შემოგვიერთდი

12.07.2012 16:18

კარალეთის ინციდენტის დროს ჟურნალისტებიც დაზარალდნენ

David Mchedlidze

12 ივლისს, გორის რაიონის სოფელ კარალეთში მომხდარი ინციდენტის დროს ჟურნალისტებიც დაშავდნენ. ფიზიკურად გაუსწორდნენ საინფორმაციო სააგენტო ინფო–9–ის ჟურნალისტებს და ოპერატორებს, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ტელეკომპანია თრიალეთის ჟურნალისტს ნინო ბოლაშვილს.

ნაცემია ინტერნეტგამოცემა ქართლი.გეს რედაქტორი საბა წიწიკაშვილი. მას გორის საავადმყოფოს ეზოში შევხვდით. მისი თქმით დარბევა მისი ცემით დაიწყო და კარგად იცნობს იმ პირებს ვინც მას ურტყამდა. ესენი იყვნენ დევნილთა დასახლების მამასახლისი ლევან მაისურაძე და გიგი გოჩაშვილი. წიწიკაშვილის თქმით ისინი ჟურნალისტების მიმართ აგრესიულად იქცეოდნენ და აპარატურის დამტვრევას ცდილობდნენ. „თავში მირტყამდნენ , იმის გამო რომ ვიღებდი, ჩემი ჯინი სჭირდათ. მერე უკვე გინება და ხელჩართული ჩხუბი დაიწყო. წიწიკაშვილმა საავადმყოფოში შემოწმება უკვე გაიარა და მალე გამომძიებლებს ჩვენებასაც მისცემს. 

ასევე საავადმყოფოში იმყოფებოდნენ ინფო–9 ის ჟურნალისტები რეზო ნადირაძე და ლექსო ალქსიძე, რომლებსაც კარალეთში დაახლოებით 15 კაცი წიხლებს ურტყამდა. დამტვრეულია მათი ვიდეოკამერა. დაშავებულია ასევე ინფო–9 ის ჟურნალისტი ეკა ილურიძე.  

დღეს, შუადღით,  კარალეთის დევნილთა ჩასახლებაში  "ქართული ოცნების" წარმომადგენლების მოსახლეობასთან შეხვედრისას, ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.  სოფელში დევნილებთან შესახვედრად კახი კალაძე, გიორგი ვოლსკი, სოზარ სუბარი და კოალიციის სხვა წარმომადგენლები ჩავიდნენ. სოფელში იმყოფებოდა გიორგი ყარყარაშვილიც. მოქალაქეების ერთმა ჯგუფმა "ქართული ოცნების" აქტივისტებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

მოქალაქეების ზემოხსენებულმა ჯგუფმა "ქართული ოცნების" აქტივისტებს ქვები ესროლა და ჯოხებით დაიწყო ჩხუბი, რის დროსაც დაახლოებით 13  ადამიანი  დაშავდა.

კონკურსები

არქივი

ტრენინგები

არქივი

პროექტის მხარდამჭერები არიან