინანსური პრობლემების წარმოქმნის მიზეზი გახდა. არ ვიცით, აღდგება თუ არა მუშაობა. ეს იმაზეა დამოკიდებული, მოვიძიებთ თუ არა საჭირო ფინანსებს“, - აღნიშნა ეკა რატიშვილმა.

მისი თქმით, ოფისში 5 ჟურნალისტი მუშაობდა, ასევე ჰყავდათ რამდენიმე ბლოგერი და თანამშრომლი რეგიონებში.

Tribuna.Ge 2011 წლის მარტიდან ფუნქციონირებდა. ინტერნეტგაზეთი ახალი ამბების გავრცელების გარდა, ორგანიზებას უწევდა პრესკონფერენციების ჩატარებას, სტატიების, პრესრელიზების მომზადებასა და გავრცელებას.

გამოცემის მფლობელი „შპს ტრიბუნა“ და „ტრიბუნალია“ (დირექტორი: რამაზ ციხელაშვილი), რომელიც ეკუთვნის შპს მედია ჰოლდინგ „ქართლის ცხოვრებას“ (მფლობელი: ეკა რატიშვილი).

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test