შემოგვიერთდი

12.07.2012 09:12

“არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციის" განცხადება “მაესტროს” ანტენების დაყადაღებასთან დაკავშირებით

თაკო ფარადაშვილი

“არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია” შეშფოთებას გამოთქვამს 11 ივლისს ტელეკომპანია “მაესტროს” ანტენების დაყადაღების ფაქტზე და  რაზეც განცხადებას ავრცელებს.

კოალიცია განცხადებაში ამბობს, რომ მისთვის გაუგებარია საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებული განმარტება, რომელშიც აღნიშნულია, რომ ასეთი პროცესუალური მოქმედება „მიზნად ისახავს წინასაარჩევნო პროცესების დაცვას, შესაძლო დანაშაულებრივი ჩარევისაგან და პოლიტიკური პარტიებისა და მოქალაქეების საარჩევნო უფლებებისა და გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფას“.

“მიგვაჩნია, რომ როგორც პროკურატურიის ასევე სასამართლოს მოქმედება ცალსახად მიმართულია თავისუფალი მედია საშუალებების წინააღმდეგ, რაც თავისთავად ხელს უშლის საზოგადოებისათვის ობიექტური ინფორმაციისა და ალტერნატიული აზრის მიწოდებას, მითუმეტეს, მაშინ როდესაც დამოუკიდებელი მედია საშუალებების მუშაობა, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს საარჩევნო პერიოდში” - აცხადებს კოალიცია და აღნიშნავს “მიგვაჩია, რომ ასეთი ტიპის გადაწყვეტილება ეჭქვეშ დააყენებს 2012 წლის ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიულად და გამჭირვალედ ჩატარებას”.

კოალიცია მოუწოდებს საქართველოს პრეზიდენტს, მთავრობას, საქართველოს სახალხო დამცველს საქართველოში აკრედიტირებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს, მკაცრად შეაფასონ აღნიშნული მოქმედება, რომ  უმოკლეს დროში დამოუკიდებელი მედიის თავისუფლება იყოს უზრუნველყოფილი

კონკურსები

არქივი

ტრენინგები

არქივი

პროექტის მხარდამჭერები არიან