შემოგვიერთდი

10.08.2012 13:22

„სილქ TV“-ის ქსელში „მაესტრო“ ნაწილობრივ ჩაირთო

მაია წიკლაური
maestro tv (photo: )

სატელეკომუნიკაციო კომპანია „სილქნეტსა“ და ტელეკომპანია „მაესტროს“ შორის ინციდენტი ამოიწურა. ტელეკომპანია „მაესტროს“ ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება და შეიძინა მოწყობილობა, რომლითაც „სილქნეტის“ კუთვნილი საკაბელო კომპანია „სილქ TV”-სათვის სიგნალის მიწოდება გახდა შესაძლებელი. „მაესტროს“ წარმომადგენლები მიიჩნევდნენ, რომ სავალდებულო ტრანზიტის (Must Carry) შესახებ კანონით ტელეკომპანია არ იყო ვალდებული საკაბელო კომპანიისათვის კონკრეტული აპარატურა ეყიდა. თუმცა, კიკაბიძის თქმით, „მაესტრომ“ დათმო და „სილქნეტთან“ თანამშრომლობა მაყურებლის ინტერესების გათვალისწინებით გადაწყვიტა.  

9 აგვისტოს „სილქნეტმა“ ტელეკომპანია „მაესტრო“ „სილქ TV”-ის ქსელში ჩართო. თუმცა - ნაწილობრივ, რადგან ამჟამად „მაესტრო“„სილქ TV”-ის  ოპტიკური ქსელის 35 ათასი აბონენტისთვისაა ხელმისაწვდომი. საკაბელო კომპანიის DSL ქსელის აბონენტებს კი ამ ტელეკომპანიაზე ხელი არ მიუწვდებათ.

Media.Ge-ს „სილქნეტის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა ნინო დარასელმა განუმარტა:

„მაესტროს მიერ მოწოდებული სიგნალი სამწუხაროდ არ იძლევა საშუალებას გავრცელდეს ეს არხი DSL ქსელის აბონენტებისთვისაც. ამ ეტაპზე მაესტროსგან ველოდებით დადგენილი პარამეტრებით სიგნალის მოწოდებას, რომელიც საშუალებას მოგვცემს მოვახდინოთ ამ არხის სიგნალის მიწოდება სილქნეტის ქსელში ჩართული ყველა აბონენტისთვის“.

„მაესტროს“ დირექტორმა, ილია კიკაბიძემ კი განაცხადა, რომ შესაბამისი სიგნალის მისაწოდებლად საჭირო მოწყობილობის შეძენას დაახლოებით 10 დღე დასჭირდება. სავარაუდოდ, ამ ვადაში იქნება შესაძლებელი „სილქ TV“-ის ქსელში „მაესტროს“ სრულად მაუწყებლობა.

„სილქ TV“-ის 65 ათასი აბონენტი ჰყავს. ამ აბონენტებისთვის უკვე ხელმისაწვდომია ტელეკომპანია „მეცხრე არხი“ და აჭარის „ტელეარხი 25“. მათ საკაბელო კომპანიას ადრევე მიაწოდეს თავიანთი სიგნალი. ნინო დარასელის ცნობით, „სილნქეტი“ სიგნალის გავრცელების საკითხზე ტელეკომპანია „თრიალეთთანაც“ (გორი, შიდა ქართლი) აწარმოებს მოლაპარაკებებს.

საკაბელო კომპანიებს საერთო მაუწყებლების საკუთარ ქსელში ჩართვას სავალდებულო ტრანზიტის შესახებ საკანონმდებლო ცვლილება ავალდებულებს, რომელიც პარლამენტმა 26 ივნისს მიიღო. 

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 10 აგვისტოს მონაცემებით "მაესტროს" უყურებს169 ათას 140 აბონენტი, "მეცხრე არხს" - 193 642 აბონენტი, "კავკასიას" - 160 ათას 758 აბონენტი, "ტელეარხ 25"-ს კი - 154 ათას 924.

 

ამავე თემაზე:

GNCC-მ „მაესტროს“ სარჩელი „სილქნეტის“ წინააღმდეგ არ დააკმაყოფილა

ტელეკომპანია „მაესტრო“ საკაბელო კომპანია „სილქნეტს“ ბოდიშის მოხდას სთხოვს

კონკურსები

არქივი

ტრენინგები

არქივი

პროექტის მხარდამჭერები არიან